
თუ თქვენ აგარაკზე ბევრი უსარგებლო ნივთი გაქვთ და არ იცით რა მოუხერხოთ, ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე კარგ იდეას, ამ ნივთებისთვის ახალი ფუნქციის მისანიჭებლად.
1. ვინილის ფირფიტები
თუ თქვენ გაქვთ ვინილის ფირფიტების შთამბეჭდავი კოლექცია, რომელთა გადაყრაც ძალიან გენანებათ, მათგან ლამაზი და ორიგინალური ლამფების ან ვაზების დამზადება შეგიძლიათ. უბრალოდ გაათბეთ ფირფიტა გაზის გამათბობელზე, ვინილი დაიწყებს დნობას და მიიღებს ტალღოვან ფორმას.
თუ ხატვა გიყვართ, დაამშვენეთ ფირფიტა ლამაზი ნაქარგებით, ამისთვის მეტალის მარკერები ან აკრილის საღებავები გამოიყენეთ. შემდეგ ფირფიტის ცენტრში ჩასვით საათის მექანიზმი და ორიგინალური საათი აგარაკისთვის მზად იქნება.
2. ძველი სახეხი
თუ აგარაკზე ძველი სახეხი მოგეპოვებათ, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას, რადგან მას გაცილებით საინტერესო ფუნქციას შესძენთ. დაადეთ იგი სანთელს და იგი დაგიმშვენებთ ბარბიქიუს საღამოს. ძველი სახეხი ასევე შეიძლება თქვენი საყვარელი მშრალი ყვავილების შესანახად გამოიყენოთ.
3. ჩაის ნაკრები
არ იცით, რა მოუხერხოთ ძველ ჩაის ნაკრებს? აქ არის რამდენიმე ვარიანტი მის გამოსაყენებლად:
- გააკეთეთ ყვავილების ორიგინალური ქოთნები
- ჩაასხით ფინჯანში მორჩენილი, დამდნარი სანთლები
- გამოიყენეთ ძველი ფაიფური ჭაღების გასაფორმებლად
- დაამზადეთ კედლის საათი
4. მანქანის საბურავები
ინტერნეტში შეგიძლიათ იპოვოთ ასობით ვიდეო-გაკვეთილი ძველი ავტომობილის საბურავებისგან აგარაკის დეკორაციის დასამზადებლად. ჩვენ კი გთავაზობთ მათგან დასასველებელი ზონისთვის პრაქტიკული პუფების დამზადებას.
წინასწარ შეღებეთ ნათელ ფერებში და კარგად შეაწებეთ ორი საბურავი. ზემოდან მოათავსეთ საბურავის ზომაზე გადაჭრილი ფანერი და რბილი ბალიში.
5. კოვზები
ალუმინის კოვზები გამოსაყენებლად პრაქტიკული არ არის და, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ადამიანისთვის მავნეცაა. თუ ასეთი ნივთი აგარაკის საკუჭნაოში მოგეძებნებათ, მათგან ასეთი კაუჭების გაკეთება შეგიძლიათ, რომელზეც ყვავილების ქოთნების ჩამოკიდებაა შესაძლებელი.
6. ძველი კომოდი
მიეცით მეორე შანსი ძველ კომოდს, გადააკეთეთ იგი ყვავილების საწოლად. მოაშორეთ ავეჯს ძველი საღებავი და ლაქი, შეღებეთ წყალგამძლე საღებავით და სურვილისამებრ გააფორმეთ. ღია უჯრებში მოათავსეთ ქოთნები ყვავილებით. მოათავსეთ კომოდი ყველაზე გამორჩეულ ადგილას-სახლის ტერასაზე ან ვერანდაზე. გვერწმუნეთ, ეს დეკორაცია შეუმჩნევლად არ დარჩება!