
ცოტა ხნის წინ, ნორვეგიელ საზოგადოებას წარუდგინეს სასტუმროს უნიკალური პროექტი, რომელიც აშენდება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობაზე – პრეიკესტულენზე. უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია შუშის აუზის იდეამ, რომელიც კლდიდან გაცილებით შორს გადის და ფიორდების მდუღარე წყლებს 604 მეტრის სიმაღლიდან გადმოსცქერის.
ამ უნიკალური სასტუმრო-ბუტიკის მშენებლობის უნიკალური პროექტი ნორვეგიაში წარადგინეს თურქული დიზაინ-სტუდიის არქიტექტორებმა. გარდა იმისა, რომ ამ უჩვეულო შენობის აგებას ყველაზე ცნობილი კლდის-პრეიკესტულენის როკზე აპირებენ, რომელიც უკვე რამდენიმე ათწლეულია ითვლება ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობად, ამ ნაგებობას ექნება მთლიანად მინისგან დამზადებული აუზი, რომელიც 604 მეტრის სიმაღლეზე იქნება დაკიდული.
პრეიკესტულენის კლდის სახელწოდებას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, ხალხი მას “მქადაგებლის სკამს” ან “კლდის სკამს” უწოდებენ. ამ კლდის მთავარი განსაკუთრებულობა მისი მწვერვალი გახლავთ, რომელსაც აქვს პრაქტიკულად იდეალურად სწორი ზედაპირი 25 მეტრიანი მოედნით. სწორედ ამ ბრტყელი ზედაპირის მქონე მოედანი, რომლიდანაც ულამაზესი ლანდშაფტი იშლება, ტურისტებს მაგნიტივით იზიდავს.
ამ ელიტარული სასტუმროს ადგილმდებარეობის გარდა გასაკვირია ისიც, თუ როგორ მოახერხეს არქიტექტორებმა ამ კლდეზე ოთხი სართულის განთავსება. პროექტის თანახმად, ამ უნიკალური ბინების შესასვლელი განთავსებულია სასტუმროს სახურავზე, მაგრამ უცნაურობები ჯერ კიდევ წინაა.
ვინაიდან თავად კლდე ნორვეგიის ბუნბრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, მასთან მისასვლელი გზის ჩაკეტვა არ შეიძლება, ამიტომ, მის სწორ ზედაპირზე, ღია ცის ქვეშ სანახაობრივი მოედნის მოწყობას გეგმავენ. როგორც ჩვენი რედაქციისთვის გახდა ცნობილი, ეგრედ წოდებულ სართულებს ამ მოედნის ქვეშ ააშენებენ, რომლებიც სიღრმეში განთავსდება და თითოეულ მათგანს ექნება დიდი ტერასა, რომელიც სასტუმროს სტუმრებს ბუნების შეუდარებელი სილამაზით ბოლომდე ტკბობის საშუალებას მისცემს.
მაგრამ ეს არ არის ყველა სიგიჟე, რომლებიც არქიტექტორებმა გამოიგონეს: სასტუმროს ყველაზე დაბალ სართულზე აპირებენ ვიწრო, გრძელი აუზის გაკეთებას გამჭვირვალე ფსკერითა და დასვენების ღია არეალით, რომელზეც განლაგებული იქნება ლაუნჯ-სკამები, მაგიდები და კომფორტული სავარძლები. ამასთან, მთელი ეს კონსტრუქცია ცოტათი წინ იქნება გამოწეული და ფოლადის ტროსებზე დაიკიდება 600-მეტრიანი სიღრმის მქონე უფსკრულის თავზე.
ამ აუზის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მასში ბანაობა მხოლოდ ექსტრიმის მოყვარულებს ან ძალიან ძლიერი ნერვების მქონე ადამიანებს შეეძლებათ. რა თქმა უნდა, კლდის სიღრმეში შეღწევა შეუძლებელია, თანაც, არავინ მოგცემთ ამის გაკეთების უფლებას მშენებლობისა და თავად კლდის უსაფრთხოების გამო, ამიტომ, ამ ეგზოტიკური სასტუმროს ნომრების რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტი სასტუმროს სტუმრებისთვის ითვალისწინებს სულ 9 ელიტურ ოთახს, დიდ დერეფანს, სადაც სასტუმროს მისაღები განთავსდება, ასევე რესტორანი და საერთო დასასვენებელი ზონა. თავდაპირველად არქიტექტორები მხოლოდ აუზის გაკეთებას გეგმავდნენ, მაგრამ კონცეფციის განვითარების პროცესში ისინი უფრო შორს წავიდნენ, რადგან ეს საოცარი ადგილი არავის დატოვებს გულგრილს. კონცეფციის პრეზენტაციისა და ცხარე დისკუსიის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ თავად კლდის ღირებულების გამო, რომელიც ბუნების საკუთრებად ითვლება, ეს პროექტი აუზის გიჟური დიზაინის გამო ვერასდროს განხორციელდებოდა.