
ინტერნეტში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ეძღვნება იმას, თუ როგორ უნდა გამოიმუშაოთ ბევრი ფული მოკლე დროში ან როგორ დახარჯოთ იგი გონივრულად. ჩვენს სტატიაში მოცემული რჩევები კი, იმ ჩვევებსა და შაბლონებს შეეხება, რომლებზეც დაუფიქრებლად ხარჯავთ ფულს.
1. აქციით შეძენა
სიტყვა “აქციას” დიდი გავლენა აქვს ადამიანებზე, განსაკუთრებით-ქალებზე. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელ პროდუქტზეა ფასდაკლება, ჩვენ მას მაინც ვყიდულობთ, მიუხედავად იმისა, გვჭირდება თუ არა. რატომ? იმიტომ, რომ ესა თუ ის პროდუქტი კლიენტებისთვის გაცილებით იაფადაა შეთავაზებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა დღეს. მყიდველებს განსაკუთრებით იზიდავთ აქცია “ორი ერთის ფასად”, ასევე ის ნივთები და პროდუქტები, რომლებიც ფასდაკლებულია. მაგრამ სანამ ნივთს იყიდდეთ, დაუსვით საკუთარ თავს ერთი შეკითხვა: იყიდდით თუ არა ამ ნივთს, ფასდაკლებული რომ არ იყოს?
2. ნივთები, რომლებიც არ არის თქვენი ზომა

ალბათ, ადამიანების უმრავლესობას ჰქონია ასეთი შემთხვევა, როცა მთელი დღის განმავლობაში დადიხართ, ეძებთ იდეალურ ჩასაცმელს, მაგრამ არც ერთი ვარიანტი აკმაყოფილებს თქვენს გემოვნებას, და ბოლოს, იპოვით იმ ერთადერთს. თქვენ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი ამ ჩასაცმელის შეძენა, მიდიხართ გასახდელში, იზომებთ მას და ამჩნევთ, რომ იგი თქვენთვის პატარაა, ხოლო თქვენი ზომის სამოსი კი არ მოიძებნება. არ არის საჭირო სალაროსთან მისვლა და ფიქრი, რომ თქვენ უახლოეს პერიოდში აუცილებლად დაიკლებთ წონაში და თქვენთვის სასურველ ჩასაცმელს მალევე ჩაიცვამთ. შესაძლოა მართლაც მოხდეს ასე, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს სამოსი მოდაში აღარ იქნება, ან თქვენ აღარ მოგეწონებათ იგი. ამიტომ შეიძინეთ ისეთი ნივთები, რომლებიც ზუსტად თქვენი ზომაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტყუილად გადაიხდით მათში ფულს და კარადაში მიუჩენთ სამუდამო ადგილს.
3. მოდური სამოსი

მოდურ ტანსაცმელსაც აქვს ერთი ნაკლი-ძალიან სწრაფად კარგავს აქტუალურობას. გარდა ამისა, ტრენდული ნივთები ცუდად ერწყმის ერთმანეთს, რადგან ისინი, როგორც წესი, ძალიან კაშკაშაა და საყოველთაო ყურადღებას ითხოვენ. ამიტომ, თუ თქვენ მოდური ტანსამლის ყიდვაზე კონცენტრირდებით, აუცილებლად წააწყდებით ამ პრობლემას: “კარადა სავსეა, მაგრამ ჩასაცმელი არაფერი მაქვს”. იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მსგავს სიტუაციას, მოუსმინეთ სტილისტების რჩევებს, რომლებიც რეკომენდაციას უწევენ ტანსაცმლის შეძენას “ძირითად გარდერობიდან”. მასში შედის ჯინსები, თეთრი ბლუზები და მრავალი სხვა. როგორც წესი, ასეთი გარდერობი მოიცავს ტანსაცმლის 15-20 ელემენტს, რომლებიც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და ყოველთვის ტრენდულია.
4. იქნებ გამომადგეს…

