
აგარაკი შექმნილია არა მხოლოდ ბაღისთვის, ბოსტნეულისა და ყვავილების პლანტაციისთვის. თქვენ საკუთარი ძალებით შეგიძლიათ ეს ადგილი მყუდრო კუთხედ აქციოთ, სადაც დასვენება შეგეძლებათ, ისიამოვნებთ სუფთა ჰაერით და დატკბებით თქვენ ირგვლივ გარშემორტყმული ულამაზესი პეიზაჟებით. იმისათვის, რომ ეს ჩანაფიქრი რეალობად აქციოთ, ეზოში რამდენიმე საინტერესო კომპოზიცია მოათავსეთ, რომელიც დაამშვნებეს ესტერიერს, თქვენ და თქვენს მეგობრებს კი მთელი ზაფხულის განმავლობაში ამაღლებულ განწყობას შეგიქმნით.
1. ახალი ქოთანი ძველი ნივთისგან
როდესაც სხვენში ან საკუჭნაოში ძველი ნივთების დასალაგებლად გაემართებით, ნუ გადაყრით ძველ ფეხსაცმელს, ნახმარ ქუდსა და ყვავილების ჟანგიან მოსარწყავს. მათი მეშვეობით შეგიძლიათ ყვავილების არასტანდარტული ქოთნის გაკეთება. ამისათვის თქვენ მხოლოდ მათი ვიზუალის განახლება, მიწით გავსება, ყვავილების ჩარგვა და მათთვის ხელსაყრელი ადგილის პოვნა გჭირდებათ. შეგიძლიათ ისინი კიბეებზე განალაგოთ, ღობეზე ჩამოკიდოთ, ან უბრალოდ საბავშვო სივრცე გაალამაზოთ.
2. პრაქტიკული ფოცხი
თითოეულ აგარაკზე არის ინსტრუმენტები, რომლებიც დიდი ხანია გამოუსადეგარია, მაგრამ მათი გადაყრა მაინც გვენანება. ჟანგიანი ფოცხი, რომელიც აქამდე საკუჭნაოში ადგილს ტყუილად იკავებდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაღისთვის განკუთვნილი ნივთების შესანახად. მისი კბილები იქნება ერთგვარი საკიდი პატარა ზომის ნიჩბისა და ხელთათმანებისთვის. ასევე სავსებით შესაძლებელია მისი ბაღში მოთავსება და მასზე ბუდეს მოწყობა. ამრიგად, თქვენ ერთდროულად 2 საქმეს გააკეთებთ: ააშენებთ ბუდეს ჩიტებისთვის, რომლებიც შემდგომში ბაღის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.
3. ორიგინალური ყვავილის საწოლი
ყვავილების ქოთნებითა და მცენარეების ტუბებით შეგიძლიათ მოაწყოთ მწვანე კუთხე ყველაზე მოულოდნელ ადგილას. მაგალითად, დაამშვნელოთ გარაჟის, საკუჭნაოს ან სხვა ნაგებობების მიმდებარე ტერიტორია. ყვავილების საწოლი ასევე შეგიძლიათ განათავსოთ იმ ტერიტორიაზე, სადაც ქვაფენილია დაგებული. მთავარია იქონიოთ კარგი ფანტაზიის უნარი.
4. ცისარტყელის ფილები
თუ თქვენი აგააკის ექსტერიერი ერთფეროვანი და მოსაწყენია, მაშინ დროა მოიმარჯვოთ საღებავები და ხატვას შეუდგეთ. აკრილის საღებავებით თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ სახლის მახლობლად დაგებული კრამიტი ან ბაღში არსებული ქვები. ამრიგად, არა მხოლოდ თქვენი ეზო, არამედ თქვენი ცხოვრებაც გაცილებით ფერადი და მიმზიდველი გახდება. გარდა ამისა, ფერადი ეზო აუცილებლად მოეწონებათ ბავშვებს.
5. ხელნაკეთი საქანელები
თუ სახლში რამდენიმე სკამი გატეხილია, არ ღირს მათი ნაგავსაყრელზე გადაყრა. უმჯობესია მათგან საქანელები გააკეთოთ. ამისთვის თქვენ არ გჭირდებათ რაიმე განსაკუთრებული უნარები, უბრალოდ მოაჭერით სკამებს ფეხები, გახვირეთ 4 ადგილას და ხვრელების მეშვეობით სქელ თოკზე დაკიდეთ სკამები. ბოლოს კი ორიგინალური საქანელა ხეზე უნდა ჩამოკიდოთ. სხვათა შორის, გატეხილი სკამების ნაცვლად შეგიძლიათ ძველი სკეიტბორდი გამოიყენოთ, შედეგი ზუსტად ისეთივე შესანიშნავი იქნება.
