როგორ შევინარჩუნოთ წესრიგი სამზარეულოში: მარტივი რჩევები

სამზარეულოში ბევრ დიასახლისს წესრიგის შენარჩუნების პრობლემა აქვს.

ამ პრობლემების მარტივად მოგვარება შეგიძლიათ, თუ პროფესიონალთა მნიშვნელოვან რჩევებს გაითვალისწინებთ:

1. გამოიყენეთ მთელი სივრცე ჭერამდე. ეს მოგცემთ მაქსიმალურად დიდ ადგილს განსაკუთრებით იმ სერვიზებისა და ინსტრუმენტების შესანახად, რომლებსაც ძალიან იშვიათად ან სტუმრების მოსვლის შემთხვევაში იყენებთ. განიხილეთ ავეჯის ისეთი ვარიანტი, რომელსაც უფრო მეტი კარადა ექნება და ზედა თაროზე შეგეძლებათ შესანახი კონტეინერების მოთავსება. რაც უფრო მეტი თავისუფალი ადგილია ყველა ჭურჭლისთვის, მით ნაკლებია იმის შანსი, რომ ისინი ქაოტურად შეერევიან ერთმანეთს.

2. გადაარჩიეთ ჭურჭელი. სამზარეულოში ძველი ტაფებისა და ქვაბების შენახვას აზრი არ აქვს, ისინი მხოლოდ ძვირფას ადგილს იკავებენ. თუ ისინი ნაგავში მოსასროლად არ გემეტებათ, უბრალოდ შეინახეთ საკუჭნაოში, სხვენში ან სხვა ნებისმიერ შესანახ ოთახში, სადაც სივრცის დეფიციტი არ არის. შემდეგ გადახედეთ, რამდენი უსარგებლო ნივთი და ჭურჭელია კარადებში და ყველას მიუჩინეთ ადგილი სხვა ოთახში.

3. შეიძინეთ ლამაზი შესანახი კონტეინერები. მათში არა მხოლოდ სანელებლებს, მარილს, შაქარს და სხვა პროდუქტს შეინახავთ, არამედ ისინი ესთეტიურადაც სასიამოვნოდ გამოიყურება და სამზარეულოს ერთგვარ გაფორმებადაც შეიძლება ჩაითვალოს. ნებისმიერი დიასახლისისთვის ლამაზი ჭურჭლით სამზარეულოში წესრიგის მოყვანა უფრო სასიამოვნო იქნება. გარდა ამისა, თანამედროვე კონტეინერებს აქვთ სივრცის დაზოგვის თვისება, მათი ფორმები სწორედ ამ მიზნებისთვისაა გათვლილი.

4. დახარისხება. შეიმუშავეთ ახალი სისტემა: ნივთები, რომლებსაც მუდმივად იყენებთ შეინახეთ ახლოს, დანარჩენი-უფრო მოშორებით. თითოეულ შესანახ ჭურჭელს. შეიმუშავეთ შესანახი ადგილის ორგანიზების საკითხი: ზოგიერთ კარადაში მხოლოდ პროდუქტი შეინახეთ, ზოგიერთში ქვაბები და ა.შ., უმჯობესია ყველა ნივთს თავისი კონკრეტული ადგილი ჰქონდეს.

5. ნუ დაიზარებთ სამზარეულოს დასუფთავებას დროულად. არ ღირს სამზარეულოს საქმეების დილისთვის გადადება, რადგან არსებობს შანსი, რომ არეულობა კვლავ განმეორდება. შეეცადეთ ვახშმის შემდეგ დარეცხოთ ყველა ჭურჭელი და თითოეული თავის კონკრეტულ ადგილას მოათავსოთ. ეცადეთ არ დატოვოთ სამზარეულოში რაიმე ზედმეტი.

6. დაიცავით ახალი მეთოდიკა. იმისათვის, რომ სისტემამ იმუშაოს, აუცილებლად უნდა დაიცვათ იგი, რადგან წესრიგის ფუძე დისციპლინა და თვითორგანიზაციის მაღალი დონე გახლავთ.