
იმ სახლში ცხოვრება, რომელიც ადრე ეკლესია იყო, ერთი შეხედვით უცნაურ წამოწყებად მოგეჩვენებათ, თუმცა, თუ ამ პრობლემას ჩაუღრმავდებით, საკმაოდ საინტერესო სურათს მიიღებთ. როგორ ფიქრობთ, ნუ თუ არ არის მიმზიდველი პერსპექტივა, იქონიოთ დიდი სახლი მაღალი ჭერითა და უჩვეულოდ ლამაზი ვიტრაჟებით, რადგან ამ შენობის თავდაპირველი არქიტექტურა განსაცვიფრებელი და უნიკალურო ინტერიერის შექმნის საფუძველს ქმნის.
არსებობს შემთხვევები, როდესაც ეკლესია წყვეტს არსებობას და მისი უზარმაზარი შენობა კერძო პირების საკუთრება ხდება, და ერთხელაც, ეს პომპეზური შენობა კაფეებად, მაღაზიებად, ოფისებად ან ჩვეულებრივ საწყობებად იქცევა. ზოგიერთ ძველ რელიგიურ შენობას უფრო “გაუმართლა”-ისინი მუზეუმებად ან ბიბლიოთეკებად აქციეს, მაგრამ არის შემთხვევებიც, როდესაც მფლობელები ახერხებენ ეს შენობები უნიკალური დიზაინის მქონე შესანიშნავ თანამედროვე საცხოვრებლელ სახლად აქციონ. ჩვენი რედაქციის ავტორებმა გადაწყვიტეს დღევანდელი პოსტი მიუძღვნან საუკეთესო დიზაინ-პროექტებს, იმ ეკლესიებს, რომლებიც მდიდრულ აპარტამენტებად იქცა.
1. ლონდონის ვიქტორიანული ეკლესია (დიდი ბრიტანეთი)
ამ ეკლესიის შენობას აქვს ტრადიციული ესთეტიკისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ფორმები, რომლებიც ხელუხლებელი დარჩა, რადგან დიდი ბრიტანეთის კანონები ძველი შენობებისთვის გარეგნობის შეცვლას კრძალავს. ხოლო ეკლესიის შიდა სივრცის განახლებასა და დახვეწილ თანამედროვე აპარტამენტად გადაქცევაზე “Gianna Camilotti Interiors”-მა იზრუნა.
სტუდიის სპეციალისტების ძალისხმევის წყალობით, შენობის ინტერიერი მთლიანად გარემონტდა და ყველა ინოვაცია იდეალურად მოერგო მაღალი ჭერის მქონე უზარმაზარ სივრცესა და საოცარ თაღოვან ფანჯრებს.
2. ეკლესია ფერადი მინებით (ნიდერლანდები, უტრეხტი)
ნიდერლანდების ამ პატარა, ძველმა ეკლესიამაც შეიძინა მეორე სიცოცხლე საცხოვრებელი აპარტამენტის სახით. ამ ტრანსფორმირებული შენობის მთავარი ნაწილი ფერადი მინებია, რომლებიც “Zecc Architecten Studio”-მ არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ მშვენივრად დაუკავშირა ისინი თანამედროვე ინტერიერს და ამ გზით პატივი მიაგეს ისტორიული შენობის იერსახეს.
დიზაინერებმა არა მხოლოდ ინტერიერი განაახლეს, მათ ასევე შეძლეს ანტიკვარული ავეჯის ელემენტები ახლადშექმნილ საცხოვრებელ სივრცეში შეეტანათ, რაც უკანა ფონზე ექსტრავაგანტულად გამოიყურება.
მნიშვნელოვანია: ბევრ ქვეყანაში ამგვარი სტრუქტურების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას დაწესებულია დებულება, რომელიც კრძალავს ისტორიული იერსახის შეცვლას და არქიტექტურული სტილის სრულად შენარჩუნებას ითვალისწინებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შენობის ფასადის აღდგენაა საჭირო, ყველა სამშენებლო მასალა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს შენობის ექსტერიერს, ასევე ურბანული დაგეგმარების ნორმებსა და წესებს და კოორდინირებული უნდა იყოს შესაბამის სტრუქტურებთან.
3. ფერისცვალების ეკლესია ბრისბანში (ავსტრალია)
ამ საეკლესიო სახლის რეორგანიზაციის შემდეგ (როგორც მას უწოდეს), რომელიც 1924 წელს აშენდა, შენობამ მთლიანად შეინარჩუნა თავისი ისტორიული გარეგნობა. ტრანსფორმაციებმა, რომელშიც კომპანია “DAHA” იყო ჩართული, მხოლოდ ინტერიერის დეკორაციაზე იმოქმედა.