კიდევ ერთ ჩვევას, რომელიც აცარიელებს საფულეს, ეწოდება: “იქნებ გამომადგეს”. მაგალითად, მაღაზიაში დაინახეთ სახრახნისების კომპლექტი და იყიდეთ ისინი იმ შემთხვევისთვის, თუ რამის აწყობა ან დაშლა მოგიწევთ. შედეგად, ის თქვენს სახლში უმოქმედოდ დევს და ელოდება თავის დროს, რომელიც ალბათ არასოდეს დადგება. შეეცადეთ შეიძინოთ მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც რომლებიც კონკრეტული მიზნებისთვის დაგჭირდებათ უახლოეს მომავალში. და ფრაზები “დაე იყოს” და “ოჯახში გამოგვადგება” უმჯობესია ამოიღოთ თქვენი ლექსიკონიდან.
5. ბოთლის წყალი
ჩვენი ინფორმაციით, თითოეულ ადამიანს დღეში სჭირდება 1,5-2 ლიტრი წყლის დალევა, თუ, რა თქმა უნდა, არ არსებობს სამედიცინო უკუჩვენებები. მაგრამ ვინ თქვა, რომ ყოველდღიურად მაღაზიაში უნდა შეიძინოთ ორლიტრიანი ბოთლით მინერალური წყალი? გაცილებით მარტივი და იაფია, სასურველი ზომის ბოთლი ან თერმოსი გაავსოთ წყლით და იგი სახლიდან ატაროთ. შეიძლება იფიქროთ, რომ 50-60 თეთრი დიდი ფული არ არის, თუმცა თვის განმავლობაში საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღება, რომელიც შეგიძლიათ დახარჯოთ უფრო საჭირო ნივთებზე.
6. დაფასოებული საკვები

ალბათ შეგიმჩმევიათ, რომ ასაწონ და პაკეტში დაფასოებულ ვაფლს სხვადასხვა ფასი აქვს, თუმცა პროდუქტი ერთი და იგივეა. ასეთივე მდგომარეობაა ხილსა და ბოსტნეულზე, ყველზე, ძეხვეულზე. დაფასოებული საკვები, უმეტეს შემთხვევაში, უფრო ძვირია. გარდა ამისა, მაღაზიის თანამშრომლები ყოველთვის არ მიუთითებენ შეფუთვაზე პროდუქტის ხანგრძლივობის ვადას. და იქნებ ეს ვაფლები ნახევარ წელიწადზე მეტია დახლებზე დევს?
7. დანამატები იმუნიტეტის ასამაღლებლად

სამწუხაროდ, მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს, თუ რა მეთოდით შეიძლება იმუნიტეტის გაძლიერება ან აღდგენა, ამიტომ, დიეტური დანამატების მიღებას აზრი არ აქვს. საუკეთესო შემთხვევაში, ეს დანამატები უსარგებლო იქნება, ხოლო უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ეს ასევე ეხება იმ პრეპარატებს, რომლებიც გპირდებათ “იდეალურ ფიგურას”, “მარადიულ ახალგზრდობას” და სხვა მსგავს რაღაცებს, რაზეც თანამედროვე ადამიანები ოცნებობენ. ამიტომ, ნუ გაემბებით მსგავს მახეში და მიიღეთ მხოლოდ ისეთი მედიკამენტები, რომლებსაც ექიმი გამოგიწერთ.
8. სალაროსთან განთავსებული პროდუქტი

თუ თქვენ მიზანმიმართულად შეხვედით მაღაზიაში ხსნადი ყავის, საღეჭი რეზინის, შოკოლადის ბატონის, სველი ხელსახოცის ან სხვა პროდუქტის შესაძენად, რომლებიც სალაროსთანაა განთავსებული, მათი შეძენა-ზედმეტი ფულის ხარჯვაა. რა თქმა უნდა, რთულია თავის შეკავება, როდესაც თქვენამდე რიგში 5 ადამიანი დგას, თქვენ კი მოწყენილობისგან ახლოს მდებარე პროდუქციას ათვალიერებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შოკოლადის ბატონი თქვენს ფიგურაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ყავა 3-1-ში კი ძალიან სწრაფად დაიშლება, როდესაც მას მდუღარე წყალს დაასხამთ.
9. თანწასაღები ყავა

თქვენ შეგიძლიათ დალიოთ ყავა სახლში ან სამსახურში, ასე რომ, რატომ უნდა დახარჯოთ ფული ენერგოსტიმულატორი სასმელის ყიდვაზე, რომელიც ჩამოსასხმელი აპარატისგან მზადდება? პირველ რიგში, მისი გემო იდეალურისგან ძალიან შორსაა, და მეორეც, თუ თქვენ ყოველდღიურად გადაიხდით ყავაში თუნდაც 1 ლარს, წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ თანხას დაკარგავთ. ამიტომ, უმჯობესია ეს ჩვევა მოიშოროთ.
10. ცუდი ჩვევები

მოსაწევი, სასმელი, სპორტული ფსონები, აზარტული თამაშები-ეს ყველაფერი არა მხოლოდ საფულეს აცარიელებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. შედეგად, თავდაპირველად თქვენ ფულს ხარჯავთ პროდუქტსა და მომსახურებაზე, შემდეგ კი ჯანმრთელობაზე.