
რეცხვა-საკმაოდ რუტინული, რთული და, რაც მთავარია, საპასუხისმგებლო პროცესია. არსებობს უამრავი ეფექტური ხალხური ხრიკი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ამ პროცესის დაჩქარებას და გამარტივებას. მაგალითად, ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი სარეცხ მანქანაში დებს სველ ხელსახოცს. ჩვენ აგიხსნით, თუ რატომ არის ეს საჭირო და რატომ აკეთებენ ადამიანები ამას.
სანამ სარეცხ მანქანაში ჭუჭყიან ტანსაცმელთან ერთად სველ ხელსახოცს მოათავსებდეთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი.
1. ხელსახოცის რამდენჯერმე გამოყენება მოცემული პროცედურისთვის არ შეიძლება.
2. ქსოვილისგან დამზადებული სამოსისთვის ეს “ხრიკი” არ გამოიყენება.
3. ხელსახოცი საკმარისად გამძლე უნდა იყოს. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებული ერთდროულად 3-ზე მეტი ხელსახოცის გამოყენება.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სველი ხელსახოცი, რომელსაც მანქანის ბარაბანში მოათავსებთ, თეთრეულთან ერთად იწყებს მასში ბრუნვას და აგროვებს ბუსუსებსა და თმებს. ამრიგად, სველი ხელსახოცის წყალობით, მთელი ეს ნაგავი ტანსაცმელზე აღარ ჯდება.