თუმცა, ეკლესიის დიზაინის სრული მოდერნიზაციის შემდეგ, გადაწყდა მისი გაფართოება დაგრძელების ხარჯზე. ახლა კი ეკლესიას აქვს ორი სრულიად განსხვავებული არქიტექტურული ფორმა, რადგან ფასადის ნაწილი, რომელიც ქუჩის წინა მხარესაა, შეესაბამება ორიგინალურ სტილს, ხოლო მეორე კორპუსს თანამედროვე ფუტურისტული იერსახე აქვს.
4. მელბურნის სამლოცველო სახლი (ავსტრალია)
მელბურნის წყნარ მიდამოში მდებარე ეს პატარა მომხიბლავი სახლი არ გამოირჩევა ჩვეულებრივი თანამედროვე ნაგებობებით. და ეს არის Bagnato Architects-ის არქიტექტურული სტუდიის დამსახურებაა, რომელმაც მოახერხა ნახევრად დანგრეული ხის ეკლესია, რომელიც აშენდა 1892 წელს, გადაექცია თანამედროვე ძვირადღირებულ ბინად.
გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიულ ნაგებობას ტიპური საცხოვრებელი კორპუსების მსგავსი ზომები და ფორმა ჰქონდა, ტრანსფორმაციის პროცესი მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე მიმდინარეობდა და დიდი ძალისხმევა არ დასჭირდა. იმის გათვალისწინებით, რომ შენობის ფასადი ხის იყო და ძალიან ბევრი მასალა იყო დაზიანებული, სპეციალისტებმა ჩაატარეს სრული რეკონსტრუქცია და მისცეს სათანადო იერსახე. იმისათვის, რომ მანორს უფრო თანამედროვე სახე მიეღო, იგი თეთრ ფერში შეღებეს.
ბუნებრივია, შენობის შიდა სივრცე მთლიანად განაახლეს, იგი რამდენიმე დონის მიხედვით დაყვეს. ინტერიერში დომინირებს ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რამაც დიზაინერებს უფრო თბილი და კომფორტული შინაური ატმოსფეროს შექმნის საშუალება მისცა. ეკლესიის მცირე ფართობის გათვალისწინებით, მარტივი რეკონსტრუქცია ვერ მოხდებოდა, ამიტომ შენობის რამდენიმე ნომრით გაფართოება და ორიგინალური პაციოს (შიდა ეზოს) გაფორმება გადაწყდა, სადაც სუფთა ჰაერზე დასვენება იქნებოდა შესაძლებელი.
5. ეკლესია ჩიკაგოში (ილინოისის შტატი, აშშ)
ეს უნიკალური ეკლესია თითქმის მთლიანად გაიტაცეს და გაანადგურეს, სანამ ახალი მფლობელები გამოჩნდნენ. Scrafano Architects-ის კომპანიის სპეციალისტებისა და Link Thelen Design-ის სტუდიის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ყოფილი სილამაზის სტრუქტურის აღდგენა.
ფასადისა და ფერადი მინების აღდგენის შემდეგ, რომლებიც საოცრად ფერად და თვალისმომჭრელ სინათლეს ასხივებდა, მათ შეძლეს 7 იზოლირებული ოთახისა და 6 სააბაზანოს, ასევე მისაღები-სასადილო ოთახის გაფორმება, რომელსაც ულამაზესი ბუხარი და ფუნქციური თანამედროვე სამზარეულო ალამაზებს. ინტერიერის დიზაინი გაკეთდა მინიმალისტური სტილით, სოფლის მიმართულების სრულყოფილი ინტერიერით, რამაც სახლს უფრო ოჯახური ატმოსფერო მისცა.
6. სამლოცველო ჩანჩქერ “High Force”-თან (მიდლტონ-ინ-თისდეილი, დიდი ბრიტანეთი)
ეს უძველესი სამლოცველო, რომელიც 200 წელზე მეტი ხნისაა, იგი მდებარეობს ჩრდ პენინის საუკეთესო ზონაში, ცნობილი ჩანჩერი “High Force”-დან რამდენიმე წუთის სავალზე. როდესაც სამლოცველო მიატოვეს, იგი სასტუმრო ეზოს შექმნის მიზნით იქნა შეძენილი. არქიტექტურულ და დიზაინერულ ფირმას “Evolution Design”, რომელიც ამ შენობის რემონტით იყო დაკავებული, დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა ისტორიული ფასადისა და სამშენებლო მასალების შეცვლის გარეშე სამლოცველო თანამედროვე აპარტამენტად ექცია.
