
ალბათ, ხალიჩა ინტერიერის ერთ-ერთი უძველესი ნივთია.
მისი გამოგონებიდან უკვე 2000 წელი გავიდა და ის დღემდე პოპულარულია. დაგვეთანხმეთ, რომ თითქმის ყველა სახლში მოიძებნება ხალიჩა. თანამედროვე ინტერიეირი ხალიჩის მრავალ ვარიანტსა და გამოყენებას შეიცავს. მაგალითად, მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ სივრცის ზონირება და ინტერიერის სტილის შეცვლა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალიჩის შერჩევას გონივრულად მიუდგეთ, რადგან ის იკავებს ცენტრალურ ადგილს ოთახში და ხაზს უსვამს ინტერიერს.
დიზაინერები ხალიჩის არჩევისას 3 მარტივ ნაბიჯს მიჰყვებიან:
1. გაზომეთ ოთახი.
ხალიჩის შერჩევისას, უნდა გესმოდეთ, რომ ეს ნივთი მხოლოდ სილამაზისთვის არ არის განკუთვნილი და მას გარკვეული ფუნქციები აკისრია. ამიტომ შეარჩიეთ ოთახი, რომელსაც დაამშვენებს ხალიჩა, და ასევე განსაზღვრეთ, რა მიზნით იქნება იგი კონკრეტულ ოთახში.
2. შეარჩიეთ მასალა.
ახლა ხალიჩების ბაზარი ძალიან მრავალფეროვანია. ყველას შეუძლია აირჩიოს ხალიჩა, რომელიც შეესაბამება მათ სურვილებსა და ბიუჯეტს. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ნატურალური, ისე ხელოვნური მასალისგან დამზადებული ხალიჩა. თითოეულ კატეგორია აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ნატურალური ხალიჩა ძვირადღირებულად და რესპექტაბელურად გამოიყურება. იგი თბილი და გამძლეა და განსაკუთრბული მოვლა სჭირდება. ყველაზე ხშირად მათ დასამზადებლად იყენებენ აბრეშუმს, მატყლს ან ბამბას. ნატურალური ხალიჩის ჯგუფში ასევე შედის ცხოველთა ტყავი.
სინთეტიკურ ხალიჩას მთელი რიგი უპირატესობა აქვს: ლამაზი გარეგნობა, ნათელი ფერები, არ საჭიროებს განსაკუთრბულ მოვლას და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
3. განსაზღვრეთ დიზაინი.
ხალიჩა არის ერთგვარი აქცენტი ნებისმიერი ოთახის დიზაინში. ის ოთახის ინტერიერს სრულს და მთელს ხდის. ამიტომ ხალიჩის შერჩევისას ყოველთვის წარმოიდგინეთ, თუ რამდენად შეეფერება იგი ავეჯსა და ოთახის ზოგად კონცეფციას.
ამრიგად, ხალიჩის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მისი ადგილმდებარეობა, დატვირთვის ხარისხი,ოთახის დიზაინი და ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოთ საკუთარ გემოვნებაზე.