როგორ მოაწყო კანადელმა წყვილმა საბავშვო ოთახი მეორადი მასალისა და MDF-ის ფირფიტები გამოყენებით

იმ ოჯახებში, სადაც ორი ან მეტი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, კომფორტული და ლამაზი ოთახის მოწყობა პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პატარა ზომის ბინა აქვთ. ბავშვების საძინებლის მოწყობისას მშობლებმა არ იციან, როგორ მოათავსონ დასაძინებელი, სამუშაო და სათამაშო ზონა პატარა სივრცეში. მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც არსებობს გამოსავალი. ეს დაამტკიცა კანადელმა წყვილმა, მათ მეორადი მასალისგან ვაჟებისთვის საწოლი-პოდიუმი შექმნეს, რომელიც ერთდროულად 3 ფუნქციას ასრულებს.

ჯესიკა და ტონი ვანდერვინებს ოთხი შვილი ჰყავთ, ამიტომ, ისინი იძულებულნი არიან, შვილებისთვის მოაწყონ ისეთი კუთხე, სადაც ყველაფერი დაეტევა და სივრცეც საკმარისად დარჩებათ.

მათ ორი ვაჟისთვის ოთახის მოსაწყობად უამრავი ვარიანტი იხილეს, ჯესიკას კი დაებადა იდეა, ძირითადი დაბრკოლება, რომელსაც ნიშა წარმოადგენდა, მთავარ უპირატესობად ექცია. ამ ადგილას იყო გადაწყვეტილი მრავალფუნქციური საწოლის გაკეთება.

წყვილი საქმეს შეუდგა. პირველ რიგში, აუცილებელი იყო სამშენებლო მოედნის ქვეშ მოქცეული ნაგვის მოშორება და სივრცის გათავისუფლება და იმ კედლის შეღებვა, რომელზეც შემდგომში საწოლი და სამუშაო მაგიდა უნდა განთავსებულიყო.

რეკონსტრუქციისას, ძველი ავეჯი არ გადაყარეს, რადგან რამდენიმე კომოდის უფრო რაციონალურად გამოყენება გადაწყვიტეს, რითაც ფულის დაზოგვასაც შეძლებდნენ. საწოლისთვის ჩარჩოს შესქმნელად და კიბეების კონსტრუქციისთვის MDF-ის დაუმუშავებელი ფირფიტებისა და რამდენიმე ცალი თვითმჭრელის ყიდვა მოუწიათ, ხოლო უჯრებად კი ძველი კომოდის ყუთები გამოიყენეს.

ტონი მუშაობს ჰიდრავლიკურ კომპანიაში, რომელიც ახორციელებს სტრუქტურის ჩანაცვლებასა და შეკეთებას ხის ბოძებისგან შემდგარი კონსტრუქციით. სარემონტო სამუშაოების დროს, ძველი ხის ნაგებობებს ახალი ელემენტებით ანაცვლებენ, ხოლო ძველ ხის მასალას სრულიად უფასოდ უთმობენ თანამშრომლებს საჭიროების შემთვევაში. ოჯახის უფროსმა სწორედ ამით ისარგებლა, რადგან შემდგომში საწოლის, მაგიდისა და კიბის ფორმირებისთვის აუცილებელი იყო ბრტყელი ზედაპირის მქონე მასალა.

იმის გათვალისწინებით, რომ ტონი დაკავებულია საცხოვრებელი ფართების მშენებლობით სხვა ოჯახებისთვის, მას აქვს ყველა საჭირო ხელსაწყო და მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ხის გათლა და გადაჭრა. ნაძვის ხის მასალები, რომლებიც ტონიმ სამსახურიდან წამოიღო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად კი ტონიმ მასალას სასურველი ფორმა და ზომა მისცა.

მას შემდეგ, რაც ტონიმ მაგიდის ზედაპირსა და კიბეებს სასურველი ფორმა მისცა, ერთმანეთზე შეაწება გაპრიალებული დაფები, ხოლო ჯესიკამ კი ეს ხის მასივი ეპოქსიდური ფისის სქელი ფენით შეავსო. ბენებრივია, რომ ამ პროცედურებს დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. თუ თქვენც გადაწყვეტთ ასეთი ექსპერიმენტის გამეორებას, ჩვენი რედაქცია გირჩევთ ყურადღებით უყუროთ ქვემოთ მოცემულ ვიდეო რგოლს, ისწავლოთ როგორ უნდა გააკეთოთ ყველაფერი სწორად და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ საქმეს.

ქიმიური ტერმინებით, ეპოქსიდური ფისი არის სინთეთიკური ოლიგომერიკული ნაერთი, პოლიმერიზაციისთვის, რომელსაც გამყარება. ეს მასალა, რომელსაც აქვს ძლიერი წებოვანი ნაერთი მინიმალური შეკუმშვითა და დაბალი წყლის ნაერთით, გახდა ფართოდ გამოყენებადი საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული პროდუქტი.

სრულად გაშრობის შემდეგ ხის ფირფიტებმა სასიამოვნო გარეგნობა მიიღო, ახლა კი, იგი საწოლის ძირითად ბაზად უნდა იქცეს, რომელიც ნიშაზე განთავსდება. მან სამუშაო მაგიდისა და კიბისთვის ბაქნის ფუნქციაც უნდა შეასრულოს.

ნიშაზე საწოლის ბაზის დამონტაჟების შემდეგ ტონიმ შექმნა ყუთი ფიქსირებული სახურავით, რომელიც საწოლის თავთან მოთავსდა, სადაც შემდეგ ერთ-ერთი ვაჟის სათამაშოები და საჭირო ნივთები მოთავსდება. შეკრებილი კონსტრუქცია ჯესიკამ თეთრ ფერში შეღება, რათა საძინებლის სტილი ინტერიერის გაფორმებისას ერთიანი ყოფილიყო.

სამუშაო მაგიდის გაფორმებისა და კომპლექტაციისთვის, ერთის მხრივ, MDF-ის ფირფიტებისგან დაამზადეს ტუმბოს მსგავსი კონსტრუქცია, რომელსაც სამი მოძრავი უჯრა აქვს. მეორეს მხრივ, მაგიდის ზედაპირი გაამაგრეს კარკასზე, რომელიც საწოლზე ასასვლელი კიბის ფუნქციას ასრულებს.

რა თქმა უნდა, თითოეული კიბე აღჭურვილია უჯრებით, სადაც ბავშვების ტანსაცმელი შეინახება. ამ გზით მათ არ დასჭირდებათ დიდი ზომის კარადისა და ავეჯის შეძენა და ოთახშიც გაცილებით მეტი თავისუფალი სივრცე დარჩება. ამ კომპაქტური მრავალფუნქციური კონსტრუქციის წყალობით, ასეთ პატარა ოთახშიც კი მოხერხდა საწოლებისა და სამუშაო ზონის მოწყობა ბავშვებისთვის.

მოგეწონათ იდეა? გაუზიარეთ მეგობრებს.