მთავარი შეცდომები მისაღები ოთახის დიზაინში

მისაღები ოთახი არის თქვენი სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ბინის დიდ ნაწილს იკავებს და რომელსაც უდიდესი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც თავიდან აგაცილებთ ამ უხეშ შეცდომებს.

1. არასწორად შერჩეული ფარდები. არასწორად შერჩეულ ფარდებს შეუძლიათ სივრცის დამახინჯება. თქვენ უნდა დაკიდოთ ისინი უფრო მაღლა და ფართოდ-ასე ოთახი ვიზუალურად გაფართოვდება. ფერი, როგორც წესი, უნდა იყოს უფრო ნათელი, ვიდრე ოთახის ფერთა გამა.

2. სტილის ერთიანობა. თანამედროვე დიზაინში არღვევენ ერთიანი კანონის კონცეფციას. სტილის მკაცრმა დაცვამ შეიძლება მოსაწყენი დიზაინის შთაბეჭდილება შექმნას. ნუ შეგეშინდებათ ინტერიერის დივერსიფიკაცია სხვადასხვა სტილის ელემენტებით.

3. ავეჯის გადასაფარებლები. ასეთ დეტალს შეუძლია ყველაზე დახვეწილი დიზაინის უკუგდება.

4. მცენარეები. თუ შეარჩევთ ერთ დიდი ზომის ოთახის მცენარეს, ასეთი ნაბიჯი შექმნის სივრცის განცდას.

5. ლოგიკური ცენტრის ნაკლებობა. მისაღებ ოთახს უნდა ჰქონდეს ცენტრალური ნაწილი, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნევა: შპალერი, სურათი, სტატუეტი-ყველაფერი, რაც ქმნის ნათელ აქცენტს.

6. დიდი ზომის ავეჯი. ავეჯში მთავარია მისი მოხერხებულობა და ხარისხი. ძალიან დიდი ავეჯი ოთახში მოგპარავთ სივრცეს და სიმჭიდროვის შთაბეჭდილებას ქმნის.

7. განლაგება. შეეცადეთ ფოტო ან სურათი განათავსოთ არა ქაოტურად, არამედ სისტემატურად. სურათის ჩამოსაკიდად იდეალურ სიმაღლედ იატაკიდან 153 სმ ითვლება.

8. მოძველებული ნივთები. აუცილებლად უნდა მოიცილოთ ისინი, ყოველგვარი სინანულის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელს ოთახს შეუსაბამო იერს მისცემთ.

9. მუქი ფერები დაბალ ჭერქვეშ. მუქი ტონალობა ოთახის ადგილსა და სივრცეს ვიზუალურად ამცირებს, როდესაც მას სინათლის ჩრდილები ეცემა.

10. დივნის ადგილმდებარეობა. თუ თქვენი მისაღები ოთახი ფართოა, კომფორტისა და სიმყუდროვის შესაქმნელად იგი ცენტრში უნდა განათავსოთ.

11. ბალიშები. შეეცადეთ არ აირჩიოთ ბალიშები ნიმუშების მიხედვით: გახსოვდეთ, ისინი გამოიყენება, როგორც აქცენტი ინტერიერის დიზაინის ერთიანი სტილისთვის. ყურადღება მიაქციეთ ფორმას, ფერსა და ტექსტურას.

12. ხალიჩა. ის ხელს უწყობს დიზაინის სისრულეში მოყვანასა და მთლიანობას. ნუ იყიდით მცირე ზომის ხალიჩას: დიდი ზომის ხალიჩა მისაღები ოთახის ვიზუალურ სივრცეს გააფართოებს.