ცელოფნის პარკებს თუ ასე შეინახავთ, ადგილსაც დაზოგავთ და არც ინტერიერს დაამახინჯებთ

ალბათ, ყოველ დიასახლისს აქვს ცელოფნის პარკების შესანახი პაკეტი. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ცელოფნის პარკი მრავალფუნქციური პროდუქტია. პარკების გადაყრა გვენანება, თანაც, ეს მიზანშეწონილი არც არის, რადგან იგი შესაძლოა ოჯახში საჭირო გახდეს. ამ ნივთს მთელს ბინაში მოეძებნება ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი ზომით არ გამოირჩევა.საბოლოო ჯამში პარკებს სამზარეულოს ნებისმიერ კუთხეში მიაგნებთ, რაც არეულობას იწვევს. იმისათვის, რომ ცელოფნის პარკებმა არ დაიკავოს თქვენი სამზარეულოს ძვირფასი კვადრატული მეტრები და არ გამოიწვიოს არეულობა, ჩვენ გთავაზობთ მისი შენახვის სხვადასხვა წარმატებულ მეთოდს და იმედს ვიქონიებთ, რომ ამ იდეებიდან რომელიმე აუცილებლად გამოგადგებათ.

გადავყაროთ თუ შევინახოთ

ძალიან ბევრი ადამიანი ცელოფნის პარკებს ნაგვის ურნაში უჩენს ადგილს, რაც არ არის მართებული ორი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი პლანეტის დაბინძურებაა. პოლიეთილენისგან დამზადებული პარკების ნარჩენების დასაშლელად ორი ათასი წელია საჭირო. ამ დროის განმავლობაში ისინი აბინძურებენ გარემოს და გამოყოფენ ტოქსიკურ ნაერთებს, რომლებიც ზიანს აყენებენ ნიადაგს, ფლორასა და ფაუნას. გარდა ამისა, ცელოფნის პარკები შესაძლოა ადამიანის სიცოცხლისთვის იყოს საშიში. მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ გამოსადეგარი ნივთების გადაყრა არაეკონომიურია, რადგან საოჯახო საქმეებისთვის ახალი ეგზემპლარების შეძენა მაინც მოგიწევთ. ამიტომ, ცელოფნის პარკების შენახვა აუცილებელია.

იდეები ცელოფნის პარკის შენახვისთვის

სანამ გადაწყვეტთ, თუ სად შეინახოთ ცელოფნის პარკები, ისინი უნდა დაალაგოთ ზომისა და მასალის წარმოების მიხედვით. პოლიეთილენისა და პლასტმასის დიდი და პატარა ზომის ეგზემპლარები უმჯობესია ცალ-ცალკე შეინახოთ. რაც შეეხება ქაღალდის ეგზემპლარებს, ისინი არ უნდა დაკეცოთ, რადგან აუცილებლად გაფუჭდება. ასევე, მათი დახარისხებისას არ დაგავიწყდეთ ძველი, ბინძური და დახეული პარკების გადაყრა.

1. უჯრა

თუ თქვენ დიდი სამზარეულო გაქვთ, ცელოფნის პარკებისთვის მაგიდის ერთი ვიწრო უჯრა გამოყოთ. არ ღირს მათი შენახვა თაროზე, რადგან პარკები ძალიან მსუბუქია და ნებისმიერი მსუბუქი მოძრაობის ან ქარის გამო გაიფანტება მთელს ოთახში.

2. პარკების შესანახი პაკეტი

პატარა სამზარეულოში პარკების შესანახად უმჯობესია გაცილებით კომპაქტური ვერსია შეარჩიოთ. ამისთვის ერთ-ერთი კარგი ვერსია პარკების შესანახი პაკეტი გახლავთ. იგი არა მხოლოდ კომპაქტური, ძალიან ეკონომიური და ყველასთვის ხელმისაწვდომიც გახლავთ. თუმცა, მისი მოცულობითი შემადგენლობის გამო პაკეტი მაინც დაიკავებს დიდ ადგილს ოთახში.

3. პლასტმასის ბოთლი

შენახვის ეს მეთოდი წინასთან შედარებით გაცილებით “პროფესიონალურია”, თუნდა იმიტომ, რომ ის წინასწარ მომზადებას მოითხოვს. თქვენ დაგჭირდებათ 2 ან 3 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი. უბრალოდ გამოჭერით ბოთლის ქვედა ნაწილი, კარადის კარზე დაკიდეთ ჭურჭელი ყირამალა და მოათავსეთ მასში ცელოფნის პარკები.

4. მუყაო

მოიმარჯვეთ ქაღალდის ხელსახოცების ყუთი და მასში მოათავსეთ ცელოფნის პარკები. თუ თქვენ მსგავსი მუყაოს ყუთი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფეხსაცმლის, რძის ან სხვა ნებისმიერი ყუთი გამოიყენოთ. მუყაოს პროდუქტი გაცილებით ნაკლებ ადგილს დაიკავებს მაგიდაზე. ხოლო თუ თქვენ გამოიყენებთ ლამაზ ყუთს ან გააფორმებთ მას, იგი მაგიდის ან თაროს დეკორაციად იქცევა.

5. ცელოფნის პარკების შესანახი თოჯინა

მაღაზიაში ნაყიდი ან ხელნაკეთი პარკების შესანახი თოჯინა შენახვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია. მასზე არსებული ზედა ხვრელი პარკების ჩასადებად გამოიყენება, ქვედა კი-სურვილისამებრ მათ გამოსაყენებლად. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ხელით შეკეროთ ასეთი თოჯინა, ან უბრალოდ თქვენი შვილის ძველი სათამაშოსგან გააკეთოთ მისი ანალოგი. ასე თქვენ ძველ თოჯინას მეორე სიცოცხლეს აჩუქებთ.

თუ თვლით, რომ თოჯინის ადგილი სამზარეულოში არ არის, მაშინ მის ნაცვლად ლამაზი ქსოვილისგან დამზადებული ჩვეულებრივი ტომარა გამოიყენეთ.

როგორ დავკეცოთ?

იმისათვის, რომ ცელოფნის პარკებმა ნაკლები ადგილი დაიკავონ, ისინი სწორად უნდა დაკეცოთ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარიანტი კი “სამკუთხედი” გახლავთ:

მოათავსეთ პარკი მაგიდაზე, რამდენიჯერმე შუაზე გაკეცეთ, შემდეგ ქვედა ნაწილიდან გადაკეცეთ სამკუთხედებად სახელურებამდე, რომელშიც შემდეგ თვით პარკის სამკუთხედს მოთავსებთ.

ხვეულები-ასე დაკეცილი პარკი გარეგნულად იგივე სახელის მქონე დესერტს მოგაგონებთ. დაკეცვის ეს მეთოდი იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ მათ შენახვას პოლიეთილენის ბოთლში აპირებთ. გადაკეცეთ პარკი გრძელ და ვიწრო ხაზზე. შემდეგ დაიხვიეთ იგი საჩვენებენ და შუა თითზე და სახელურებით განასკვეთ პარკი.

კონვერტი-დაკეცვის ეს მეთოდი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ბევრი დიდი ზომის პარკი გაქვთ. გაასწორეთ პარკი, შემდეგ თანმიმდევრობით გაკეცეთ შუაზე ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად. ეს პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ ეგზემპლარი თქვენთვის საჭირო ზომის არ გახდება.