
ბინის ინტერიერის ზოგადი შთაბეჭდილება შეიძლება გაანადგურდეს ჩვეულებრივი საგნებით, რომელთა თავიდან აცილებაც ნამდვილად ღირს ესთეტიკის გულისთვის.
ჩვენ გთავაზობთ ჩამონათვალს იმ ნივთებისა, რომლებიც თქვენი სახლის ინტერიერზე ნეგატიურად მოქმედებს:
1. ლენტი მწერებისთვის. ბევრისთვის, მწერების საწინააღმდეგო ამ საშუალებას საშინელი ეფექტი აქვს და ეს გასაკვირი არც არის: ინდუსტრია ისე წავიდა წინ, შემოგვთავაზა ბადეები კოღოებისთვის, სპეციალური მოწყობილობები და ასე შემდეგ. თუ არ გსურთ სახლში მწერები მომრავლდნენ (რაც ლოგიკურია), მოიფიქრეთ ჯანსაღი ალტერნატივა, ნუ აქცევთ თქვენს ბინას სოფლის მაღაზიად.
2. საბჭოთა პერიოდის ავეჯი. მართალია, საბჭოური ავეჯი ძალიან ხარისხიანი იყო, მაგრამ ნამდვილად არ ღირს ასეთი ავეჯის დატოვება სახლში. იგი “დააბერებს” არა მხოლოდ ოთახს, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის მფლობელის ასაკს. მაშინაც კი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ძველი დივანი ჰარმონიულად ჯდება მისაღები ოთახის ინტერიერში, დაგვიჯერეთ, ცდებით.
3. ქაოსი თაროებზე. ბევრი დიზაინერი გირჩევთ შეარჩიოთ ავეჯი ღია თაროებით, რადგან ისინი საინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ მხოლოდ წესრიგის შემთხვევაში. თუ თქვენ ასეთი ავეჯი აირჩიეთ, ეცადეთ არ აურიოთ სივრცე და მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჰარმონია ოთახში.
4. ძალიან ბევრი ავეჯი. ხშირად, კომფორტისა და ფუნქციონირების დევნისას, ადამიანები საჭიროზე მეტ ავეჯს ყიდულობენ. შედეგად, როდესაც სტუმრები ჩამოდიან, ისინი თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობენ, რადგან ბინა ძალიან მჭიდრო ჩანს. ავეჯის შერჩევისას არჩევანი ყველაზე ფუნქციურ კომპაქტურ მოდელზე შეაჩერეთ, რათა ავეჯმა ოთახში რაც შეიძლება ნაკლები ადგილი დაიკავოს.
5. ბინძური იატაკი და ფანჯრები. ბინაში შეინარჩუნეთ სისუფთავე, ასე რემონტი გაცილებით მოდური გამოჩნდება. რა თქმა უნდა, არ არის საჭირო ფანჯრების წმენდა ყოველდღე, მაგრამ არც მათი არსებობა უნდა დაგავიწყდეთ. ჭუჭყიანი იატაკსი არა მხოლოდ შთაბეჭდილებას ანადგურებს, არამედ ბინაში მცხოვრებთა ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო, ასე რომ, ნუ დაიზარებთ კვირაში რამდენჯერმე ბინის დასუფთავებას.
6. მაცივრის მაგნიტები. არ ღირს მაცივრის კარის ქცევა მოგზაურობის მუზეუმად. თუ თქვენ ძალიან მოგწონთ მაგნიტები, დატოვეთ მხოლოდ რამდენიმე ცალი, დანარჩენი კი მოიშორეთ.