
რემონტის დროს ყველაზე მთავარი-მისი სწორი ფორმატის დადგენა და გეგმის მიხედვით მოქმედებაა. ამ შემთხვევაში რემონტი ნამდვილად არ იქცევა ადგილობრივ კატასტროფად.
რატომ არის ხელსაყრელი რემონტი ზაფხულში?
თბილი ამინდი
ზაფხულში შავი და დამამთავრებელი სამუშაოები გაცილებით სწრაფად მთავრდება, რადგან შესაძლებელია ოთახის ვენტილაცია. თქვენ შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ან შეცვალოთ კონდიციონერი.
გათბობის სისტემა გამორთულია
თუ რადიატორების შეცვლას გადაწყვეტთ, ზაფხულში დაბრკოლება არ შეგექმნებათ.
დასვენების დრო
წელიწადის ამ დროს მეზობლები აგარაკზე ისვენებენ, ამიტომ ხმაურიანი სამუშაოებისა და სადარბაზოში სამშენებლო მტვრის დროს ნაკლებ პრეტენზიას მოისმენთ.
ფართო მასშტაბით
კედლის რეკონსტრუქცია
ბინაში კედლის საფარის შესაცვლელად, პირველ რიგში, ძველი საფარის დემონტაჟია საჭირო: მოხსენით შპალერი ან კრამიტის ფილა, გააცალეთ კედელს წებოს ნარჩენები. ამის შემდეგ უნდა მოამზადოთ კედელი. აუცილებელია კედელი სწორ მდგომარეობაში იყოს. კედლებთან ნებისმიერი სამუშაო მოიცავს საღებავის, თაბაშირის ან წებოს გამოყენებას. იმისათვის, რომ იატაკი არ გააფუჭოთ, აუცილებლად დაფარეთ იგი მაღალი ხარისხის ქაღალდითა და არილიტით (ან უბრალოდ მუყაოთი).
ამოცანა გართულდება, თუ ოთახში გაყვანილობის შეცვლას გადაწყვეტთ. ახალი კაბელების განთავსება ართულებს რემონტს.
იატაკის საფარის შეცვლა
იატაკის საფარის შეცვლის დაწყებისას (ნაწილობრივი ან სრული), აუცილებელია ძველი ზედაპირის დემონტაჟი, ძველის თავზე ახალი საფარის დაგება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან, თქვენ დაკარგავთ ოთახის 2 სმ-მდე სიმაღლეს და კარის გაღებისას პრობლემებს შეგიქმნით. ძველი იატაკის საფარის დემონტაჟის შემდეგ გაირკვევა, არის თუ არა ძირითადი ბაზის დემონტაჟი საჭირო, თუ იგი კარგ მდგომარეობაშია და ახალი საფარის დასაგებად ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს, ხელშეუხებელი დატოვეთ.
იატაკის მოხვეწა, გაპრიალება, ძველი ხის პარკეტის რესტავრაცია-ყოველივე ეს შავი სამუშაოა. თქვენ დაგჭირდებათ ავეჯისა და ჭერის დაცვა ხის წვრილი მტვრისგან.
სანტექნიკის შეცვლა
სანტექნიკის შეცვლის სამუშაოები მოითხოვს კანალიზაციისა და წყალმომარაგების გათიშვას, დემონტაჟს. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში საკუთარი ხელით სანტექნიკის შეცვლის მრავალი რჩევის პოვნაა შესაძლებელი, ჩვენ გირჩევთ მიმართოთ პროფესიონალებს, რათა თავიდან აიცილოთ ტექნიკური პრობლემები რემონტის დროს და მომავალშიც.
სავარაუდოდ, აბაზანაში ფილების, შლანგებისა და მილების ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლება მოგიწევთ.
