როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი დივანი სახლისთვის

დივანი ყოველთვის დიდი ფინანსური ინვესტიციაა, ასე რომ, სანამ მას შეიძენდეთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი.

რეკომენდაციები დივნის შესარჩევად:

1. ნუ შეიძენთ დიდ ავეჯს ინტერნეტ-მაღაზიებში. ამის მრავალი მიზეზი არსებობს: თქვენ არ შეგიძლიათ ავეჯზე შეხება, მისი საფარისა და კარკასის ხარისხის შემოწმება. ამიტომ, სანამ დივანს პირადად არ იხილავთ, ვერ გეცოდინებათ დარწმუნებით, უხდება თუ არა დივანი თქვენი ბინის ინტერიერს, ან ჯდება თუ არა იგი თქვენი სახლის პარამეტრებში. ამიტომ, ასეთი მსხვილი შენაძენისთვის უმჯობესია ავეჯის მაღაზიაში წახვიდეთ.

2. შეარჩიეთ იგი ოთახის სტილის მიხედვით. ავეჯის შეძენისას ისეთი მოდელი უნდა შეარჩიოთ, რომელიც თქვენი ბინის დიზაინს მოუხდება. ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს და ბინაში ლოფტის დომინაციის შემთხვევაში ნუ შეიძენთ არტ-დეკორის სტილის დივანს.

3. განიხილეთ დივნის ფორმა და ზომა. გამოტყდით, რომ თავისუფალი დროის დიდი ნაწილის გატარებას სწორედ დივანზე აპირებთ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ პოზაში გიყვართ ძილი და დივნის რომელი ზომები და ფორმები გამოგადგებათ.

4. ნუ იქნებით ხელმომჭირნე. მაღალხარისხიანი დივანი არ არის იაფი, მაგრამ უმჯობესია ავეჯში გადაიხადოთ შედარებით მეტი და შეიძინოთ შესაფერისი ვარიანტი, ვიდრე შეიძინოთ უხარისხო ავეჯი, რომელმაც შესაძლოა ერთ წელში დაკარგოს მიმზიდველი სახეც და ფორმაც.

5. კარკასი. ყველაზე გამძლე ვარიანტი დაპრესილი ნახერხისგან დამზადებული კარკასია. ლითონი კი გაცილებით იაფი ვერსიაა, ამასთან გამოსაყენებლად ძალიან პრაქტიკულიცაა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ იგი ხის მასალისგან დამზადებულ ავეჯზე უფრო მძიმეა, რის გამოც მისი სახლში მოტანა და სასურველ ადგილას განთავსება გაცილებით რთული იქნება.

6. დივანზე გადასაკრავი. შინაური ცხოველების მფლობელებისთვის არ არის რეკომენდებული ველურის მასალისგან დამზადებული ავეჯი, რადგან იგი ძალიან სწრაფად კარგავს მის მიმზიდველ გარეგნობას. გარდა ამისა, ეს ქსოვილი მოითხოვს სპეციალურ მოვლის საშუალებებს, რომელსაც ყველა ადამიანი ვერ შეწვდება. თუ დივანი გამიზნულია ხშირი გამოყენებისთვის, უმჯობესია შეარჩიოთ ყველაზე გამძლე მასალა: შენილი, მოხერი, ჟაკარდი. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ თხელი გადასაკრავი ძალიან მალე ხდის დივანს გამოუსადეგარს.

7. შემავსებელი. უმჯობესია აირჩიოთ კომბინირებული ვარიანტები, რომლებიც ერთდროულად გადაჭრის ორ პრობლემას: სირბილესა და ფორმის შენარჩუნებას. იდეალური კომბინაციაა ქაფისებრი მასალა და ბუმბული.