
ფსიქოლოგებმა ისაუბრეს დეპრესიისგან თავის დაღწევის რამდენიმე გზაზე. მათი თქმით, ამისთვის უბრალოდ უნდა დაამატოთ ინტერიერში რამდენიმე პატარა დეტალი.
1. შეიძინეთ ოთახის მცენარეები. ნარგავები, ყვავილები, ცხოველები-ბუნება ყოველთვის ამშვიდებს, ჰარმონიასთან აახლოვებს და უბრალოდ თვალს უხარებს ადამიანს.
2. ოთახში შეგიძლიათ დაკიდოთ სურათი, სასურველია იყოს პეიზაჟი. თუმცა, ზოგადად, ნებისმიერი სურათზე ნებისმიერი ნახატი დადებითად მოქმედებს, მთავარია იგი თბილ შეგრძნებას გიტოვებდეთ.
3. რამდენიმე ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ ისეთივე დეტალს, როგორიც ლაითბოქსია (სარეკლამო შუქის ნიშანი), რომლის გამოყენება შეგიძლიათ ნათურის ან ნახტის ნაცვლად სახლის ნებისმიერ ადგილას, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.
დიზაინერები ეთანხმებიან ფსიქოლოგების მოსაზრებას, ვინაიდან ეს დეტალი არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ შეესაბამება ნებისმიერ ინტერიერს.
4. შეცვალეთ კედლის ან შპალერის ფონი. სასურველია შეარჩიოთ თბილი, ნათელი, მაგრამ არა აჭრელებული ფერები. ნათელი ფერის საღებავები თვალს ახარებს და გავლენას ახდენს კარგ განწყობაზე.
5. შეგიძლიათ დაამშვენოთ ინტერიერი ნებისმიერი ობიექტით, რომელიც თქვენში სასიამოვნო ასოციაციებს გამოიწვევს. მაგალითად, ოჯახური ფოტო ან საყვარელი შინაური ცხოველის სურათი, რბილი თბილი პლედი დივანზე ან მაგნიტები მაცივარზე.