
დრო მიდის, ამიტომ, აუცილებელია რომ მას ფეხი ავუწყოთ. და ეს ინტერიერსაც ეხება. არ ღირს სახლში საბჭოური დროის ავეჯის შენახვა და თავის იმით გამართლება, რომ ეს ავეჯი ოდითგანვე თქვენს სახლში იყო განთავსებული. ჩვენ წარმოგიდგენთ 8 მოძველებული ნივთის ჩამონათვალს, რომლებიც დროა სახლიდან მოიშოროთ.
1. გახეხილი ხალიჩა
თუ საუბარია მოდურ ინტერიერზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოპულარული დეტალი გალავთ ხალიჩა. სწორედ ასეთი დეტალები ავსებენ ოთახის საერთო ვიზუალს და ინტერიერს სრულფასოვანს ხდიან. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათი არსებობა სახლში შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. საქმე იმაშია, რომ ხალიჩა ძალიან გამძლე არ არის. მისი ზედაპირი საკმაოდ მალე იძურწება და ჭუჭყიანდება. ასეთი ხალიჩა კი არ ამშვენებს ინტერიერს, პირიქით, მას იაფფასიანს ხდის და აფუჭებს საერთო სურათს. ამიტომ, არ ღირს ხალიჩის შენახვა, რომელიც ბებიასგან დაგრჩათ, თამამად შეცვალეთ იგი რაღაც უფრო თანამედროვე და მოდურით.
2. პლაკატები
თუ თქვენ აღარ ხართ 16 წლის თინეიჯერი, უკვე დროა ოთახის კედლებიდან მოაშოროთ თქვენთვის ოდესღაც საყვარელი მომღერლებისა და მსახიობების პლაკატები, და ასევე იმ ღონისძიებების აფიშები, რომლებზეც უკვე იყავით ან გინდოდათ დასწრება. ზრდასრული თანამედროვე ადამიანის ბინაში თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები ბევრად უფრო შესაფერისი იქნება. ახლა ძალიან პოპულარულია მსგავსი საგნების ნახატების მინი-გალერეის შექმნა. იმისათვის, რომ ასეთი კომპოზიცია ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, უმჯობესია ტილოები იმავე ან მსგავს ჩარჩოებში ჩასვათ.
3. პლასტმასის კონტეინერები
თანამედროვე დიზაინერები არც ისე დიდი ხანია იყენებენ პლასტმასის კონტეინერებს საკვებისა და ტანსაცმლის შესანახად. მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ პლასტმასი არ არის გრძელვადიანი მასალა, დროთა განმავლობაში იგი ყვითლდება, შრება, იბზარება და შიგნით უსიამოვნო სუნი ჩნდება. შესაბამისად, საკმაოდ მოკლე პერიოდის შემდეგ, ძველი კონტეინერები აუცილებლად უნდა შეცვალოთ ახლით.
ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენი რედაქცია გირჩევთ, გამოიყენოთ ლამაზი ქსოვილის ან ნაქსოვი კალათები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება პლასტმასის კონტეინერებს. ხოლო სამზარეულოსთვის შეგიძლიათ კალის მასალით დამზადებული განსხვავებული დიზაინის მქონე მთელი კომპლექტი შეიძინოთ.
4. ძველი ჭურჭელი
ჩვენ ვიცით, რა რთულია იმ ნივთებთან განშორება, რომლებთანაც სასიამოვნო მოგონებები გაკავშირებთ. და ასევე გვახსოვს ის სადილის კომპლექტები, რომლებიც ჩვენმა მოხუცმა ნათესავებმა სიყვარულით შეიძინეს და შემოგვინახეს. თუმცა, სხვა ნივთების მსგავსად, კერამიკასაც აქვს კონკრეტული შენახვის ვადა. ამიტომ, შეაგროვეთ ყველა ძველი ჭურჭელი, რომელიც გაყვითლდა, დაიბზარა ან გაფერმკრთალდა და სანაგვეზე მოისროლეთ. ახლა, როდესაც ბაზარზე კერამიკის მრავალფეროვანი არჩევანია, ძველი, ულამაზო ჭურჭლის გამოყენება უბრალოდ დანაშაულია.
საინტერესო ფაქტი: ფენ-შუის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ გატეხილ ჭურჭელსა და დაზიანებულ ავეჯს განსაკუთრებული ნეგატიური ენერგია აქვს. მას უწოდებენ შა-ს და იგი ბუნებით დამანგრეველია. ასეთი ნივთები სახლში დაძაბულობისა და კონფლიქტის ატმოსფეროს ქმნის.
5. ყვავილების ქოთნები
ყვავილების ქოთნებს, ისევე როგორც ყვავილებს, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სახლის დასამშვენებელი დეკორაცია. პლასტმასის კონტეინერების მსგავსად, არც მსგავს ქოთნებს აქვთ ადგილი თანამედროვე მოდურ სახლში. თაბაშირის, კერამიკისა და თიხისგან დამზადებული პროდუქტები გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება. ასევე შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ ორიგინალურ ვარიანტებზე, რომლებიც გაფორმებულია ნახატებით, გრეხილებითა და შემოქმედებითი იდეებით, რომელთა რეალიზება საკუთარი ხელით შეგიძლიათ.
6. იაფფასიანი სანათები
განათება ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. კარგი, მრავალდონიანი განათება ხაზს უსვამს ინტერიერის ყველა მიმზიდველობას. თუმცა, თუ თქვენს ოთახში ჯერ კიდევ საბჭოური იატაკის ან იაფფასიანი მაგიდის ნათურებია, შეგიძლიათ დაივიწყოთ სილამაზე და სტილი. ამგვარი განათების მოწყობილობებს სტილთან საერთო არაფერი აქვთ. გარდა ამისა, მათი იაფფასიანი ნაწილები სწრაფად დნება, რაც ზიანს აყენებს ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობას. უმჯობესია ერთხელ შეცვალოთ ყველა სანათი ახლითა და ხარისხიანით, ვიდრე შეიძინოთ სხვა სამომხმარებლო საქონელი, რათა 2-3 წელში კვლავ მოგიწიოთ მათი შეცვლა.
7. აბაზანის კომპლექტი
აბაზანის ნაკრები, რომელიც შედგება პლასტმასის თაროსგან, იმავე პლასტმასის ჩარჩოში ჩასმული სარკისგან, საპონისა და კბილის ჯაგრისის შესანახი ყუთებისგან, კიდევ ერთი უსარგებლო და მოძველებული რამ არის, რად დიდი ხნის წინ უნდა მოგესროლათ სანაგვეზე. ეს ნაკრებები არამხოლოდ უხარისხოა, არამედ ვიზუალურადაც ძალიან ულამაზო გახლავთ.
8. საწოლის თეთრეული
საწოლის თეთრეული, პირსახოცები და საბნები არ არის მარადიული. როგორც არ უნდა გვინდოდეს მათთვის პირვანდელი სახის შენარჩუნება, ისინი მაინც უფერულდება, იძურწება და ფუჭდება. გარდა ამისა, ყველა ამ საყოფაცხოვრებო ნივთს კავშირი აქვს კანთან, და, შესაბამისად, პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ნუ დაგენანებათ სახლიდან მათი მოშორება.