
თუ გსურთ, რომ თქვენი ბინა გამოიყურებოდეს თანამედროვედ და კომფორტულად, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები ამერიკელი ექსპერტებისგან.
გამოცემა MyDomaine-მა გამოაქვეყნა ექსპერტთა რჩევა: რომელ ნივთებს უნდა დავემშვიდობოთ, და რომელი ნივთები შეავსებს ინტერიერს იდეალურად.
დავიწყოთ მისაღები ოთახით, ექსპერტები ამბობენ, რომ, პირველ რიგში, უნდა მოვიშოროთ თეთრი ფერის გალაქული ავეჯი.
ახლა მოდაში ბრუნდება ავეჯი ყავისფერ ან კრემისფერ ფერებში. ასევე სასურველია გამოიყენოთ ბეწვის, ბამბის, სელის, ალპაკისა და ტყავისგან დამზადებული ქსოვილები. ისინი არა მარტო ხიბს ანიჭებენ ინტერიერს, არამედ თქვენთვის სუფთა ჰაერს უზრუნველყოფენ.
რაც შეეხება საბავშვო ოთახს, ერთტონიანი დიზაინი ძალიან ძველმოდურია. ამის ნაცვლად, ბავშვების ოთახში უმჯობესია შეარჩიოთ ფერადი და ნათელი შპალერი და ნეიტრალური იატაკის საფარი. ასეთი საძინებელი იქნება კომფორტული და განწყობასაც აგიმაღლებთ.
თუ თქვენ სამზარეულოს შეცვლას გეგმავთ, წამყვანი დიზაინერები გირჩევენ დაამატოთ მეტი ნივთი, რაც თქვენი გემოვნებისა და ხასიათის შესახებ მოგვიყვება, მაგალითად, სხვადასხვა სუვენირები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
და, როგორც ამბობენ, 2019 წელს მოდაშია ნათელ ჩრდილებში გადაწყვეტილი სამზარეულო.