6. ველოსიპედის პარკინგი
ძლიერი ქარის ან ქარიშხლის დროს ხშირად ტყდება ხეები. თუ მსგავსი ბუნებრივი სტიქიური მოვლენა თქვენი სააგარაკე ნაკვეთის ტერიტორიაზეც მოხდება, ნუ იჩქარებთ სპეციალურ სამსახურებთან დარეკვას. უმჯობესია მოტეხილი ხე ველოსიპედების პარკინგად აქციოთ. მოაშორეთ უსარგებლო ტოტები, ხის მორზე ველოსიპედის წინა საბურავისთვის ხერხით გააკეთეთ იმდენივე ჭრილი, რამდენი ველოსიპედიც გყავთ და იქვე მოათავსეთ ველოსიპდები.
7. ქილის სასანთლეები
თუ საკუჭნაოში ზედმეტი ქილები გაქვთ, ისინი ორიგინალური გზით გამოიყენეთ. მაგალითად, მოათავსეთ მასში მზა სანთელი ან ცვილი ჩაასხით და უჩვეულო სასანთლეები გააკეთეთ. მზა სასანთლეები ღობეზე ან სახლის სახურავზე ჩამოკიდეთ, რათა საღამოობით მყუდრო და რომანტიული ატმოსფერო შეიქმნათ. სხვათა შორის, ჩვენი რედაქციის ინფორმაციით, ორიგინალური სასანთეების დამზადება არა მხოლოდ ქილებისგან, არამედ ყვავილების ძველი ქოთნებისგანაც შეიძლება.
8. ბაღის განათება
სააგარაკე ნაკვეთს სჭირდება ხარისხიანი განათება. რადგან ღამით სახლიდან გასვლისას შესაძლოა დაეცეთ და რამე დაიზიანოთ. იმისათვის, რომ მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები თავიდან აიცილოთ, და ამავდროულად თქვენი ბაღიც გააფორმოთ, დაამზადეთ ეფექტური განათება. ამის მისაღწევად შეგიძლიათ ქილებში ფერადი ნათურები მოათავსოთ, ან უბრალოდ ქილები შეღებოთ სხვადასხვა ფერში.
9. ფეხის დასაბანი ჩარჩო
სახლში ყოველთვის იბატონებს წესრიგი და სისუფთავე, თუ თქვენი ოჯახის თითოეული წევრი დაიბანს ფეხს ეზოში შიშველი ფეხით სიარულის შემდეგ. ამ მიზნის მისაღწევად გამოგადგებათ სურათის ძველი ჩარჩო. მოათავსეთ იგი ვერანდაზე ან სახლში შესასვლელ კართან, ჩაალაგეთ მასში ქვები და იქვე მოათავსეთ შლანგი.
10. შლანგის შესანახი ადგილი
საკუთარი თავის დასაცავად და უსარგებლო დეკორის ელემენტისგან სივრცის გასათავისუფლებლად შექმენით შლანგის შესანახი სისტემა. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ვერსიას: აიღეთ დიდი ზომის ჭურჭელი, მაგალითად, კასრი ან სპილენძის ქოთანი, გაუკეთეთ მას ხვრელი, რომელიც დაახლოებით შლანგის სისქის იქნება და მოათავსეთ შლანგი მასში. ეს გამოსავალი არა მხოლოდ მოსახერხებელი და უსაფრთხო, არამედ პრაქტიკულიცაა.
11. დიდი ზომის ქსოლოფონი
ნებისმიერ ბავშვს გაუხარდება, თუ მას დიდ ქსოლოფონს აჩუქებენ. ყველაზე სასიამოვნო ამ იდეაში ის გახლავთ, რომ საჩუქარზე ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ. ამ მუსიკალური ინსტრუმენტის დამზადება ჩვეულებრივი ღობის დაფებისგანაა შესაძლებელი, ხოლო იმისათვის, რომ თქვენ მიერ დამზადებული ქსოლოფონი უფრო ლამაზი და ეფექტური იყოს, შეღებეთ იგი კაშკაშა ფერებში.
12. მაგიდა ჯირკისგან
თუ სააგარაკე ნაკვეთში ხის ჯირკი გაქვთ და მისი ამოთხრა გენანებათ, მაშინ მისგან პატარა ჟურნალის მაგიდა დაამზადეთ, რომელსაც ბუნებაში ჩაის დასალევად გამოიყენებთ. ამისათვის დაუმუშავებელ ჯირკს ზემოდან შუშისგან ან ხისგან დამზადებული მაგიდის თავი.