2 მეთოდი სარკეზე ნაკაწრების მოსაშორებლად

სარკე ნებისმიერი სახლის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია, რომელიც ბევრ ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, სარკეში ადამიანები იყურებიან, ასევე, იგი პატარა ოთახების დეკორაციის გაფორმებისთვის იდეალური ვარიანტია. თუმცა, დროთა განმავლობაში, თითოეულ სარკეზე ჩნდება გარკვეული ნაკაწრები, მცირე ზომის ბზარები და პატარა ნატეხები.

თუ სარკეზე ამათგან რომელიმე დეფექტი გაჩნდება, ადამიანების უმრავლესობა პანიკაში ვარდება და ფიქრობს, რომ ახალი სარკის შეძენაა საჭირო. მაგრამ რატომ უნდა მოიქცეთ ასე, როდესაც არსებობს რამდენიმე გზა, რომლებიც დაგეხმარებათ სარკიდან ნაკაწრების საკუთარი ძალებით მოშორებაში.

რა უნდა ვიცოდეთ

სარკე არის მტკიცე ტიპის მასალა, რომელსაც ამრეკლავი ეფექტი აქვს. იგი ერთბაშად ითვლება მყარ და სათუთ მასალად. ამიტომ, მასზე ნაკაწრებისა და ნატეხების გაჩენა სრულიად ნორმალურია. დღესდღეობით არსებობს რამდენიმე ათეული მეთოდი, მაღაზიებში კი ამისთვის სპეციალური საშუალებებიც იყიდება.

მაგრამ ღირს ყველა მათგანის ნდობა? რა თქმა უნდა არა, რადგან ყველა სიტუაცია უნიკალურია.

საიდან უნდა დავიწყოთ

პირველ რიგში, აუცილებელია, სარკე რესტავრაციისთვის მოვამზადოთ. ამისათვის, თქვენ უნდა ჩამოხსნათ იგი და მოათავსოთ სწორზედაპირიან ადგილას.

ამის გაკეთება პირდაპირ კედელზე ან სხვა ნებისმიერ მდგომარეობაში ძალიან სარისკოა. სარკე აუცილებლად უნდა იდოს სიბრტყეზე, რომელიც სტაბილურია.

საქმე იმაშია, რომ ერთი დაუდევარი მოძრაობაც კი გამოიწვევს სარკის გატეხვას. ყველა ქვემოთჩამოთვლილი მეთოდი უნდა შესრულდეს ხელით, მთავარია გახსოვდეთ, თუ რამდენად სათუთია სარკე.

პირველი მეთოდი

ეს გახლავთ ყველაზე მარტივი მეთოდი, რომელიც სარკის საწმენდი სითხის გამოყენებას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ სარკეს ამ გზით მოაშოროთ ნაკაწრები, აუცილებელია შეასრულოთ რამდენიმე მარტივი მოქმედება:

  1. მოიმარჯვეთ სარკის საწმენდი საშუალება (უმჯობესია მასზე ეკონომია არ გააკეთოთ).
  2. წაუსვით იგი სარკის ზედაპირს და სარკის საწმენდი ნაჭრით გაწმინდეთ.
  3. თუ სარკე უკვე სუფთა და მშრალია, აიღეთ სილიკონის პლომბი და გაავრცელეთ იგი ნაკაწრების ღრმულებში. ამ მოქმედების მარტივად შესასრულებლად შეგიძლიათ კბილის საჩიჩქნი გამოიყენოთ.
  4. დაელოდეთ, სანამ ნაზავი კარგად გაშრება.
  5. როდესაც ყველაფერი გაშრება, ზედმეტი სილიკონი სარკეს ბასრი დანით უნდა მოაშოროთ.
  6. აუცილებელია, რომ სილიკონის პლომბი ფრთხილად წაუსვათ სარკის დეფექტიან ზონას და გახსოვდეთ, რომ მან სრულად უნდა დაფაროს ნაპრალის მიდამო.

მეორე მეთოდი

ამ მეთოდისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ პასტა-“გოი”, რომლის ყიდვაც უამრავ მაღაზიაშია შესაძლებელი. მეთოდის არსი:

  1. პასტაში გახსენით მტვერი.
  2. ბამბის ტამპონით მოაგროვეთ მცირე რაოდენობით პასტა.
  3. მიღებული მასა სქელ ფენად წაუსვით სარკის დაზიანებულ ნაწილს.
  4. წასმის შემდეგ აუცილებელია, რომ ფრთხილად მოაპრიალოთ 10-15 წუთის განმავლობაში. ამისათვის ადამიანების უმრავლესობა ჩვეულებრივ კოსმეტიკის ბამბას იყენებს.

აუცილებელია იცოდეთ! გოი არის უნივერსალური საშუალება, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ. ამ პასტის პოვნა საკმაოდ რთულია, მაგრამ მას აუცილებლად იპოვით საავტომობილო მაღაზიებში.