
ზაფხულობით ბევრს სურს ქალაქგარეთ გასვლა ბუნებაში, ან ზღვაზე დასვენება. ყველასთვის არ არის მისაღები ფეშენებელური სასტუმროები, რადგან “ველური” მოგზაურობა გაცილებით რომანტიულია მათთვის. თუმცა, კომფორტს მიჩვეული თანამედროვე ადამიანისთვის, არც ცარიელი კარავია კარგი ვარიანტი, ყოველგვარი საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე. მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრია აწარმოებს საკმარისი რაოდენობის ტრაილერებსა და ფურგონებს ბუნებაში დასვენებისთვის, რომლებშიც მოგზაურ ადამიანებს შეუძლიათ თავი საკმაოდ კომფორტულად იგრძნონ, თუნდაც სახლიდან ძალიან შორს.
1. ავტომობილი Toyota Prius დამატებითი Relax Cabin-ით
იაპონია აწარმოებს წარმოუდგენლად პრაქტიკულ და მაღალი ხარისხის მანქანებსა და აქსესუარებს. უკვე რამდენიმე წელია, დიდი პოპულარობით სარგებლობს ორიგინალური საბარგული ნამდვილი საცხოვრებელი ოთახის სახით, რომელიც განკუთვნილია ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ავტომობილის მოდელისთვის Toyota Prius.
საოცარი აქსესუარი Relax Cabin ან Space shuttle (როგორც მას ეძახიან), არის ფართო ოთახი 4 ადამიანისთვის განკუთვნილი კომფორტული საძინებელი ადგილებით. მასში ასევე მოთავსებულია მიკროტალღური ღუმელი და მაცივარი, რომელიც Toyota Prius-ის საბორტო ქსელს უკავშირდება.
2. მოაგარაკე Tonke Van
მსოფლიოში ცნობილმა კომპანიამ Volkswagen-მა შექმნა საკმაოდ საინტერესო მოდელების სახეობა, მიკროავტობუსი Transporter T6 კომფორტულ მოსიარულე სახლად გადააქცია.
საინტერესო ფაქტი: მრავალი ინოვაციური მახასიათებლების წყალობით, რომლებიც მიკროავტობუსის რეალურ სახლად გადაქცევას შეძლებს, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ამ ულამაზო მანქანამ მოიპოვა ტიტული “წლის მანქანა კემპინგისთვის”.
და ეს გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ის აღჭურვილია ყველაფრით, რაც აუცილებელია 5-6 ადამიანის კომფორტული დასვენებისთვის. ეს უნივერსალური ფურგონი მოიცავს დასაკეც საწოლს უკანა სავარძელზე და მექანიკური ჩასაწევი სახურავი ლეიბებით, რომელსაც შეუძლია 4-5 ადამიანის დატევა, როდესაც დამცავი სახურავია დამონტაჟებული.
Tonke Van-ის დიზაინის უნიკალურობა ფუნქციონალური სამზარეულოს დამატებით მოდულში მდგომარეობს, რომელსაც აქვს მცოცავი მაგიდა, შიდა და გარე გამოყენებისთვის ყველა საჭირო აღჭურვილობით. სამზარეულოში დამონტაჟდა ორმაგი ღუმელი და წყლის ნიჟარა, რომელიც შერბილებული შუშის სახურავით იფარება და ჩნდება დამატებითი სივრცე სასადილო ფართისთვის.ასევე Tonke Van აღჭურვილია მოსახსნელი ელემენტებით-კომპრესორული მაცივრით, სკამები შესანახი ყუთებით, ასევე უკანა სავარძლებით, ასე რომ, მისი გადაქცევა მარტივადაა შესაძლებელი სატვირთო მანქანადაც კი.
3. ScarabRV-მსუბუქი მისაბმელი კარავი მოტოციკლისთვის
ScarabRV არის ახალი ულტრამსუბუქი ტრაილერი კემპინგისთვის, რომელიც მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვისაა გაკნუთვნილი ღამით ბუნებაში დასაძინებლად. ეს საოცარი მოდელი მხოლოდ 113 კგ-ს იწონის. ამიტომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია მანქანებითა და მოტოციკლებით. ჩვეულებრივი კარვისგან განსხვავებით, რომელსაც დიდი დრო სჭირდება ასაწყობად, ScarabRV მისაბმელი თავისით “ადიდდება” (იბერება) საჭირო ზომაზე ზუსტად ერთ წუთში.
ეს მარტივად გასაბერი და გამოსაყენებელი მოდელი, გარდა კოღოების საწინააღმდეგო წყალგაუმტრი ბადისა, იგი აღჭურვილია მხოლოდ მზისა და ელექტროენერგიით დამტენი საშუალებით. ნადირობის, თევზაობისა და ღია ცის ქვეშ რომანტიული ღამეების მოყვარულ ადამიანებს ეს ჩასაბმელიანი კარავი ნამდვილად გამოადგება.
