ფერმერებმა 100 წლის ქოხი თანამედროვე აპარტამენტად აქციეს

ტყუილად არ ითვლება, რომ, თუ შემოქმედებითი ადამიანი საქმეს მოჰკიდებს ხელს, მას ყველაფერი შეუძლია. ამის ნათელი მაგალითია დაუჯერებელი გარდასახვა ძველი ქოხისა, რომელიც 100 წლის წინ, ესტონეთის ჩრდილოეთით, ერთ-ერთ ხუტორში ააშენეს. გარდა იმისა, რომ განახლების შემდეგ მისი ცნობა გარედან შეუძლებელია, გარშემომყოფებს შურთ მასში არსებული კომფორტისა და იდეალური ინტერიერისა.

პრაქტიკულად 100 წლის წინ, ესტონეთის ჩრდილოეთით, ხარუს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ პატარა ხუტორში აშენდა სახლი, რომელიც არაერთი ათწლეულის განმავლობაში ემსახურებოდა მფლობელებს. რა თქმა უნდა, ასეთი საპატიო ასაის საცხოვრებელი უკვე გამოისადეგარი ხდება, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია საყოფაცხოვრებო კომფორტის კუთხით. ამიტომ, ეს ქოხი რადიკალურ შეკეთებასა და თანამედროვე მოწყობას საჭიროებდა, რადგან ადამიანები ცხოვრების სხვა პირობებს შეეგუვნენ და არ აქვს მნიშვნელობა, სად მდებარეობს სახლი.

იმის დამსახურებით, რომ სახლის მასალად გამოყენებული მორები მთლიანია, გადაწყვიტეს სახლის რესტავრირება და არა დანგრევა და ხელახლა აშენება, რადგან ასეთი შენობა, შესაფერისი მოვლის შემთხვევაში, რამდენიმე ასწლეულს კიდევ გაუძლებს. მდიდრული იერი რომ მიენიჭებინათ, სახლს თანამედროვე, ხის პანელები შემოაკრეს.

გამოსაყენებელი სივრცის გასაფართოვებლად, შენობას პანორამული ფანჯრები გაუკეთეს. ძველი ჩარჩოები ხით გაფორმებული მინაპაკეტით ჩანააცვლეს, რამაც შენობის ავთენტურობა და ექსტერიერთან ჰარმონიულობა შეინარჩუნა.

სახლი თანამედროვე და კომფორტულ საცხოვრებლად რომ ექციათ, ფერმერებს საკმაოდ დიდი თანხის გაღება მოუხდათ. საჭირო გახდა პირველ სართულზე უზარმაზარი ოთახის გამოყოფა, კანალიზაციის გაყვანა, ორი სრულყოფილი აბაზანისა და საკუჭნაოს გაკეთება, ასევე, გათბობის სისტემის რადიკალურად შეცვლა.

იმის გათვალისწინებით, რომ ძველი ხის იატაკი რამდენიმე ადგილას ხტუნავდა, მისი შეცვლაც საჭირო გახდა. მას შემდეგ, რაც იატაკის საფარველი ამოიყარა, გაჩნდა თბილი იატაკის გაკეთების შესაძლებლობა.

როგორც გავიგეთ, სრული რეორგანიზაციის შემდეგ, გაჩნდა ადგილი იზოლირებული ოთახებისა და მცირე ზომის აუზისთვისაც კი.

ერთადერთი, რაც არ შეუცვლიათ და პირვანდელი სახით დატოვეს – კარებია. ისინი უბრალოდ გაარემონტეს და ახლა ახალ მფლობელებს ემსახურება.

სახლის სრული გარდასახვის შემდეგ, მისი ფართობი 220 კვ.მ-მდე გაფართოვდა. ახლა მის პირველ სართულზე განლაგებულია ფართო მისაღები პთახი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო, კომფორტული სასტუმრო ოთახი ბუხრით, საძინებელი გარდერობის ოთახთან და აბაზანასთან ერთად, სადაც ტუალეტი და საშხაპე კაბინაა.

რას იტყვით ამ სახლზე?