5 საშუალება იატაკზე ნაკაწრების დასაფარავად

იატაკის საფარი მრავალი მიზეზის გამო შეიძლება გაფუჭდეს, ძირითადად სიარულისა და სხვადასხვა მექანიკური დაზიანების შედეგად, რაც შეიძლება როგორც ადამიანმა, ასევე შინაურმა ცხოველმა გამოიწვიოს.

ექსპერტებმა მოგვცეს რამდენიმე რჩევა, რომლებიც იატაკის საფარის დაზიანების გადაფარვაში დაგვეხმარება.

1. იოდის ხსნარი

ეს საშუალება იდეალურია მაჰოგანისა და მუხის ხისგან დამზადებული პარკეტის დაზიანებების დასაფარად. ხსნარი დაგეხმარებათ ფერის ერთიანი ფერის მიღებაში და ნაკაწრებიც ისე ძალიან აღარ გამოჩნდება.

2. პარკეტის საგოზავი

მოცემული ვარიანტი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ დაზიანება ღრმაა. მართალია, ეს საშუალება იმპროვიზირებული არ არის, თუმცა ყურადღებას მაინც იმსახურებს.

3. მწვანე კაკლის ნაჭუჭი

კაკალს აქვს გამუქების თვისება, ამიტომ, თუ მწვანე კაკლის ნაჭუჭს წაუსვამთ იატაკის საფენის დაზიანებულ ადგილს, იგი შენიღბავს არასრულფასოვან ადგილს.

4. ცვილის ცარცი

ცვილის ცარცი უნდა შეარჩიოთ იატაკის საფარის ფერის მიხედვით, შემდეგ გაადნოთ, დაასხათ დაზიანებულ ადგილს და გააცივოთ. ამის შემდეგ იგი აუცილებლად უნდა გაასწოროთ ზუმფარით იატაკის სიმაღლეზე და მშრალი ნაჭრით გააპრიალოთ.

5. ლაქი ხის მასალისთვის

ალბათ, ეს მეთოდი ყველასთვის კარგად ნაცნობია. იგი იდეალურად უმკლავდება ნებისმიერ ხარვეზს. თუმცა, მის გამოყენებამდე აუცილებელია კარგად მოამზადოთ იატაკის საფენის ზედაპირი: გაწმინდეთ ზუმფარით, შემდეგ კი წებოვანი ნაწილი მოაშორეთ. მნიშვნელოვანია ლაქის ტონის სწორად შერჩევაც.