4. უგზოო კემპინგ-ტრაილერი Patriot TH610
ეს ძლიერი, კარვების “სასტიკი” მისაბმელი Patriot TH610 ნამდვილი სენსაცია გახდა კემპინგის ბაზარზე. ახლა ექსტირიმის მოყვარულებს, რომლებიც გრძელვადიან მოგზაურობას აპირებენ საკუთარი ნავით, ან რამდენიმე ველოსიპედით, წყლის სკუტერით, მათ წასაღებად აღარ დასჭირდებათ დამატებითი სატვირთო მანქანის შეკვეთა, რადგან ეს უნიკალური კემპინგისთვის განკუთვნილი Patriot TH610-ის გამოყენებით უპრობლემოდ გადაზიდავენ ნებისმიერ საგანს.
გარდა პლატფორმისა, რომელზეც უსაფრთხოდაა განთავსებული “სათამაშოები” ნამდვილი კაცებისთვის, მისაბმელი აღჭურვილია საძილე ფართობით, სამზარეულოთი, აბაზანით, საშხაპე ოთახით, ხელსაწყოების ყუთებით, სამზარეულოს ჭურჭლითა და პირადი ნივთებით.
5. გაფართოებადი “ტელესკოპური” მისაბმელი Beauer 3X
ფრანგულმა კომპანია Beauer-მა კომპაქტური მისაბმელის საინტერესო ვერსია, რომელსაც აქვს “ტელესკოპური” დიზაინი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ღილაკზე თითის დაჭერით გაშალოთ შიდა სივრცე 3-ჯერ ზუსტად 20 წამში. ასეთი ფუტურისტული იერსახე (იგი ძალიან ჰგავს კონსერვის ქილას) კომპენსირდება შინაგანი სივრცის სრულყოფილი შევსებით, რაც მაქსიმალური კომფორტითა და ოჯახური მყუდროებით გამოირჩევა.
დეველოპერებმა მოახერხეს გასაფართოებელ მისაბმელში მოეთავსებინათ დასაკეცი დივანი, რომელიც ორი ადამიანისთვის განკუთვნილი დასაძინებელი ფართია, მისაბმელი აღჭურვილია სველი წერტილით, მყუდრო მისაღები-სასადილო ოთახითა და სამზარეულოთი.
6. მოსახსნელი კემპერის კონცეფცია Marq 1.1
გერმანულმა ინდუსტრიულმა დიზაინერმა კომპანიამ Quantis GmbH შეიმუშავა უნიკალური კემპერის კონცეფცია, რომელსაც აქვს რამდენიმე სტილი და ზომა რიგი მანქანებისთვის, მათ შორისაა Land Rover Defender 130 და 110, Mercedes Sprinter, Mercedes G-Class და Volkswagen Transporter, არ აქვს მნიშვნელობა, ვიზუალურად რამდენად მიმზიდველია იგი, რადგან Marq 1.1-ის შიდა სივრცე მისი გვირგვინი შეიძლება იყოს.
მანქანის დიზაინი საშუალებას გაძლევთ მასში მოათავსოთ 4 ადამიანი უნიკალური განლაგებით, რომელიც მოიცავს ორმაგ საწოლს სალონში ზემოთ მდებარე ნიშში და გვერდებზე ორ დასაკეც საწოლს. ფართში ასევე მოთავსებულია საშხაპე და აბაზანა, სამზარეულო წყლის ნიჟარით, მაცივარი, გაზქურა, შესანახი ყუთები და ნამდვილი საკუჭნაო.
7. გასაშლელი კარავი მანქანის სახურავზე მყარი ჩონჩხით iKamper Hardtop One
ბოლო წლების განმავლობაში, სწორედ მანქანებზე მოთავსებულ კარვებზე იყო ყველაზე დიდი მოთხოვნილება, მათი მცირე ზომებისა და ხელმისაწვდომობის გამო. ამ დრომდე არსებობდა კარვების უამრავი ვარიანტი, რომელთა იატაკის ფართობი მხოლოდ მანქანის სახურავის ტერიტორიით შემოიფარგლებოდა. მაგრამ სამხრეთ კორეელმა დიზაინერმა შეიმუშავა უნიკალური კონსტრუქცია, რომელიც მის არეალს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურა ზრდის, რაც მოგზაურებს იატაკზე დამატებით სივრცეს აძლევს.
როდესაც კარავი იკეცება, iKamper Hardtop One-ის სახურავი ჰგავს ჩვეულებრივ მანქანის ზედაპირზე არსებულ საბარგულს, რომელიც უპრობლემოდ, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იშლება როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში. აღჭურვილობის დამონტაჟებისთვის საჭიროა დაკეცილ კარავში უბრალოდ გახსნათ კუთხის ბალთები, რათა გაააქტიუროთ ჩაშენებული ბერკეტები და გაზის ამორტიზატორები, რომლებიც ავტომატურად წევენ სახურავის ზედა ნაწილს, ხოლო დანარჩენებმა, უკვე გააფართოვეს იატაკი სასურველ სიგანეზე და დააფიქსირეს სპეციალური კაუჭებით და მანქანის სახურავზე ასასვლელად დაამონტაჟეს კიბე.