7 ძირითადი წესი პატარა აბაზანის მოსაწყობად

ექსპერტების აზრით, სააბაზანო ოთახის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან თუ ინსტრუქციებს სწორად დაიცავთ, ვიწრო ოთახის ვიზუალურად გაფართოებას შეძლებთ.

რა წესები უნდა დავიცვათ

1. ფერი

არ გამოიყენოთ ძალიან ნათელი ან მუქი ფერები. არჩევანი შეაჩერეთ ნეიტრალურ პასტელის ფერებზე. არ შეგეშინდეთ იმის, რომ ასეთი ინტერიერი მოსაბეზრებელი იქნება: თუ მას სწორად გააფორმებთ, სივრცე გაცილებით საინტერესო გახდება.

2. იატაკი

იატაკის შესარჩევად თქვენი ფანტაზია უნდა გამოიყენოთ: თუ კედელი ღია ფერშია გადაწყვეტილი, სცადეთ კონტრასტებით თამაში და შეარჩიეთ მუქი ფერის იატაკი საინტერესო ჩრდილებით. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ნეიტრალური ფერი, საინტერესო ნახატით ან ნიმუშით გაფორმებული.

3. არტი

ეს თვისება სკანდინავიური დიზაინისთვისაა დამახასიათებელი: თუ სააბაზანოს კედლები და იატაკი მინიმალისტურ ჩრდილებშია გადაწყვეტილი, ინტერიერის საგნების საშუალებით უნდა გაამრავალფეროვნოთ იგი: ხმელი ყვავილებით სავსე ვაზებით, ნახატებით ან სანთლებით.

4. სივრცის ეკონომია

რაც უფრო ნაკლები თავისუფალი სივრცეა სააბაზანოში, მით უფრო რთულია შესანახი საგნებისთვის ადგილის მიჩენა. ამიტომ, გონივრულად გამოიყენეთ საგნები: სარკის ნაცვლად მოათავსეთ სარკიანი კარადა, ან კალათი სარეცხისთვის. ასევე, სპეციალისტები გვირჩევენ, 2-3 ღია შესანახი სისტემის განთავსებას. მთავარია გახსოვდეთ, რომ აუცილებელია წესრიგის შენარჩუნება სააბაზანო ოთახში. ქაოსი პატარა ოთახში მაშინვე ამახვილებს ყურადღებას შეზღუდულ სივრცეზე.

5. ფუნქციურობა

თუ ავეჯის მაღაზიაში გაგიჭირდებათ საჭირო ნივთის პოვნა, რომელიც თქვენი სააბაზანოს პარამეტრებს შეეფერება, განიხილეთ ავეჯის შეკვეთით დამზადების ვარიანტი. ასე შეძლებთ დეტალურად შეიმუშაოთ აბაზანის თითოეული მილიმეტრი.

6. განათება

რა განასხვავებს პროფესიულ დიზაინს ფილისტერისგან? რა თქმა უნდა სწორად შერჩეული განათება. რაც უფრო კარგადაა განათება აღჭურვილი, მით უფრო მომგებიანად გამოიყურება სააბაზანო ოთახი. აუცილებლად გათვალეთ რამდენიმე ვარიანტი სინათლის დამატებითი წყაროებისთვისაც.