
კარგი ატმოსფერო სახლში უმთავრესი კომპონენტია სულიერი ჰარმონიისა და სიმშვიდისთვის.
როგორ შევქმნათ საჭირო ატმოსფერო სახლში და მოვიზიდოთ ბედნიერება:
1. მოიშორეთ ნაგავი. პირველ რიგში, მთელი სახლი გენერალურად უნდა დაასუფთაოთ: აუცილებელია გადაყაროთ ძველი ნივთები, რომლებსაც დიდი ხანია აღარ იყენებთ. ნაგავი აგროვებს მტვერს, რაც სახლზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს. მას შემდეგ, რაც თქვენ ყოველგვარი სინანულის გარეშე გადაყრით ძველ, გამოუსადეგარ ნივთებს, თავადვე იგრძნობთ, რამდენად მარტივი და სასიამოვნო იქნება თქვენთვის ბინაში ყოფნა. სპეციალისტები ასევე გვირჩევენ, არ შევიძინოთ ნივთები ნაჩქარევად, რათა სახლში არ გავამრავლოთ უსარგებლო ნივთების რაოდენობა.
2. ბედნიერების სუვენირები. უძველესი დროიდან ადამიანს სწამს, რომ ზოგიერთ ნივთს შეუძლია ადამიანის დაცვა ბოროტი ძალებისგან და ნივთის მეპატრონესთვის ბედნიერებისა და წარმატების მოტანა. მოიძიეთ ინფორმაცია ამ ნივთების შესახებ და ასეთივე ნივთებით გააფორმეთ ინტერიერი. სპეციალისტების რჩევით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ხელოვნების იმ ნიმუშებს, რომლებსაც სახლში ჰარმონიისა და სიმშვიდის შემოტანა შეუძლია, და, ამასთან, ეს ნიმუშები აუცილებლად უნდა უსვამდეს ხაზს სახლის მფლობელის გემოვნებას.
3. შეიძინეთ ბევრი ოთახის მცენარე. პირველი, ფიტოდიზაინი და მასთან დაკავშირებული ელემენტები დღესდღეობით ძალიან პოპულარულია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ოთახის მცენარეებს შეიძენთ, თქვენ ბინა საკმაოდ თანამედროვე გახდება. მეორეც, მცენარეებს აქვთ ოთახში ჰაერის გაწმენდის თვისება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. და მესამეც, მცენარეებს სივრცის ენერგიის შეცვლა შეუძლიათ: ზოგიერთი მათგანის სახლში მოთავსება საერთოდ არ ღირს, ზოგიერთს კი კონფლიქტის განმუხტვის, მატერიალური კეთილდღეობისა და ოჯახური ბედნიერების მოტანა შეუძლია.
4. მყუდრო სივრცე. სახლის დიზაინი არ უნდა იყოს შერჩეული იმ მიზნით, რომ თავისი სტილითა და ელეგანტურობით მეგობრებისა და ნაცნობების გული დაიპყროს. სახლი აუცილებლად უნდა იყოს მყუდრო. შეეცადეთ ინტერიერს რაც შეიძლება ბევრი ნატურალური ნივთი შემატოთ. ასევე შეგიძლიათ განიხილოთ ნაქსოვი სამრეცხაო კალათების, ტილოს ხელსახოცების, ხის მაგიდისა და სკამების ვერსიაც. თუ თავისუფალი დრო და შესაძლებლობა გაქვთ, იყოლიეთ შინაური ცხოველი: მათ შეუძლიათ ყველაზე მკაცრი ინტერიერის მქონე ოთახიც კი თბილ და საყვარელ სივრცედ აქციონ.