
მიუხედავად იმისა, რომ ფრილანსერობას ბევრი პლიუსი აქვს, სახლში მუშაობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ოფისში. სახლში მუშაობისას თვითკონტროლი და დისციპლინა იმდენად რთული არ არის, რამდენადაც სამუშაო სივრცის ორგანიზებაა. თანამედროვე ბინების უმეტესობაში არ არის საკმარისი თავისუფალი ადგილი, ამიტომ სამუშაო კაბინეტის გამოყოფაზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ სად შევინახოთ ამდენი დოკუმენტი? როგორ გავხადოთ სამუშაო ადგილი კომფორტული და მყუდრო? და, რაც მთავარია, სად უნდა მოაწყოთ იგი, თუ ბინის ფართობი არ იძლევა სამუშაო კაინეტის მოწყობის საშუალებას? ამ ყველა კითხვაზე პასუხს სწორედ ამ სტატიაში იპოვით.
ფრილანსი-ევროპელებისთვის ჩვეულებრივი რამაა. სწორედ ამიტომ, ესპანელმა დიზაინერებმა ძალიან კარგად იციან, როგორ მოაწყონ საშინაო ოფისი მყუდრო და კომფორტულ სივრცედ. ჩვენ გთავაზობთ 14 იდეას პროფესიონალებისგან, რომლებიც ბინაში სამუშაო ადგილის სრულყოფაში დაგეხმარებათ.
1. დივნის ზურგს უკან
თუ დივანი ოთახის შუა ნაწილშია განთავსებული, მაშინ შეგიძლიათ მის უკან არსებული სივრცე საშინაო ოფისის შესაქმნელად გამოიყენოთ. თავად განსაზღვრეთ: დივნის სიგრძე ზუსტად გეყოფათ, რომ მის გვერდით სამუშაო მაგიდა მოათავსოთ, ხოლო დივანი ერთგვარი გამყოფი გახდება, რომელიც გამოყოფს თქვენს “კაბინეტს” დანარჩენი ოთახისგან.
2. მისაღებ ოთახში
თუ თქვენს ბინაში სამზარეულო ძალიან პატარაა, ხოლო თქვენი ოჯახი სასადილო ოთახში ვახშმობს, მაშინ ამ ოთახში სამუშაო ადგილის ორგანიზება მარტივად შეუძლია. იმისათვის, რომ ატმოსფერო “განმუხტოთ” და საშინაო ოფისი უფრო მყუდრო სივრცედ აქციოთ, დაუმატეთ მას არაფორმალური დეტალები. მაგალითად, ნათელი ბალიშები, სურათები, ოთახის მცენარე, სკამები სასადილო ნაკრებიდან და ა.შ.
3. აივანზე
ინტერიერის დიზაინერები ერთხმად აცხადებენ, რომ თუ ბინას აქვს აივანი, მაშინ იგი უნდა იქნას გამოყენებული როგორც სრულფასოვანი ოთახი, და არა როგორც საკუჭნაო. ამიტომაც ნამდვილად ღირს აქ ოფისის ორგანიზება ორი მიზეზის გამო: თქვენ გექნებათ პირადი სივრცე; დღის განმავლობაში აივანზე კარგი ბუნებრივი განათებაა, ასე რომ, არ მოგიწევთ დამატებითი განათების წყაროების გამოყენება. და როგორც ბონუსი-მუშაობისას ქალაქის ან ბუნების არაჩვეულებრივ ხედს გადაჰყურებთ.
4. პატარა მაგიდა
თუ თქვენი ბინა სიდიდით არ გამოირჩევა, ნუ იღელვებთ. ჩვენი ინფორმაციით, სრულფასოვანი სამუშაო ადგილისთვის 45 სმ-ც საკმარისია. ამიტომ თქვენ თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ პატარა კომპაქტური მაგიდა, იგი ძალიან პატარა ადგილს დაიკავებს თქვენს ბინაში და მის განსათავსებლად ადგილს ყველგან იპოვით.
5. სამუშაო სივრცე ნიშაში
კიდევ ერთი საინტერესო იდეა “ჯიბის” ოფისის შექმნაა. ჩვენ ვსაუბრობთ არა გაჯეტებზე, არამედ სივრცის ორგანიზების სრულიად რეალურ და მოსახერხებელ ვარიანტზე. თუ ბინას აქვს ნიშა, მაგალითად, კარადასა და ფანჯარას შორის, მაშინ აქ სრულებით შესაძლებელია მაგიდის, სავარძლისა და კომპიუტერის განთავსება. ამ გადაწყვეტილების მთავარი პლიუსი სივრცის დაზოგვა გახლავთ. სრულფასოვანი მაგიდის ნაცვლად, რომელიც დიდ ადგილს იკავებს, შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ასაწევი მოდელი, რომელსაც “ფეხები” არ აქვს.
6. ორგანაიზერი უჯრაში
სამუშაო მაგიდაზე არსებული არეულობას ქაღალდის სამაგრები, მომჭერები, კალმები და სხვა საოფისე მასალები იწვევს. იმისთვის, რომ საჭირო ნივთის მოსაძებნად დრო არ დაკარგოთ, მაგიდის უჯრაში რამდენიმე კონტეინერი მოათავსეთ, რომელთაგან თითოეული განკუთვნილი იქნება საკანცელარიო მასალების გარკვეული ჯგუფისთვის. ასე თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ, რომელი ნივთი სადაა მოთავსებული და მაგიდაზე არეულობა აღარ გექნებათ.
