როგორ მოვუაროთ ლამინატის იატაკს შესაფერისად

ლამინატი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იატაკის საფარია, რომელიც ნებისმიერ ოთახში ძალიან ლამაზად გამოიყურება და ქმნის მაქსიმალურ კომფორტსა და სიმყუდროვეს თითოეული ადამიანისთვის.

მასალა საკმაოდ მდგრადია სხვადასხვა დაზიანებების მიმართ. მაგრამ, ადამიანების უმრავლესობას ავიწყდება, რომ ლამინატს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

თუ თქვენ მას სწორად არ მოუვლით, ლამინატი რამდენიმე წელში დაკარგავს თავის სასიამოვნო გარეგნობას. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ როგორ მოუაროს ლამინატის იატაკს სწორად.

მოვლის ძირითადი რჩევები

ყველაზე ხშირად სახლებში ვხვდებით 32 და 33 კლასის დამცავ საფარს. ეს არის უსაფრთხო მასალა და მისი გამოყენება ნებისმიერ ოთახში თავისუფლად შეგიძლიათ. ეს მასალა პოპულარული იმიტომ გახლავთ, რომ მისი ხანგრძლივობის ვადა 25 წელია. თუმცა, მისი გამოყენებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაციის მოსმენა.

  1. განსაკუთრებული სიფრთხილით გადააადგილეთ ავეჯი. აქ საუბარია არა მხოლოდ დივანზე, არამედ პატარა ზომის ტუმბოებზეც კი. თუ ავეჯს ფრთხილად არ გადააადგილებთ, შესაძლოა იატაკის საფარი დაიკაწროს.
  2. ბასრი საგნების ვარდნისას შესაძლოა საფარს ნაპრალები გაუჩნდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია მასზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. თუ იატაკის საფარზე ნაპრალები გაჩნდება, მისი მოშორება ნამდვილად არ იქნება ადვილი.
  3. იატაკის ლამინატის საფარის წმენდისას არ გამოიყენოთ უხეში ჯაგრისები ან აბრაზიული საწმენდი საშუალებები. მათი მეშვეობით შესაძლოა საფენზე მცირე ნაკაწრები გაჩნდეს, რაც შემდგომში ლამინატის დაფების სტრუქტურის განადგურებას გამოიწვევს.
  4. ლამინატის საფენის გასაწმენდად მხოლოდ რბილი ნაჭერი გამოიყენეთ. მათ გასაწმენდად იდეალურია მიკროფიბრის ან რბილი თავსაცავის მქონე შვაბრის გამოყენება.
  5. თუ ლამინატზე სითხე გაჩნდება, მაშინვე მოწმინდეთ, რადგან იგი მასალას ზედმეტ მგრძნობელობას სძენს. თუ სითხე იატაკზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩება, შესაძლოა მან ლამინატი გაბეროს.
  6. ბზარების გაჩენის შემთხვევაში უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური საშუალება. თუ ბზარების მოშორებას უხეშად შეეცდებით, ლამინატს ვეღარასდროს აღადგენთ.

როგორი სარეცხი საშუალების გამოყენება შეიძლება

ბევრს ავიწყდება, რომ ლამინატი ხელმისაწვდომი ზედაპირის საწმენდი ხსნარის მეშვეობით უნდა გაიწმინდოს. მისი მოვლა სულაც არ არის რთული, მთავარია ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოთ.

თუ იატაკზე ჭუჭყი გაჩნდა, მის გასაწმენდად შეგიძლიათ უბრალო საწმენდი საშუალებების ან თხევადი საპონის გამოყენება.

იმისათვის, რომ ლამინატმა გაწმენდის შემდეგ იპრიალოს, თბილ წყალში საკმარისია დაუმატოთ რამდენიმე კოვზი ძმარი და საწმენდი საშუალება.

როგორ გავწმინდოთ ლამინატი ყოველდღიურად

მართალია, ერთი შეხედვით, ამაში რთული არაფერია, მაგრამ იატაკის ყოველდღიური დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამიტომ, გამწნდამდე მიიღეთ რამდენიმე რეკომენდაცია:

  • იატაკის გაწმენდა უმჯობესია თბილი წყლისა და რბილი ნაჭრის გამოყენებით.
  • თუ ლამინატის იატაკი ჭუჭყიანია, აუცილებლად დაუმატეთ წმნედისას საწმენდი საშუალებები.
  • ზედაპირის გაწმენდის შემდეგ იატაკზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს სითხე, იგი მშრალი ქსოვილით მოწმინდეთ.

თუ ლამინატის ზედაპირზე დიდი ოდენობით ჭუჭყი და ნაგავია, გამოიყენეთ მტვერსასრუტის რბილი თავსაცავები ან რბილი ჯაგრისები.