ეშმაკის ხიდი გერმანიაში: არქიტექტორის გენიალურობა თუ ავსულის ძიება

გერმანიის ერთ-ერთი სასახლის დენდროლოგიურ პარკში შეგიძლიათ ნახოთ ერთი არაჩვეულებრივი, უჩვეულო კონსტრუქციის ხიდი, რომელსაც ერთმნიშვნელოვანი სახელი აქვს – ეშმაკის ხიდი (რკალისებური ხიდი). უკვე საუკუნეზე მეტია, ბაზალტის სვეტებისგან დამზადებული ეს იდეალურად რკალური ხიდი, თავისი გეომეტრიით, აოცებს მნახველებს და მისტიციზმსა და ცრურწმენებში მოქცეულ წარმოუდგენელ ლეგენდებს წარმოშობს.

რკალისებური ხიდი (Rakotzbrucke) არის უნიკალური ნაგებობა, რომელიცულამაზესი სამეფოს დენდროპარკის ტერიტორიაზე მდებარეობს . ის გერმანიის საქსონის პატარა ქალაქ გაბლენცის მთავარი ღირსშესანიშნაობა გახლავთ. ჯერ კიდევ 1844 წელს, ფრიდმანმა, გერმანელმა რუშკემ, რაკოცის ტბის სანაპიროებზე შესანიშნავი პარკის გაშენება გადაწყვიტა ინგლისურ სტილში, ლამაზი ხიდებით, ხეივნებით, იდუმალი გროტებით, პირამიდებითა და ხელოვნური კლდეებით. ასეთი უჩვეულო გეგმის განსახორციელებლად, საჭირო გახდა ბაზალტის ფილების შემოტანა შვეიცარიიდან და ბოჰემიიდან, რადგან გერმანიაში ეს მასალა არ მოიპოვებოდა. და როდესაც კრომლაუს პარკში მდებარე ტბის გასწვრივ ხიდის აშენება გახდა საჭირო, სწორედ ეს ქვა გამოიყენეს სამშენებლო მასალად.

საინტერესოა: ბაზალტი (Basanites-ძალიან მაგარი ქვა) წარმოადგენს პირველად ცეცხლოვან (ვულკანურ) ქვას, რომელიც გამოირჩევა სიძლიერითა და გამძლეობით კლიმატური პროცესებისა და აგრესიული გარემოებების მიმართ. ბაზალტის მინერალს აქვს ფირფიტების ან მრგვალი ქვების ფორმა, რომლებსაც მაღალი გამძლეობა და ელექტრო საიზოლაციო თვისებები გააჩნია.

სამწუხაროდ, იმ არქიტექტორის სახელი, რომელმაც ეს უნიკალური ხიდი შექმნა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი და ეს გარემოება კიდევ უფრო ამწვავებს ჭორებს და წარმოუდგენელ ვერსიებს აჩენს იმაზე, თუ ვინ დააპროექტა სინამდვილეში ეს გენიალური ნაგებობა. იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში, ხიდის რკალისებრი ფორმები ძალიან გავრცელებული იყო, ამ ნაგებობაში გასაკვირია არა კვეთის გეომეტრია, არამედ ის, თუ როგორ ვიზუალურ ეფექტს იწვევს იგი.

რა მითები და ლეგენდებიც არ უნდა დადიოდეს ამ ხიდის შესახებ, ერთი რამ ფაქტია, მისი დამპროექტებელი მართლაც ბრწყინვალე დიზაინერი იყო, რადგან მან შეგნებულად შექმნა მისტიკური ობიექტის გამოსახულება. მუქი ნაცრისფერი ბაზალტის ფირფიტების მკვეთრი მრავალმხრივი ფრაგმენტები რომლებიც წყლისა და მიწისგან გამოირჩევა, ქმნიან თაღის იდეალურ ნახევარწრეს.

ამას გარდა, ხიდი ააგეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც რაკოცის ტბის წყლები ქმნიან ამ დროისთვის “აუცილებელ” დონეს, ხოლო საყრდენების კონსტრუქცია ხელს უწყობს ამ მდგომარეობის უფრო დიდ ხანს შენარჩუნებას, ვიდრე ეს ხდება ბუნებრივ პირობებში. ეს არის სწორედ ის მახასიათებელი, რომელიც ხიდის 35-მეტრიან ნახევარწრიულს ასახავს და ქმნის იდეალურ წრეს, იმის მიუხედავად, თუ რომელი წერტილიდან შეხედავთ ამ ნაგებობას.

ბუნებრივია, ასეთი იდეალური ფორმები თვალს იზიდავს და არ იწვევს ქვეცნობიერულ ასოციაციებს, რომლებსაც ადამიანების აზროვნება სულ სხვა განზომილებაში გადაჰყავს. ძველ დროებში, ყველაფერს, რაც გასაკვირი და გაუგებარი იყო, ეშმაკისეულ წარმოშობას მიაწერდნენ და ყველაზე წარმოუდგენელ ვერსიებსა და განმარტებებს უძებნიდნენ.

ახლაც კი, მისტიკის მოყვარულებს მიაჩნიათ, რომ ეს ხიდი არის სხვა განზომილებაში გადასასვლელი კარიბჭე, რომელიც ადამიანებს ზებუნებრივი ძალებით აჯილდოვებს. და ასეთი ძღვენის მისაღებად, თქვენ უბრალოდ უნდა გაცუროთ ხიდის ქვეშ, სავსე მთვარის დროს, ნებისმიერ ნავით, ისე, რომ ღამის ტბაში თქვენს ანარეკლს არ შეხედოთ და ხელით არ შეეხოთ. დანამდვილებით არავინ იცის, ექსტრიმის მოყვარულებმა გადაწყვიტეს თუ არა ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ როგორც ჩვენი რედაქციისთვის გახდა ცნობილი, სავალალო ბედი ეწია ორ შვედ ტურისტს, რომლებიც ამ ხიდის მახლობლად გაუჩინარდნენ.

ამ იდეალური და ლამაზი ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვერსია გაუჩნდათ ამ ადგილების მკვიდრებს, მას შემდეგ, რაც 1860 წელს პირველად იხილეს იგი. მათი მისტიური ლეგენდა ამბობს, რომ ყველასთვის უცნობმა არქიტექტორმა გადაწყვიტა შეექმნა შესანიშნავი ნაგებობა, რომელზეც მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა.

სასურველი შედეგის მისაღწევად მან გადაწყვიტა ეშმაკისთვის დახმარება ეთხოვა, სანაცვლოდ კი ხელშეკრულება დადო მასთან. მისი პირობების თანახმად, უწმინდური დაეხმარა მას უპრეცედენტო სილამაზის მქონე ხიდის დაპროექტებასა და აშენებაში, ხოლო არქიტექტორს ამისთვის უნდა გადაეხადა იმ ადამიანის სულით, ვინც პირველი გაივლიდა მასში. მაგრამ მშენებლობის დასრულების შემდეგ, არქიტექტორი გაცილებით მოხერხებული აღმოჩნდა და საბრალო უდანაშაულო ადამიანის ნაცვლად ხიდზე ძაღლი გაუშვა. ეშმაკი გაბრაზდა და წყალში გადახტა, რათა ვერავის გაეგო ამ ნაგებობის შემქნელის ვინაობა. და მიუხედავად იმისა, რომ ხიდი საკმაოდ დიდი ხნის წინ შეიქმნა, იდუმალი არქიტექტორის სახელი მართლაც არ არის ცნობილი.