სივრცის ელეგანტური ზონირება, ანუ თანამედროვე შეხედულება შირმა-ტიხრებზე

ბოლო დროს მოდაში კვლავ შემოდის ინტერიერის ძალზედ საინტერესო ელემენტი. ცოტა მივიწყებული შირმა-ტიხრები კვლავ ჩნდება საინტერესო დიზაინ-პროექტებში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სწორედ მათ შეუძლიათ ნებისმიერი სივრცის ზონირება კაპიტალური რემონტის გარეშე და ამასთან, შირმა ინტერიერს განსაკუთრბულ მიმზიდველობასა და ხიბლს მატებს. მათი მრავალფეროვნების, დიზაინისა და ფუნქციონირების გამო, ისინი ხდებიან ხდებიან თანამედროვე დიზაინერების მთავარი დამხმარეები დახვეწილი გარემოსა და განსაკუთრებული კომფორტის შექმნისას.

როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ორივეს, პატარა მოედნების და უზარმაზარი დარბაზების ზონირება უპრობლემოდ შეგიძლიათ ამ პორტატული დეკორის ელემენტის დახმარებით-მთავარია სწორად შეარჩიოთ საჭირო კონსტრუქცია, მასალა და ფერი. ამგვარი საინტერესო და ფუნქციონალური ნივთის მრავალფეროვნებაში გასარკვევად ჩვენ შევარჩიეთ შირმა-ტიხრების რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც საუკეთესოდ გამოავლენენ მათ პრაქტიკულ შესაძლებლობას.

1. მრავალ ფრთხიანი შირმები

დასაკეც შირმა-ტიხრების კონსტრუქციას ხისტი კარკასი (მსუბუქი ლითონის, ხის, ძლიერი პლასტმასის) და რამდენიმე ფრთა აქვს, რომლებიც შეიძლება აკორდეონის ფორმით იყოს დაკეცილი. უმეტეს შემთხვევაში, ასეთ სისტემას 3-4 სექციაა, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, როდესაც მასზე უფრო მეტ სექციას ამონტაჟებენ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ოთახზე, მის ფართობზე, რომლის ზონირებასაც ამ მეთოდით აპირებთ.

კარკასის ჩარჩოების შესავსებად, ყველაზე ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ტექსტურისა და ტონალობის ტექსტილის თეთრეული, სპეციალური ქაღალდი, წნელისგან დაწნული ელემენტები, ვაზის ან სხვა მასალისგან დამზადებული ნაქსოვი ელემენტები, პოლიკარბონატი და ძალიან იშვიათად ტყავი. სიმსუბუქისა და მობილობის გამო, ასეთი შირმები ასრულებენ გამყოფი ელემენტის როლს სხვადასხვა ფუნქციური ზონების შესაქმნელად, აგრეთვე ასრულებენ დეკორატიულ ფუნქციასაც.

საინტერესოა: პირველი ქვეყანა, სადაც შირმები გამოჩნდა, ჩინეთი იყო. თავდაპირველად, ეს იყო აბრეშუმისგან შექმნილი ეკრანები, რომლებიც მორთული იყო ონამენტული ნაქარგებით, სხვადასხვა ნათელი ქვებითა და ნიჟარებით. ის იდგა სახლის შესასვლელში და იგი ხელს უშლიდა ბოროტი სულების შეღწევას. შემდგომ იაპონელებმა დაიწყეს შირმების გამოყენება იგივე დანიშნულებით, მხოლოდ აბრეშუმი შეცვალეს ქაღალდით, რომელზეც გამოსახული იყო დრაკონები და ვეფხვები. ევროპაში დაცვის ასეთი ორიგინალური ელემენტი მხოლოდ მე-17 საუკუნეში შემოვიდა და მაშინვე გადაიქცა ინტერიერის დეკორაციის მოდურ ელემენტად.

