როგორ გავრეცხოთ ხალიჩა საშინაო პირობებში

ხალიჩა-ეს გახლავთ მასალა, რომელმაც თავისი მრავალფეროვნების, შესანიშნავი გარეგნობისა და, რაც მთავარია, გამძლეობის წყალობით, ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. თუმცა, ამ მასალას ერთი ნაკლოვანება აქვს-დროთა განმავლობაში მასში დიდი რაოდენობით მტვერი გროვდება, მის ზედაპირზე კი ლაქები ჩნდება. მათი მოშორება უკიდურესად რთულია და მხოლოდ 3 ეფექტური მეთოდი არსებობს მათგან თავის დასაღწევად.

 სველი წმენდა

სველი წმენდა გახლავთ ყველაზე ცნობილი მეთოდი, რომელსაც დიასახლისები ყველაზე ხშირად მიმართავენ. მის გამოსაყენებლად საჭიროა მოამზადოთ:

  1. რბილი ნაჭერი ან ფუნჯი.
  2. სპეციალური რეაგენტი, შამპუნი ან ლოსიონი, რომელიც გახსნის ჭუჭყს, მისი შეძენა ბევრ მაღაზიაშია შესაძლებელი. სპეციალიზებული საშუალების შეძენამდე დარმწუნდით, რომ მას აქვს ჰიპოალერგიული თვისებები.

მეთოდის არსი საკმაოდ მარტივია-რეაგენტი აუცილებლად ინსტრუქციის მიხედვით უნდა გააზავოთ, უნდა დაასველოთ ქსოვილი და დაიწყოთ გაწმენდის პროცესი. ეს ერთ-ერთ ყველაზე რთულ მეთოდად ითვლება, ვინაიდან რამდენიმე კვადრატული მეტრის გაწმენდაც კი ძალიან ძნელია. თუმცა, ეს მეთოდი საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს.

ბევრი ექსპერტი გვირჩევს, ხალიჩები სხვადასხვა პრეპარატებით ეტაპების მიხედვით გავწმინდოთ. მაგალითად, თავდაპირველად გამოიყენეთ ერთი საშუალება, გარკვეული დროის შემდეგ კი-მეორე. ეს დაგეხმარებათ ყველა არსებული ბაქტერიისა და ჭუჭყის მოშორებაში, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს თქვენს ხალიჩაზე.

აუცილებელია იცოდეთ! არავითარ შემთხვევაში არ შეურიოთ რამდენიმე პრეპარატი ერთმანეთს, რადგან ამან შესაძლოა ხალიჩა ან ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს.

სპეციალური საშუალებების გამოყენებისას აუცილებელია ზუსტად მიყვეთ იმ ინსტრუქციებს, რომლებიც შეფუთვაზეა მითითებული. ასევე თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე და ხალიჩის გაწმენდამდე, პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაიკეთოთ რეზინის ხელთათმანები.

მშრალი წმენდა

ამჟამად ყველაზე ეფექტური მეთოდი სწორედ მშრალი წმენდა გახლავთ, რადგან იგი საშუალებას გაძლევთ აღმოფხვრათ ჭუჭყის 80%, მინიმალური ძალისხმევით. მშრალი წმენდის მეთოდი შემდეგია:

  • პირველ რიგში, აუცილებელია, ხალიჩის ზედაპირი გაწმინდოთ მტვრისა და სიბინძურისგან. ამისათვის კი მტვერსასრუტიც საკმარისია.
  • ამის შემდეგ ხალიჩაზე სარეცხი ფხვნილი უნდა მიმოაბნიოთ.
  • ხალიჩა, რომელზეც სარეცხი ფხვნილია მიმოფანტული, აუცილებლად უნდა გახეხოთ რეგულარული ფუნჯით.
  • უკეთესი ეფექტის მისაღებად შეგიძლიათ სარეცხი ფხვნილი რამდენიმე საათით გააჩეროთ ხალიჩაზე.
  • წმენდის დასრულების შემდეგ ყველაფერი მტვერსასრუტით დაასუფთავეთ.

ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ არ ტოვებს ტენიანობას. შესაბამისად, ამ მეთოდით ხალიჩის გაწმენდა ზამთარშიცაა შესაძლებელი, როდესაც ტენიანობა მაღალია.

თუმცა, აუცილებელია მტვერსასრუტით ზედაპირის საფუძვლიანი დასუფთავება ისე, რომ ნაკვალიები არ დარჩეს. თუ სახლში მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ, გაწმენდის შემდეგ უმჯობესია არ დართოთ მათ ნება, ასეთ ხალიჩაზე გაიარონ.

ამ პროდუქტის რეპროდუქცია აკრძალულია.