
საძინებლის შეზღუდული სივრცე არ არის სტილისა და ინტერიერის არარსებობის საბაბი.
ექსპერტები გვირჩევენ:
1. გამოიყენეთ შემაღლება. საწოლის დამონტაჟების ეს ვარიანტი მოგცემთ დამატებით ადგილს საწოლის ქვეში საჭირო ნივთების შესანახად. ადგილის ორგანიზების საკითხებში, ღირს თითოეული სანტიმეტრის გამოყენება, ამიტომ, პოდიუმი იდეალური გამოსავალია პატარა ზომის საძინებელი ოთახისთვის, ამასთან იგი ძალიან თანამედროვე და პრაქტიკულია.
2. სარკე. ამ მეთოდს ყველა პროფესიონალი დიზაინერი იყენებს, როდესაც მეტი ვიზუალური სივრცის მიღება სურთ. უმჯობესია შეარჩიოთ დიდი ზომის სარკე და სინათლის ბუნებრივი წყაროს მოპირდაპირედ მოათავსოთ.
3. თაროები. კარგად შერჩეული მარტივი ფორმის თარო არა მხოლოდ თანამედროვე შესანახი ადგილი გახდება, არამედ ზონირების ფუნქციასაც შეასრულებს, თუ სასტუმრო ოთახისა და საძინებლის გამოყოფა გსურთ ერთმანეთისგან.
4. ადგილმდებარეობა. შეეცადეთ მოაწყოთ საწოლი დივნის მაგალითზე, ასე გაცილებით მეტი თავისუფალი ადგილი გექნებათ.
5. ფერი. კედლებისა და იატაკისთვის ნათელი ჩრდილები შეარჩიეთ. მაგალითად, თეთრი ან ნაცრისფერი მქრქალი ფერები.