უცნაურია, მაგრამ სპეციალისტებმა შეძლეს ფანჯრების ორიგინალური ფორმის შენარჩუნება, საიდანაც ულამაზესი ველის საოცრად მომხიბვლელი ხედი იშლება. სპეციალისტებმა აპარტამენტის ინტერიერი მთლიანად გაათანამედროვეს დახვეწილი სასოფლო სტილის ელემენტებით. ამ შენობის მცირე ზომის მიუხედავად, მათ მოახერხეს ფართო სამზარეულოსა და მდიდრული აგარაკის მოთავსება, საკუთარი სამზარეულოთი, 4 კომფორტული საძინებლით და 2 სააბაზანო ოთახით, 7 სტუმრისთვის. ახლა კი, სამლოცველო ლაშქრობისა და ველოსიპედის მოყვარულთა იდეალურ ადგილად გადაიქცა.
7. გოთური ეკლესია სან-ფრანცისკოში (აშშ)
ეს მონუმენტური ეკლესია, რომელიც სან-ფრანცისკოს მისსი დოლორესის პარკს გადაჰყურებს, მეპატრონემ, სიამაკ ახავანომეთმა ოჯახისთვის საცხოვრებელ ბინად გადააქცია. ეს შესანიშნავი შენობა თავისი უნიკალური არქიტექტურით 1909 წელსაა აგებული, ამიტომ, ფასადის ყველა ნაწილი კარგად არ იყო შემონახული და საჭიროებდა გარეგნობის აღდგენას. სპეციალისტებმა მისი ისტორიული აგური თანამედროვე დუბლიკატით ჩაანაცვლეს, ასევე შეცვალეს იატაკის საფარი გაჟონვის საწინააღმდეგო მასალით. მიწისძვრების დროს შენობის დანგრევის თავიდან ასაცილებლად, ობიექტი გაძლიერდა სეისმური სარტყელით, რასაც აბსოლუტურად არ უმოქმედია ძველი ფასადის გარეგნობაზე.
მთავარ დარბაზში დიდებული სვეტები და მოხატული ჭერი ხელუხლებელი დარჩა, რამაც ოთახი თანამედროვე ადამიანისთვის უჩვეულო დიზაინის მქონე უზარმაზარ დარბაზად აქცია. იზოლირებული საძინებლისა და სველი წერტილების შესაქმნელად ტიხრებისა და იარუსების გაკეთება გახდა საჭირო, რომლებიც ინტერიერის სტილის დიზაინს საერთოდ არ არღვევდა.
შენობის ზოგადი ვიზუალის შენარჩუნების მიზნით, ვიტრაჟები, რომლებიც მის მთავარ დეკორაციად იქცა, სრულად აღადგინეს. ინტერიერის რეკონსტრუქციის დროს მათ არ ამოიღეს ორიგინალური ხის სვეტები, რამაც საინტერესო დიზაინის შექმნას შეუწყო ხელი და სიმშვიდისა და კომფორტის განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა.
8. ღვთაებრივი ეკლესია ტორონტოში (კანადა)
უკვე მრავალი წელია, ეს ეკლესია ლომცის სააბატოს მარგალიტად ითვლება, ის გახლავთ ყოფილი მეთოდისტური ეკლესია, რომელიც ჰოვარდის პარკში, ქალაქ ტორონტოში 1910 წელს აშენდა. უნიკალურმა ნაგებობამ მრავალჯერ შეიცვალა მფლობელები, სანამ 2008 წელს კერძო საკუთრება არ გახდა და არაჩვეულებრივ ბინებად იქცა. ოთხ სართულიანი პენტჰაუსის ფართობი 251 კვადრატული მეტრია და იგი მდებარეობს ეკლესიის სამრეკლოში, რომელიც რადიკალურად იქნა აღდგენილი, რათა მასში საცხოვრებელი სივრცის ორგანიზება მოეხდინათ.
მართალია ოთახების რაოდენობა არც თუ ისე ბევრია, თუმცა, მათი ზომები საკმაოდ შთამბეჭდავია. ასეთი უჩვეულო საცხოვრებელი სახლის უმთავრეს ნაწილად იქცა შენობის სახურავზე არსებული ღია ტერასა, რომლის ფართობი 550 კვადრატული მეტრია.