17 პრაქტიკული ხელნაკეთობა ბაღისა და აგარაკისთვის, რომლის გაკეთებას ნებისმიერი შეძლებს

აგარაკის სეზონი დაიწყო, მფლობელები თავის ნაკვეთზე წასვლას ჩქარობენ. ნაკვეთზე დროის გატარება რუტინად რომ არ მოგეჩვენოთ, ყურადღება ამ 17 სასარგებლო ხელნაკეთობას მიაქციეთ, რომლის გაკეთებას ნებისმიერი შეძლებს.

1. პერფორირებული პანელი

თუ ფარდულში წესრიგის დამყარება გსურთ, პერფორირებული პანელები გამოიყენეთ. ფარდულის ერთ-ერთ კედელზე მიამაგრეთ და კაკვების დახმარებით ბაღის ხელსაწყოები და აგარაკის სხვა ნივთები დაკიდეთ.

2. საკიდი

ნებისმიერ მებაღესთან იპოვით ძველ ფოცხს, რომელიც უკვე დაჟანგულია და ბაღის სამუშაოებისთვის უკვე არ გამოიყენება. მათი ლითონის ნაწილისგან შეგიძლიათ ბაღის წვრილი ინსტრუმენტების საკიდი გააკეთოთ. ხელნაკეთობა შეგიძლიათ ბაღის ღობეს, სახლის ან ფარდულის კედელს მიამაგროთ.

3. ვერტიკალური კლუმბი

თუ ბაღში რაც შეიძლება ბევრი ყვავილის კლუმბის დადგმა გსურთ, ხის თაროები გამოიყენეთ. მათი დახმარებით შესანიშნავი ვერტიკალური კლუმბის შექმნას და პარმაღისა და უკანა ეზოს გასაფორმებლად გამოყენებას შეძლებთ.

4. ბაღის მაგიდა

ფანტასტიკური ბაღის მაგიდა, რომლის შექმნა ხის რამდენიმე ფირფიტისგან ნებისმიერს შეუძლია. მაგიდა ბაღში დადგით და მცენარეების გადასარგავად, სასუქების შესანახად და ასარევად გამოიყენეთ.

5. გარეთ რეცხვა

პლასტმასის მილებისგან გარეთ რეცხვისთვის მყარი კონსტრუქციას შექმნა შეიძლება, სადაც ჭურჭლის ან საბავშვო სათამაშოების გარეცხვა კომფორტული იქნება.

6. ორგანაიზერი

ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. უბრალოდ შეხედეთ, ვიღაცამ ბაღის ინსტრუმენტების ორგანაიზერისთვის საყოფაცხოვრებო თარო გამოიყენა.

7. შემოღობვა

თუ თქვენს მიწის ნაკვეთს შემოღობვა სჭირდება, მაგრამ ამაზე მთელი ქონების დახარჯვა არ გსურთ, ყურადღება პლასტმასის მილებს მიაქციეთ. მათგან შესანიშნავი ღობე, ტიხარი და გალავანი გამოვა. რა თქმა უნდა, ისიც ხარჯს მოითხოვს, მაგრამ გაცილებით უფრო მცირეს, ვიდრე სრულყოფილი ღობის გაკეთება.

8. დეკორატიული ორგანაიზერი

ბაღის ინვენტარის შენახვის სისტემა შეიძლება არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ლამაზიც იყოს. ბაღის მაკრატლისა და ხელსაწყოების შესანახი ფერადი თაროები, ასევე სასუქის შესანახი დოქი შესანიშნავი მაგალითია.

9. გრილი

რამდენიმე გამოუყენებელი სამშენებლო მასალა შეგიძლიათ გრილის ქვეშ კომფორტულ მაგიდად გადააქციოთ. ასეთი მაგიდის გვერდითა ნაწილი შეგიძლიათ ბოსტნეულის, ყველის და ხილის დასაჭრელად გამოიყენოთ, ქვედა თარო კი ხორცის და სასმელების შესანახად გამოდგება.

10. თესლების შეფუთვა

ფარდულის კარზე ნაჭრის ლენტა დაამაგრეთ და სარჭების დახმარებით თესლის შეფუთვები დაამაგრეთ. მსგავსი სისტემა არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ლამაზიაა, ამასთან მარტივი გასაკეთებელია.

11. ღია ფარდული

პლასტმასის მილების გამოყენების კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი – მისგან ტენტით გაჭიმული ინსტრუქცია შექმენით. საბოლოოდ მზისგან დაცული ადგილი გამოგივათ, სადაც შეგიძლიათ დააყენოთ მანქანა, ან სათამაშო და სასადილო ზონად გამოიყენოთ.

12. სტელაჟი

აგარაკის მფლობელების უმეტესობას დაზოგვა და შეგროვება უყვართ, ამიტომ ბევრი საჭირო და არც თუ ისე საჭირო ნივთი აქვთ. ყველა ეს სიმდიდრე სადღაც ინახება. სპეციალურად ამ მიზნით შეგიძლიათ პლასტმასის მილებისა და კონტეინერებისგან დიდი სტელაჟი გააკეთოთ.

13. ფანჩატური

ულამაზესი ფანჩატური, რომელიც ხის თაროებისგან არის შექმნილი, ძალიან ორიგინალურია. შესასრულებლად საკმაოდ მარტივი და იაფია.

14. ორგანაიზერი ქილებისგან

უხეში ქილებისგან გაკეთებულ ორგანაიზერს ფართო გამოყენება აქვს. მისი გამოყენება შეგიძლიათ მჭრელი ინსტრუმენტების, ოფისის ნივთების, ან ბაღის პატარა ზომის ხელსაწყოების შესანახად.

15. საკვები მოწყობილობა

დიდი ზომის დიამეტრის პლასტმასის მილები შესანიშნავი საშუალებაა, რომ ქათმების, ბატებისა და იხვებისთვის საკვები მოწყობილობა შექმნათ.

16. დასაკიდი თარო

ნებისმიერ კარადაში ან შეჭრილ კუთხეში რამდენიმე თხელი მილი დაამაგრეთ და გამოიყენეთ ძაფების, ლენტების, ასევე ბაღის მცირე ზომის ხელსაწყოების შესანახად.

17. საქანელა

და ბოლოს კლასიკის ჟანრი – საქანელა ხის ფირფიტებისგან. ეს ხელნაკეთობა აგარაკზე ნამდვილი ლიდერია, რომელიც ზრდასრულებსა და ბავშვებსაც მოეწონებათ.