7. სამუშაო ადგილი ფანჯარის მახლობლად
დიზაინერების უმრავლესობა გირჩევთ, სამუშაო ადგილის ფანჯარასთან მოაწყოთ, რათა ბუნებრივი სინათლის მაქსიმუმი მიიღოთ. ეს დადებითად იმოქმედებს არა მხოლოდ სამუშაოს შესრულებაზე, არამედ თქვენს გაწნყობაზეც. თუ ფანჯარის მახლობლად არ არის საკმარისი სივრცე სრულფასოვანი მაგიდის განსათავსებლად, შეგიძლიათ მიმართოთ მეორე ვარიანტს-გააფართოვოთ ფანჯრის რაფა. ასეთი გამოსავალი ძალიან მოსახერხებელი იქნება და ამასთან, თქვენს ბიუჯეტსაც დაზოგავს.
8. საწოლთან ახლოს
კიდევ ერთი ვარიანტია საძინებელში ოფისის ორგანიზება. თუ ოთახი მცირე ზომისაა, მაგრამ კვადრატის ფორმა აქვს, საწოლის “ფეხებთან” შეგიძლიათ მოათავსოთ სამუშაო მაგიდა და სავარძელი.
9. მისაღებ ოთახში
მისაღები ოთახის ინტერიერში თქვენი სამუშაო ოფისის მოსაწყობად, კედლები თეთრად შეღებეთ, შემდეგ კი ავეჯის მაღაზიაში შეიძინეთ თეთრი ფერის თაროებიანი კარადა და მაგიდა. ასე თქვენ ჰარმონიულ კომბინაციას შექმნით. იმისათვის, რომ სამუშაო ზონა ვიზუალურად განაცალკევოთ სარეკრეაციო სივრცისგან, მოათავსეთ მათ შორის პატარა ზომის მრგვალი ხალიჩა.
10. მოდური ექსპერიმენტი
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ საშინაო ოფისის სტილი, მაგრამ გსურთ “შეკრიბოთ” იგი სხვადასხვა სახის მიმზიდველი ავეჯისგან, რომლებზეც უარის თქმა შეუძლებელია, მაშინ იმოქმედეთ. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების ჩატარება. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ სტანდარტული სამუშაო ადგილი დაწნული მოდელით, ან კლასიკური სამუშაო მაგიდა-სამალავი კარადით. “კაბინეტს” ნათელი ფერები შემატეთ-ასე ინტერიერი მხოლოდ მომგებიანი იქნება, ხოლო სამუშაო ადგილი გახდება ოთახის უმთავრესი ნაწილი.
11. ადგილი ორისთვის
თუ ბინაში ორი ფრილანსერი ცხოვრობს, მაშინ პრაქტიკული და მოსახერხებელი გამოსავალი იქნება ორმაგი სამუშაო ადგილის ორგანიზება. როგორ? აქ ყველაფერი ძალიან მარტივია: მოათავსეთ საშინაო ოფისი კუთხეში, ზედაპირები ერთმანეთისგან პერპენდიკულარულად გააკეთეთ. ამისათვის, მოათავსეთ ორი მაგიდა ერთმანეთის მოსაზღვრე კედლებთან ისე, რომ ისინი ერთმანეთს კუთხეში დაუკავშირდნენ.
12. კრეატიული კუთხე
თუ თქვენ შემოქმედებითი პიროვნება ხართ და თქვენი სახელოსნო სახლში მდებარეობს, მაშინ თქვენი სამუშაო ადგილი ნათელ და კრეატიულ სივრცედ აქციეთ. შეღებეთ თაროები ნათელ ფერებში, ჩაალაგეთ საჭირო ნივთები ფერად და ლამაზ კონტეინერებში. სხვათა შორის, არ არის აუცილებელი სპეციალური კონტეინერების შეძენა. შეგიძლიათ გამოიყენოთ მარცვლეულის ქილები, ნაქსოვი კალათები, თასები და სხვა ნივთები, როგორც შენახვის სისტემები. ასევე შეგიძლიათ კედელზე ესკიზები ან სურათები დაკიდოთ. მოკლედ, ჩართეთ ფანტაზია და აქციეთ სამუშაო ადგილი შინაგანი სამყაროს ანარეკლად.
13. სხვენში
თუ ფიქრობთ, რომ კუთხესთან მდებარე ჭერი მინუსია, ძალიან ცდებით. თუ სივრცის ორგანიზების საკითხს სწორად მიუდგებით, თქვენ შეძლებთ მოაწყოთ მოსახერხებელი და კომფორტული ოფისი სხვენში, რომელიც მოერგება თქვენს სამუშაო განწყობას. იმისათვის, რომ მოცემული სივრცისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, შეუკვეთეთ კარადა ან თაროები, რომლებიც შეესაბამება ჭერის სიმაღლესა და ფორმას. ამ გადაწყვეტილებას უამრავი უპირატესობა აქვს: პირველ რიგში, თქვენ გექნებათ უამრავი ადგილი წიგნების, დოკუმენტების, საკანცელარიო და სხვა ნივთების განსათავსებლად, და მეორეც, ავეჯის ზედაპირიდან მტვრის გადმოწმენდა არ მოგიწევთ.
14. დასაკვირვებელი გემბანი
თუ ორსართულიანი ბინის ბედნიერი მფლობელი ხართ, მაშინ იდეალური ვარიანტი იქნება საშინაო ოფისის განთავსება სართულების საზღვარზე. ამ გზით შეგიძლიათ დაზოგოთ განათება (იმ სინათლის წყალობით, რომელიც ქვედა სართულიდან ამოდის) და მთელი სახლი თქვენი მხედველობის არეალში მოაქციოთ. მეორე მომენტი განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც სახლში პატარა ბავშვები ჰყავს, რომლებიც არ დაწყნარდებიან მანამ, სანამ სახლის ყველა კუთხეს არ “გამოიკვლევენ”.