
სააბაზანოში არსებული მცენარეები საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ დიზაინი გამოაცოცხლოთ და ახალი ფერებით დაამშვენოთ ოთახი, არამედ მოადუნოთ თქვენი სხეული წყლის პროცედურების დროს.
რომელია ყველაზე შესაფერისი ვარიანტები:
1. ფილოდენდრონი-ატომი. ამ ყვავილის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა, სააბაზანოში თქვენ ზუსტად ეს ჯიში გჭირდებათ, რადგან მას შეუძლია იცოცხლოს ისეთ ადგილებში, სადაც მაღალი ტენიანობა და მზის სხივების ნაკლებობაა. მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, უბრალოდ ხშირად საჭიროებს მორწყვას.
2. პალმის ხე-ჰოვეა. ამ უჩვეულო პალმას ძალიან უყვარს წყალი, ამიტომ იგი სააბაზანო ოთახისთვის ყველაზე კარგი არჩევანია.
3. გუსმანია. ამ ყვავილს ძალიან უყვარს ტენიანობა, მაგრამ არ მორწყოთ მიწა: ეს გუსმანიისთვის დამღუპველია. მხოლოდ ყვავილის ფოთლები უნდა მორწყოთ.
ასევე კარგი ვარიანტებია დრაცენა და დედამთილის ენა.
თქვენ რომელი მცენარე გიდგათ სააბაზანო ოთახში და რატომ?