10 უჩვეულო ტუალეტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

ტუალეტი და კანალიზაცია-ადამიანის ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა. განვითარებული საკანალიზაციო სისტემის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ხალხის დიდი მასის ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრება. ეს საკითხი სულაც არ არის სასაცილო, რადგან სანიტარია პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. თუმცა, ხანდახან ტუალეტის შემქმნელებს ზედმეტად იტაცებთ მათი კრეატიული იმპულსი.

1. ბარაფუს ბანაკი-ტანზანია

რას ფიქრობთ ისეთ საპირფარეშოში დაჯდომაზე, რომელიც 4,600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს? სწორედ ასეთი ტუალეტი არსებობს ტანზანიაში, კილიმანჯაროს მთის მწვერვალზე და იგი ადგილობრივ ბანაკს ბარაფუს ღირსშესანიშნაობად ითვლება.

2. მატაკანა-ახალი ზელანდია

ამ საყოფაცხოვრებო ტუალეტის ექსტრავაგანტულ დიზაინზე ადგილობრივმა მოსახლეობამ 400 ათასი დოლარი დახარჯა. უფრო მეტიც, პროექტის რეალიზაციისთვის (გარკვეული მიზეზების გამო) 7 წელი გახდა საჭირო. დღესდღეობით ეს გახლავთ ყველაზე ცნობილი “დაუმთავრებელი ტუალეტი”.

3. კრაბლა-ისლანდია

ეს მუშა ტუალეტი და შხაპი დამონტაჟებულია შუა უდაბნოში. ვინ და რატომ გააკეთა ეს-რთულია ამის თქმა. სავარაუდოდ, ეს ტუალეტი ხელოვნების პროექტის ფარგლებში შეიქმნა. მასთან ახლოს ელექტროსადგური მდებარეობს. ღია ცის ქვეშ არსებული სააბაზანოდან წყალი გეოთერმული წყაროებიდან მოედინება.

4. ლადახი-ინდოეთი

ტუალეტი, რომელიც 20 კილომეტრის სიმაღლეზე ბუდისტური მონასტრის მახლობლად მდებარეობს. მონასტრის ბერებს განსაკუთრბით განმარტოებული ცხოვრების წესი აქვთ. ტუალეტიდან იშლება გარემოს ულამაზესი ხედი. აქ ასევე მუდმივად არის სუფთა ჰაერის მარაგი.

5. ბრიტანული კოლუმბია-კანადა

კანადაში ბევრი უცნაური ნივთი არსებობს. მაგალითად, თქვენ იქ შეგიძლიათ იპოვოთ ტუალეტი, რომელიც პირდაპირ ტყის შუაგულშია მოთავსებული. გაუგებარია, რატომ არ არის იგი მოქცეული შენობაში.

6. ტუალეტი ჯოვანი სეგანტინი-შვეიცარია

კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ტუალეტი. ეს კაბინა მუტას-მურალის მთაზე დგას. ეს გახლავთ მხატვრის-სეგანტინის ქონება, რომლის სახლიც იქვე ახლოს მდებარეობს. საჭიროების შემთხვევაში, ტუალეტით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც ამ ადგილას მისვლას გაბედავს, რათა დატკბეს ადგილობრივი სახეობების სილამაზით.

7. ოქროს ტუალეტი-ჰონკონგი

ამ უნიტაზის შესაქმნელად და სანტექნიკისთვის თითქმის სამი ტონა ოქრო დაიხარჯა. თავად უნიტაზი 3 მლნ აშშ დოლარადაა შეფასებული. სანტექნიკის დამონტაჟებაში კიდევ 50 მლნ დოლარია დახარჯული. ყველაზე დახვეწილი ტუალეტის პროექტის განსახორციელებლად დიზაინერს თითქმის 5 წელი დასჭირდა.

8. სარკის ტუალეტი-ლონდონი

ეს არის ძალიან სპეციფიური ტუალეტი, რომლის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ იგი სარკის კაბინაში იყო მოთავსებული. უნიტაზზე მჯდომს შეუძლია დაათვალიეროს მის ირგვლივ მოსიარულე ადამიანები. მაგრამ ირგვლივ მყოფი ადამიანები ვერ ხედავენ, თუ ვინ ზის ტუალეტში.

9. ტუალეტი, რომელიც ავტომატურად იხსნება-ნიუ-იორკი

ეს გახლავთ ნიუ-იორკში მდებარე სრულიად ავტომატური ტუალეტი. მთავარი განსაკუთრბულობა-თითქმის სრული რობოტიზაციაა. მაგრამ ადამიანის საჭიროების დაკმაყოფილება ამ შენობაში არსებულ უნიტაზს არ შეუძლია. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გახლავთ კარის გაღებისა და დახურვის ციკლი. ისინი ეღება მხოლოდ 3 წუთით, ყოველ 15 წუთში ერთხელ.

10. ქუჩის ტუალეტი-ამსტერდამი

ეს გახლავთ მამაკაცებისთვის განკუთვნილი ქუჩის ტუალეტები, რომლებიც ტურისტებისთვის მუდმივი ინტერესის ობიექტია. ადგილობრივები ასეთ სანახაობებს დიდი ხანია შეჩვეულნი არიან. და ალბათ ამ ტუალეტიდან ზაფხულობით ამომავალ სუნსაც შეეგუენ.