2. ერთფრთიანი შირმა

ერთფრთიანი შირმა-ტიხარი შედგება კარკასისგან, რომელიც დგას ორ საყრდენზე ან გორგოლაჭებზე და ერთ სექციაზე. იგი ივსება ნებისმიერი მასალით და წარმოუდგენელი ნაკვეთებით, ერთადერთი შეზღუდვა შეიძლება იყოს ის, რომ ყველა ეს ხელოვნება შეესაბამებოდეს ინტერიერის მოდურ დიზაინს.

ეს უმარტივესი კონსტრუქციები, მიუხედავად მათი სიზუსტისა და სიფაქიზისა, იდეალურად ართმევენ თავს მათ მთავარ ფუნქციას-ყოფენ სივრცეს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უყოყმანოდ შეიძინოთ ისინი, თუ საძინებელი ან მისაღები ზონისგან სამუშაო სივრცის გამოყოფა გსურთ. თუ აბაზანის ფართობი ამის საშუალებას იძლევა, მასში შირმა ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება, რაც ხელს შეუწყობს მრავალფუნქციური სივრცის შექმნას.

3. დრეკადი შირმა-ტიხრები

ეს უნიკალური დიზაინები ახლახან გამოჩნდა თანამედროვე ინდუსტრიის შესაძლებლობების წყალობით. მისი ძირითადი ტილო შედგება უზარმაზარი რაოდენობის მცირე სექცია-ფანტელებისგან (შესაძლოა სხვადასხვა კონფიგურაციით), რომლებიც ერთმანეთს მოქნილი მასალით უკავშირდება და ფიქსირდება მთავარი ხისტი ჩარჩოთი. ამგვარი შირმა-ტიხრები უპრობლემოდ შეგიძლიათ გაახვიოთ რულეტივით ან მისცეთ მას მრავალფეროვანი უცნაური ფორმა, ხასიათის ან სიტუაციის მიხედვით.

4. შირმა-პანელები

ამ ტიპის შირმები ერთდროულად აერთიანებს კონსტრუქციის ზონირების რამდენიმე დიზაინს, და თუ მათ ჭერზე ჩამოკიდებას შეძლებთ, შირმებმა შესაძლოა ჩვეულებრივი შპალერის ფუნქციაც. ამ სექციების შესავსებად, როგორც წესი, იყენებენ მკვრივ ქსოვილებს ან სპეციალურ ქაღალდს. ამ ტიპის გამყოფის დამზადება თავადაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ, თუ ჩართავთ ფანტაზიას და ცოტაოდენ ძალისხმევას ჩადებთ მის დამზადებაში.

5. ექსკლუზიური შირმები

კრეატიულმა დიზაინერებმა ამ ტიპის შირმა-ტიხრები გამოიგონეს მათთვის, ვისაც არ სურს გარშემო ნაცნობი ნივთები ჰქონდეს, მაგრამ ცდილობენ შექმნან ორიგინალური ინტერიერები. მათ შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა კონსტრუქცია, მაგრამ მათი შევსება თავად შეგიძლიათ, თქვენი სურვილის მიხედვით. ყველაზე ხშირად შირმა-ტიხრებს იყენებენ ჩაშენებული თაროებით წიგნების, სტატუეტების ან სხვა წვრილმანი დეკორის ნივთების განსათავებლად.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს შირმა-მოზაიკები, რომლებიც შედგება მრავალი განსხვავებული ელემენტისგან, რომელთა ფორმასა და რაოდენობას თავად მყიდველი განსაზღვრავს. შემდეგ კი თავისივე პროექტის თანახმად, შეუძლია შექმნას საჭირო ფორმისა და ზომის საინტერესო კონსტრუქცია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, ექსპლუატაციის დროს შეგიძლიათ შეცვალოთ შირმის ფორმა და ზომა, დაუმატოთ ან მოაკლოთ ზედმეტი დეტალები, რადგან სწორედ გამოყენების პროცესში შეიმჩნევა უხერხულობა და ყოველთვის ჩნდება არსებული დიზაინის შეცვლის სურვილი.