აივნებისა და ლოჯის რეკონსტრუქცია
აივნის გათავისუფლება და მისი გამოყენება საცხოვრებელი ფართის, ზამთრის ბაღის, მინი სპორტდარბაზის ან სამუშაო ადგილის მოსაწყობად, იდეალური გადაწყვეტილებაა. უმეტეს შემთხვევაში, წლების განმავლობაში აივანზე დაგროვილი ნივთების უმრავლესობა “მკვდარი” ტვირთია, რომელსაც არასდროს იყენებთ. და, შესაბამისად, აივანსაც არ იყენებთ. ამიტომ, უმჯობესია იგი აქციოთ თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვან და საჭირო სივრცედ.
თუ თქვენ გაქვთ ცივი აივანი და გეგმავთ მის გამოყენებას შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, აუცილებლად უნდა შეცვალოთ ფანჯრები-განათავსოთ თბილი მოჭიქული, გაათბოთ აივნის კედლები, იატაკი და ჭერი. აივნის იზოლაციის მინუსი ის გახლავთ, რომ იგი “იპარავს” 5-დან 10 სმ-მდე ფართობს. სამაგიეროდ თქვენ შეძლებთ აივნის ფუნქციურად გამოყენებას წელიწადის ნებისმიერ დროს.
ავეჯის “სამოსი”
თუ სახლში პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ, სავარაუდოდ, ავეჯის ზოგიერთ ნაწილს განახლება სჭირდება. მაგალითად, დივნებს. ტყავისა და ქსოვილისგან დამზადებული დივნები დროთა განმავლობაში ცვდება და ჭუჭყიან იერს იძენს. თუ თქვენთვის დივანი ძვირფასია, მისი განახლება სრულებით შესაძლებელია, რის შემდეგაც იგი სავარაუდოდ, ერთ წელზე ნაკლებს გაძლებს. თუ ძველი დივნის გაყიდვა გსურთ, შეგიძლიათ გამოიყოთ ინტერნეტ საიტები. გაყიდული დივნისგან მიღებული მცირე თანხა შეგიძლიათ ახალი ავეჯის შესაძენად განკუთვნილ თანხას დაუმატოთ.
დაამატეთ სიმწვანე
საზაფხულო დეკორაციის ერთ-ერთი საუკეთესო ატრიბუტი ახალი ყვავილებია. ყოველწლიური ყვავილის გამოყენება არა მხოლოდ აგარაკზე, არამედ ქალაქის ბინაშიც შეიძლება. მცენარეებს სახლში ზაფხულის სითბოს შეგრძნება შემოაქვთ. შეიძინეთ ყვავილების ნერგები და ქოთნით მოათავსეთ თქვენთვის სასურველ ადგილას. ხშირად განაახლეთ ყვავილები ოთახში. შესანიშნავი იდეა სივრცის საზაფხულო ტრანსფორმაციისთვის-ფანჯრის რაფაზე (სამზარეულოში ან აივანზე) პატარა ბაღი გააშენეთ და დარგეთ ოხრახუში, პიტნა, რეჰანი, როზმარინი, სალბი-სურნელოვანი კერძების, ჩაისთვის და სილამაზისთვის.
ტექსტილის განახლება
ზაფხულში ინტერიერის გარდაქმნის ერთ-ერთი მარტივი გზა-სეზონური გაფორმებაა. სუფრების, საწოლის გადასაფარებლების, ბალიშის პირების, დეკორატიული ბალიშების, დივნისა და სავარძლების გადასაფარებლების განახლება თქვენს ინტერიერს ახალ განწყობას შესძენს.
შეარჩიეთ ფარდები
ზაფხულობით, წარმოუდგენელი სიცხისა და მზის მწველი სხივებისგან სინათლის გაუმტარი ფარდა “Blackout” გიხსნით. ამ ტიპის ფარდები თავდაჯერებულად იპყრობს ბაზარს, რადგან მას არაერთი უპირატესობა აქვს: ქსოვილები, რომლისგანაც “blackout” ფარდები მზადდება, ოთახში არ უშვებენ მზის სხივებს და შეუძლიათ სივრცის 90%-ის დაჩრდილვა.