როგორ ავიცილოთ თავიდან ინტერიერის დიზაინში ყველაზე გავრცელებული შეცდომები

ფოტო: Pixabay

მისაღები ოთახის რემონტი საკმაოდ რთული ამოცანაა, რომელშიც პროფესიონალებიც კი არ არიან შეცდომებისგან დაზღვეულნი.

როგორ ავარიდოთ თავი ყველაზე მნიშვნელოვან შეცდომებს:

1. სათანადო განათება. მკრთალ შუქზე ბინა უფრო პატარა და ბნელი ჩანს. ასეთ სახლში ყოფნა ნამდვილად უსიამოვნო იქნება, ამიტომ წინასწარ განიხილეთ განათების დეტალური გეგმა, მათ შორის, დამატებითი განათების წყაროები. ასე თქვენი სახლი არა მხოლოდ ნათელი გახდება, არამედ ვიზუალური სივრცეც გაცილებით ფართო გამოჩნდება.

2. შეარჩიეთ ავეჯი და სახლის დეკორაცია ერთი სტილისტური მიმართულებით. როდესაც ბინა ერთ სტილშია გაფორმებული, იქმნება ჰოლისტიკური და ჰარმონიული სურათი, რომლის გაფუჭებაც ნამდვილად არ ღირს ისეთი ობიექტებით, რომლებიც არ ჯდება ატმოსფეროს დიზაინში.

3. არ გამოიყენოთ მუქი ფერები პატარა სივრცეში. მართალია შავ ფერს მრავალი მოდური დიზაინერი ირჩევს, მაგრამ მუქი ფერების შერჩევისას უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთ ინტერიერში მოგიწევთ ცხოვრება. პატარა ფართობზე მუქი ჩრდილები კიდევ უფრო ამცირებს ოთახის სივრცეს. ჟურნალის პრიალა გვერდებსა და ინტერნეტში განთავსებულ ფოტოებზე ყველაფერი ძალიან განსხვავდება რეალობისგან.

4. გადაყარეთ ძველი ნივთები. მაშინაც კი, თუ ეს ნივთები ძალიან მოგწონთ და თქვენთვის ძალიან ძვირფასია, აუცილებლად მოიშორეთ თავიდან. გვერწმუნეთ, ბინის ახალ დიზაინზე უადგილო ნივთები ძალიან უარყოფითად მოქმედებს.

5. შეარჩიეთ ხარისხიანი ავეჯი. სწორედ ხარისხიანი ავეჯი უსვამს ხაზს ბინის მეპატრონის იდეალურ გემოვნებას. გარდა ამისა, ძვირადღირებული ავეჯი გაცილებით დიდხანს მოგემსახურებათ, ვიდრე მისი ბიუჯეტური ანალოგი.

6. შეარჩიეთ სწორი ხელოვნების საგნები. ისინი არ უნდა იყოს ბევრ-ოთახისთვის 2-3 საგანი სრულებით საკმარისია. რაც შეეხება ნახატებს, შეეცადეთ მათ დასაკიდად სწორი ადგილი შეარჩიოთ. ხელოვნების საგნების არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ხელმისაწვდომ ანტიკვარს: პირველ რიგში, იგი ყოველთვის უნიკალური შენაძენია. მეორეც, მას ყოველთვის შეუძლია ხაზი გაუსვას თქვენს გემოვნებას.