საძინებელი პატარა სტუდიოს ტიპის ბინაში: 10 იდეა შთაგონებისთვის

როგორ გამოვნახოთ დასაძინებელი ადგილი პატარა სივრცეში, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ოთახის ფუნქციას ასრულებს: მისაღები ოთახის, საძინებლის, ოფისის, და სამზარეულოს ფუნქციასაც კი. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სათანადო დაგეგმვით, დასვენებისთვის იზოლირებული სივრცის შექმნა მარტივია და ჩვენ აქ რამდენიმე წარმატებულ მაგალითს გიჩვენებთ, რომლებიც შესაძლოა თქვენი შთაგონების წყაროდ იქცეს.

1. ფარდის უკან

საწოლის დამალვის ყველაზე მარტივი გზა მისი ფარდის უკან განთავსებაა. მათი დახმარებით შეგიძლიათ ზონირება და სივრცეში ხელახლა ინტეგრირება რამდენიმე წამში, რასაც ვერ გააკეთებთ მძიმე და რთული სტრუქტურების დამონტაჟებისას.

2. ფარული საცავი

დასაკეცი საწოლი ნამდვილი ხსნაა სტუდიოს ტიპის ბინისთვის, სადაც ყველა კვადრატული მეტრი ძალიან ძვირფასია. დღისით, ლეიბები შეგიძლიათ კარადაზე მიმაგრებულ ყუთში შეინახოთ, საღამოს კი იგი სხვა ავეჯზე მოათავსოთ, მაგალითად, დაბალ დივანზე ან ტახტზე.

3. კედელი

პატარა ბინაში სრული კედლის დაყენება ნამდვილად არ არის საუკეთესო იდეა. ასეთი ფიქსირებული დანაყოფი, როგორც წესი, დაბლოკავს მზის შუქს, რაც ოთახს ბნელს და არასასიამოვნოს გახდის. ნახევარი კედელი კი, რომელიც მხოლოდ 1 მეტრს აღწევს, ამ შემთხვევაში ნამდვილად გამოგადგებათ. მას შეიძლება მისცეთ საწოლის თავის ფიცრის, წიგნის თაროს ან ტელევიზორის დასადგამის ფუქცია.

4. ალტერნატიული მასალა

რას ფიქრობთ ნატურალური ხისგან დამზადებული შირმის მეშვეობით საძინებელი სივრცის გაფორმებაზე? სივრცის დაზოგვის მიზნით მოათავსეთ იგი საწოლის პერიმეტრის გარშემო. სასოფლო სტილის ასეთი კონსტრუქცია არ გამოიყურება მძიმედ, კარგად ატარებს სინათლეს და ხელს უწყოფს იზოლირებული სივრცის შექმნას პირადი დასვენებისთვის.

5. თანამედროვე ავეჯი

მაღალი ჭერის მქონე პატარა ოთახების მოსაწყობად, ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ  თანამედროვე ავეჯის სისტემების გამოყენებას, რაც მაქსიმალურად გამოსადეგი სივრცის ვერტიკალურად გამოყენების საშუალებას იძლევა. ამ პროექტისთვის შეიქმნა მრავალი დონის დიზაინი, რომელსაც სამუშაო ადგილი ქვედა იარუსზე აქვს, ხოლო საძინებელი-ზედაზე. სასიამოვნო ბონუსი-მაგიდის წინ არსებული დასაკეცი საწოლი სტუმრებისთვის.

6. ფერების თამაში

თუ მისაღები ოთახის ზონისგან საძინებელი ზონის გამოყოფა ფაქტობრივად შეუძლებელია, აქციეთ იგი ნომინალურად, ფერების გამოყენებით. ამისთვის არ არის საჭირო მკვეთრად კონტრასტული ჩრდილების გამოყენება. საკმარისია აირჩიოთ ორი ფერი, რომლებიც ერთმანეთთანაა დაახლოებული, მაგრამ განსხვავდება რამდენიმე ტონით.

7. ორი-ერთში

ამ პროექტისთვის შეიქმნა კონსტრუქცია, რომელიც ერთდროულად შეითავსებდა საძინებლისა და სამუშაო სივრცის ფუნქციას. ლეიბი, რომელიც პოდიუმზეა მოთავსებული, ზედნაშენის მეშვეობით  დაფარულია უცხო თვალისთვის, რომელიც მოხერხებულად იტევს წიგნების თაროსა და ტელევიზორს. ეს სივრცის კომპეტენტური გამოყენების შესანიშნავი მაგალითია, სადაც არც ერთი სანტიმეტრი არ არის ტყუილად დაკარგული.

8. ყველაზე გაბედულებისთვის

ეს ვარიანტი სტუდიოს ტიპის ბინის იმ მეპატრონეებს, რომლებიც არ უშინდებიან ექსპერიმენტებსა და სიმაღლეს. პროექტის დიზაინერებმა საწოლი თითქმის ჭერზე აიტანეს, რითაც ქვედა ნაწილში მისაღები ოთახისთვის სივრცე გაათავისუფლეს. მაგრამ უსაფრთხოების მიზნით საწოლის ბოძებით გამაგრება ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო.

9. იკეა თქვენს დასახმარებლად!

ამ პატარა სტუდიოს ტიპის ბინის მეპატრონეებს არ სურდათ საძინებელი ადგილის შუა სივრცეში მოთავსება, სადაც ისინი ხშირად აპირებდნენ სტუმრების მიღებას. მათ გამოსავალი მოცურების კარებისა და იკეას ბრენდის კარადების დამონტაჟებაში იპოვეს. გამოყოფილ სივრცეში საწოლის გარდა არის ტანსაცმლის და წიგნებისთვის განკუთვნილი თაროები.

10. ყველაფერი მაღლა!

მაღალი ჭერის მქონე ოთახისთვის იდეალური გამოსავალია საწოლი-საწყობის დამონტაჟება. როგორც ამ პროექტის ნაწილი, საძინებელი ადგილი მდებარეობს სამზარეულოსა და სასადილო ფართობის ზემოთ. ყურადღება მიაქციეთ საფეხურებს? მასში მოწყობილია ჭურჭლისა და სამზარეულოს აქსესუარების შესანახი სისტემა.