6 იდეა პლასტმასის ავეჯისთვის, რომლებიც მოდურად გამოიყურება და სიღარიბის შთაბეჭდილებას არ ტოვებს

ბევრი დიასახლისი ოცნებობს ავეჯზე, რომლის მოსავლელად საკმარისია მტვრის მშრალი ქსოვილით გადაწმენდა. და ამ ოცნების რეალობად ქცევა სრულიად შესაძლებელია, თუ გადავხედავთ პლასტმასისგან დამზადებული ავეჯის თანამედროვე მოდელებს. ჩვენ გიჩვენებთ, თუ რამდენად ჰარმონიულად შეიძლება მოერგოს ასეთი ავეჯი სახლის ინტერიერს.

1. კომოდი

პლასტმასის კარადები 4-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე პოლიმერისგან დამზადებული ანალოგი, და 10-ჯერ უფრო იაფი, ვიდრე მაღალი ხარისხის ხის ანალოგები. ასეთი კომოდები სხვადასხვა ფერებში, სტილსა და დიზაინში იწარმოება, რაც საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ ავეჯის შესანიშნავი საგანი, როგორც სათავსო თქვენი სახლის ნებისმიერი ოთახისთვის.

2. მაგიდა და დასადგამი ყვავილებისთვის

ამ ტიპის მრავალდონიანი პლასტმასის მაგიდები შეიძლება გამოიყენოთ როგორც ჟურნალისა და ყავის მაგიდა, და, ამავე დროს, როგორც ყვავილების სადგამი. თუ იატაკზე ამ მაგიდასთან ახლოს რბილ ბალიშს მოათავსებთ, სუფრის შუა ნაწილში მცენარეებით გარშემორტყმულმა მშვენიერი დრო შეგეძლებათ გაატაროთ, იჯდეთ თურქულ სტილში და ინტერნეტ-გვერდების დათვალიერებისას მიირთვათ ყავა.

3. საბავშვო ავეჯი

ბავშვებს ყველაფერი ნათელი მოსწონთ. და მათ ერთადერთი სერიოზული ნაკლი აქვთ: ისინი ძალიან სწრაფად იზრდებიან. თუ ხის ძალიან მცირე ზომის ავეჯის შეძენას აპირებთ მათთვის, ძალიან დიდი თანხის გადახდა მოგიწევთ, თუმცა, 1-2 წლის შემდეგ ისინი ამ ავეჯზე უკვე ვეღარ მოთავსდებიან. ამიტომ გაცილებით ეკონომიური გამოსავალი იქნება, თუ პლასტმასის მასალისგან დამზადებულ საბავშვო ავეჯს შეიძენთ.

მნიშვნელოვანია! პლასტმასისგან დამზადებულ საბავშვო ავეჯს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნიშანი პლასტმასის არატოქსიკურობის შესახებ სამკუთხედის სახით, რომელშიც PP ასოები წერია.

4. კალათა სარეცხისთვის

სააბაზანო ოთახი არის ადგილი, სადაც წყალი ყველგანაა. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ოთახში ავეჯი დაცული იყოს კოროზიისა და დასველებისგან. რაც ნიშნავს იმას, რომ პლასტმასის ავეჯი საუკეთესო გამოსავალია სააბაზანოსთვის.

5. თაროები

უფრო და უფრო მეტი პლასტმასის თაროები იწარმოება სხვადასხვა ოთახებისა და ოფისებისთვის. ამ მასალის ავეჯს აქვს ძალიან დაბალი ფასი ხისშემცველ ანალოგებთან შედარებით, მათი მოვლა ძალიან მარტივია და ისინი გაცილებით მსუბუქია, ვიდრე სხვა ნებისმიერი მასალისგან დამზადებული ავეჯი.

6. ხელოვნური როტანგისგან დამზადებული სავარძელი

ხელოვნური როტანგის დამზადება ექსტრუზიის საშუალებით ხდება და წარმოადგენს პლასტმასის ლენტს, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სიგრძისა და სიგანის. ლენტს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული ფერი და ტექსტურა. ხელოვნური როტანგის სავარძლები არაფრით ჩამოუვარდება ბუნებრივისგან დამზადებულ სავარძლებს, ისინი არ ექვემდებარებიან გაშრობას, რაც იწვევს არასასიამოვნო ჭრაჭუნს, ყოველ ჯერზე, როდესაც მასზე დაჯდომას გადაწყვეტთ. ნატურალური როტანგი გარკვეულ ზრუნვას საჭიროებს, ხოლო ხელოვნური ავეჯის გასაწმენდად სველი ქსოვილიც კმარა.