
რემონტი ყოველთვის მოითხოვს არა მხოლოდ დიდ ძალისხმევას, არამედ ფინანსურ ინვესტიციებსაც.
ბინის მეპატრონეები ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის რემონტი გააკეთონ, მაგრამ ყოველთვის ცდილობენ რაიმეს დაზოგვას.
ექსპერტები გვაფრთხილებენ იმაზე, თუ რომელ ნივთებზე არ ღირს ეკონომიის გაკეთება და რა შეცდომები უნდა ავიცილოთ თავიდან.
1. გადაგეგმარებაზე უარის თქმა. როდესაც თქვენ ახალ ბინაში გადადიხართ, არ უნდა შეუშინდეთ კაპიტალურ გადაგეგმარებას: თქვენ დახარჯავთ ძალებსა და ნერვებს, სამაგიეროდ შეძლებთ ბინა თქვენი საჭიროებისამებრ გადააკეთოთ. მთავარია, იცოდეთ, რომელია საყრდენი კედლები და მათ ხელი არ ახლოთ, ხოლო სხვა დანარჩენი, შეგიძლიათ გადააკეთოთ.
2. დიზაინერი. ბევრი სპეციალისტი გთავაზობთ საკმაოდ ადეკვატურ ფასებს მათი მომსახურებისთვის. სწორედ დიზაინერი შეაფასებს თქვენს ბინას სათანადოდ, თითოეულ კვადრატულ მეტრს გადაანაწილებს მაქსიმალური ფუნქციონირებისთვის. ასევე ის შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას, თქვენი ბინისთვის საჭირო ავეჯის მოსაძებნად.
3. მუშები. არ ღირს თანხის დაზოგვა მათზე, ვისზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული: თუ ისინი არაკვალიფიციურები იქნებიან, გაცილებით მეტს დაკარგავთ.
4. განათება. ნუ განათავსებთ ერთ ჭაღს ოთახის ცენტრში. მთავარია ყველა საჭირო ზონის ფუნქციონირება და განათება. აირჩიეთ მრავალდონიანი ვარიანტი. ასევე უარი თქვით ბრაზე (კანდელაბრი) და სხვა დეკორატიულ სანათებზე.
5. ავეჯის განთავსება. ნუ განათავსებთ ავეჯს ზუსტად კედლის გვერდით. სცადეთ დივნის მოთავსება ოთახის ცენტრში, დანარჩენი ავეჯი კი დიზაინის შესაბამისად განალაგეთ.
6. მონოტონური კრემისფერი კედლები. ასეთი ვარიანტი ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანია. შეეცადეთ გააზავოთ იგი კონტრასტებით ან ფერებით იგივე ფერთა სტრუქტურიდან.
7. ავეჯი შეკვეთით. არ ღირს ფიქრი იმაზე, რომ ეს ვარიანტი უფრო ძვირი დაგიჯდებათ: სინამდვილეში, შესაძლოა შეკვეთილი ავეჯი გაცილებით იაფი აღმოჩნდეს, რადგან ხელოსნები მხოლოდ მასალისა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ფულს იღებენ. ამასთან, ისინი გთავაზობენ ისეთ ზომებსა და მასალებს, რომლებიც თქვენს გემოვნებას შეეფერება.
8. კარადები. უმჯობესია სტანდარტულ კარადებზე საერთოდ უარი თქვათ: გამოყეთ ფართი გარდერობისთვის ან მოათავსეთ კარადა იატაკიდან ჭერამდე.