17 ადგილი, სადაც წვრილმანების შენახვა შეგიძლიათ, ინტერიერის დამახინჯების გარეშე

თანამედროვე დიზაინერებმა კარგად იციან, რომ შემოთავაზებული სივრცე მაქსიმალური სარგებლით უნდა იქნას გამოიყენებული. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფარული შენახვის სისტემები, ჩვენ წარმოგიდგენთ 17 ფარულ ადგილს, სადაც შეგიძლიათ დამალოთ ნივთები ისე, რომ ინტერიერი არ დამახინჯდეს.

1. ვერტიკალური კარადა

ვიწრო, ვერტიკალური კარადა, რომლის ფასადი მთლიანად იმეორებს კედლის საფარს, შესანიშნავი იდეაა შექმნათ ადგილი პირადო ჰიგიენის პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიკატების შესანახად თანამედროვე აბაზანაში.

2. ნიშა კედელში

კედელში აღჭურვილი ნიშა შესანიშნავი შესაძლებლობაა შექმნათ პრაქტიკული და ორიგინალური საცავი სისტემა, რომელიც თითქმის საერთოდ არ იკავებს ადგილს.

3. სამალავი

სახლში, რომელიც კლასიკურ სტილშია გაფორმებული, ყველა სახის ტექნოლოგიური ნივთი ნამდვილად არ გამოიყურება ჰარმონიულად, სამაგიეროდ, რამდენიმე წიგნი საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება. სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის შეიქმნა ეს კონტეინერი, რომელსაც წიგნის გარეგნობა აქვს. მასში შეგიძლიათ შეინახოთ პულტი, დამტენები ან ძვირფასეულობა.

4. თაროები ნიშაში

ვიწრო თაროები, რომლებიც შესასვლელის კედელშია მოთავსებული-იდეალური საშუალებაა ფეხსაცმლის შესანახად.

5. სავარძელი

ეს თანამედროვე, მოდური სავარძელი, თავად გახლავთ შესანახი სისტემა და გამორიცხავს სხვადასხვა ტუმბოებისა და პატარა კომოდების საჭიროებას. და ეს იმიტომ, რომ მისი ჩარჩო შედგება მრავალი პატარა რბილი ბლოკისგან, რომელთა შორის მარტივად დააფიქსირებთ წიგნს, ტელევიზორის პულტს, ტელეფონს და სხვა წვრილმან ნივთს.

6. სამალავი სკამი

ეს სკამი ჩვეულებრივი ავეჯი იქნებოდა, რომ არა ასაწევი სავარძელი და მასში არსებული პატარა ნიშა. ამ ნიშაში შეგიძლიათ შეინახოთ ყველაფერი, რაც გსურთ, დაწყებული დანა-ჩანგლიდან, დამთავრებული დეკორაციებით.

7. კუთხის უჯრა

კუთხის უჯრა, რომელსაც არ აქვს არავითარი მიმართულება და უბრალოდ კედელში იმალება-საინტერესო და ერგონომიური გადაწყვეტილებაა თანამედროვე ინტერიერისთვის.

8. ტელევიზორი ნიშაში

საძინებელში ტელევიზორი ნამდვილად არ არის უადგილო ნივთი და როდესაც მას არ იყენებთ, თქვენ შეგიძლიათ დამალოთ იგი თანამედროვე სისტემის მეშვეობით, როგორიცაა ავტომატური მექანიზმითა და ორი მოცურების კარით აღჭურვილი ნიშა. მოცურების კარები გამოიყურება, როგორც სურათების ჩარჩო.

9. ნიშა უჯრებით 

ბავშვების სათამაშოების, სეზონური ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შენახვა შეგიძლიათ დიდ უჯრებში, რომლებიც ნიშეს ქვედა ნაწილშია დამალული. ასეთი შესანახი სისტენა ძალიან ერგონომიული და პრაქტიკულად შეუმჩნეველია იმის გამო, რომ უჯრების ფასადს ზუსტად ისეთივე ჩრდილები აქვს, როგორიც კედლების ფერია.

10. გამოსაწევი თაროები

ამ საწოლის კარკასი მთლიანად მოიცავს ოთახური მოცურების სისტემას, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს კომოდი ან პატარა კარადა.

11. კლავიატურა

ეს კლავიატურა სტანდარტულად გამოიყურება, მაგრამ მას აქვს ერთი უპირატესობა. ზედა ნაწილი ღილაკებიანად იწევა და იხსნება მცირე სივრცე წვრილმანი ნივთების შესანახად. ასეთ სამალავში შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი დანაზოგი, დისკი და ფლეშ დრაივები მნიშვნელოვანი ინფორმაციით, ან სხვა სასურველი ნივთი, რომელთა დამალვაც გსურთ.

12. ასაკეცი თარო

აბაზანის ჩვეულებრივი ეკრანის ნაცვლად ჩვენ გირჩევთ, გაცილებით ფუნქციურ ვარიანტზე-დასაკეც თაროზე გაალახვილოთ ყურადღება, რომელზეც შეგიძლიათ შეინახოთ საყოფაცხოვრებო ქიმიკატები და პირადი მოვლის საშუალებები.

13. შესაწევი სამალავი

ეს არა მხოლოდ მოცურების კარადა, არამედ ნამდვილი სამალავია, რომლის ფასადი მთლიანად იმეორებს კედლის მთლიან დაბოლოებას და არ აქვს სახელურები.

14. შესაწევი სტენდი დანებისთვის

ვიწრო ვერტიკალური მოცურების სისტემა, რომელსაც აქვს დანების ჩასაწყობი, შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ შეავსოთ სივრცე ღუმელსა და სამზარეულოს ავეჯს შორის.

15. ყალბი შტეფსელი

ძვირფასეულობისა და ფულის პატარა შესანახი ადგილი, რომელიც დამალულია ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული შტეფსელის ფასადის მიღმა.

16. შესაწევი წყლის ნიჟარა

თუ თქვენი აბაზანა ძალიან მცირე ზომისაა და წყლის ნიჟარის განთავსებაც რთულია, სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის, დიზაინერებმა შექმნეს ნიჟარა, რომელიც კედელში თავსდება ყველაფრით, რაც მას თან ახლავს.

17. სარკე და ნიშა მაგიდის ზედაპირის ქვეშ

ეს გახლავთ ჩვეულებრივი ტუალეტის მაგიდა უჩვეულო ზედაპირით, რომელიც ზევით იწევა და დიდ სარკედ იქცევა. ტაბლეტის სარკის ქვეშ არის ნიშა, დეკორაციული კოსმეტიკისა და თმის სტილის პროდუქტების შესანახად.