ობი მაცივარში: რა მოვიმოქმედოთ და როგორ მოვიშოროთ

როდესაც მაცივარში ობი ჩნდება, ყველა დიასახლისი პანიკაში ვარდება და ამის საფუძვლიანი მიზეზიც აქვთ, რადგან ობი ბაქტერიების მოსაშენებელი ადგილია.

ამავე დროს, ობის მოშორება ძალიან რთულია, ამიტომ, თითოეულმა დიასახლისმა უნდა იცოდეს იმ განსაკუთრბული მეთოდების შესახებ, რომლებიც ნამდვილ აღმოჩენად იქცევა.

რატომ ჩნდება ობი მაცივარში?

ყველა დიასახლისმა უნდა გაიაზროს, რომ მაცივარში ობის გაჩენა სრულიად ნორმალური პროცესია და ეს შემდეგი ფაქტორის გამო შეიძლება მოხდეს:

  1. გაზრდილი ტენიანობა, რის გამოც ფორმიდება კონდენსატი.
  2. მაცივარში ინახება ობიანი საკვები.

აუცილებელია იცოდეთ! სანამ ობის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია იპოვოთ მისი წარმოქმნის მიზეზი.

თუ ჩვენ გაზრდილი ტენიანობის შესახებ ვსაუბრობთ, სავარაუდოდ, ეს მაცივრის გაუმართაობის ბრალია. როგორც წესი, ტენიანობის სიჭარბე ძრავში არსებულ პრობლემაზე მიუთითებს. ასევე, ამის მიზეზი შესაძლოა გაგრილების მილის (სადაც წყალი კედლებიდან გაედინება) გაჭედვა გახდეს, ან უბრალოდ არასწორი ტემპერატურის შერჩევა, რის გამოც ჩნდება დიდი ოდენობით ტენიანობა. მიზეზის დასადგენად უმჯობესია ხელოსანი გამოიძახოთ.

ყველაზე ხშირად, მაცივარში ობი გაფუჭებული საჭმლის გამო ჩნდება. მაგალითად, მაცივრის ქვედა თაროზე ხშირად შეხვდებით მივიწყებულ ხილსა და ბოსტნეულს. დროთა განმავლობაში, მათზე ობი ჩნდება, რომელიც შემდეგ მაცივრის თაროებზე გადადის და სხვა პროდუქტების “ინფიცირებას” იწყებს. როგორც წესი, ობს დამახასიათებელი სუნი აქვს, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ძლიერდება.

სოკოსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება

როდესაც პრობლემას გამოავლენთ, აუცილებლად უნდა დაიწყოთ სოკოსთან ბრძოლა. ამისთვის 2 მეთოდი არსებობს:

  1. შეიძინოთ სპეციალური ქიმიური საშუალებები, რომლებიც ეფექტურად ებრძვის სოკოს.
  2. გამოიყენოთ პოპულარული ხალხური მეთოდები.

ქიმიური ნივთიერებები დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია და დიასახლისები სწორედ მას იყენებენ ყველაზე ხშირად.

თუმცა, ამ საშუალებებს ერთი ნაკლი აქვს- მათი გამოყენების დროს აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა. ამასთან, დახურულ სივრცეში ამ საშუალებების უმრავლესობის გამოყენება აკრძალულია. ამიტომ, საშინაო გამოყენებისთვის ისინი ყოველთვის არ გამოდგება. თანაც, მათ სოკოს წინააღმდეგ მინიმალური ეფექტი აქვთ.

ტრადიციული ხალხური მეთოდები საშუალებას გაძელვთ, ბოლომდე აღმოფხვრათ სოკო თქვენი მაცივრიდან. მაგრამ ამისთვის თითოეულ დიასახლისს დიდი ძალისხმევა დასჭირდება. სოკოსთან საბრძოლველად თქვენ დაგჭირდებათ:

  • სოდა
  • ძმარი
  • სამრეცხაო საპონი
  • წყალბადის ზეჟანგი
  • და იდეალური ეფექტისთვის-ულტრაიისფერი ნათურა

თავდაპირველად აუცილებელია გაათავისუფლოთ მაცივარი ყველა პროდუქტისგან და გაალღვოთ იგი. ამის შემდეგ მოიმარჯვეთ ღრუბელი და ჩააწეთ იგი სოდაში ან საპონის ხსნარში და კარგად გაწმინდეთ ყველა თარო, ისინიც, რომლებზეც არ არის სოკო მოდებული. თავდაპირველად, შესაძლოა ეფექტი შეუმჩნეველი იყოს.

ამის შემდეგ აუცილებელია ძმრის გამოყენება, იგი მოკლავს სუნს. ძმრით გაწმენდის შემდეგ უმჯობესია გამოიყენოთ ულტრაიისფერი ნათურა, ის დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში.