როგორ გავაფორმოთ სახლი ჭიქებითა და ნიჟარებით

მე ძალიან მიყვარს ყვავილები და ახლახანს, ჩემდა საბედნიეროდ, შემთხვევით მოვხვდი ყვავილების გამოფენაზე. ეს რაღაც საოცარი და ლამაზი იყო! ჩემი ყურადღება მიიქცია შუშის კომპოზიციებმა, კერძოდ, ჭიქებისა და ბოკლების, რომელთა ფსკერზეც ზღვის ნიჟარები იყო მოთავსებული.

სახლში დაბრუნებისთანავე მოვიმარჯვე 5 ძველი ბოკალი, შემდეგ ყვავილების დასაკრეფად ბაღში წავედი, და ამავდროულად გამოვიყენე ყველა ის ზღვის პროდუქტი, რომლებიც კურორტზე დასვენებისას შევაგროვე. ერთი საათის შემდეგ კი ბინა სრულიად შეიცვალა, იგი ძალიან მყუდრო და ლამაზ სივრცედ იქცა.

ლამაზი ბოკლები და ჭიქები

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ გაალამაზოთ სახლი ბოკლებით, ჭიქებით, ზღვის ნიჟარებითა და ყვავილებით.

ფოტო: © Depositphotos

1. ძალიან ლამაზი სანახავი იქნება მცენარეების დაბალი კომპოზიციები. თქვენ შეგიძლიათ ჭიქაში ჩაყაროთ მიწა, ჩარგოთ მასში ყვავილები და პერიოდულად მორწყოთ ისინი, ასეთი დეკორი უფრო დიდხანს გაძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი ყვავილების თაიგული.

2. თავი საზაფხულო კურორტზე მგონია.

3. იმისათვის, რომ “ზღვა ჭიქაში მოათავსოთ”, შუშის ლამაზ ჭიქაში ჩაყარეთ ცოტაოდენი ქვიშა, პატარა კენჭები და ნიჟარები, შემდეგ მოათავსეთ მასში ზღვაზე გადაღებული ფოტო და ორიგინალური დეკორი ბინისთვის მზადაა!

4. დეკორი რომანტიული გარემოსთვის.

5. ჩვეულებრივ შუშის ვაზაში ან მაღალ ჭიქაში ჩადეთ სამი სხვადასხვა სიგრძის ყვავილი, ჭურჭლის ფსკერზე მოათავსეთ კენჭები ან დეკორატიული ქვები და დაასხით ცოტაოდენი წყალი. ასეთი უჩვეულო ყვავილების კომპოზიცია თქვენს სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

6. ასევე შეგიძლიათ ყვავილები ვაფლის კონუსში მოათავსოთ. როგორ მოგწონთ ეს იდეა?

7. ზღვაზე დასვენების შემდეგ სახლში ბევრი ცარიელი ნიჟარა დაგიგროვდათ და არ იცით რა მოუხერხოთ? ნუ იფიქრებთ მათ გადაყრაზე, რადგან ნიჟარები შესანიშნავი მასალაა შემოქმედებისთვის, ხოლო ზღვის ნიჟარებისგან დამზადებული ნაკეთობები დაამშვენებს ყველაზე დახვეწილ ინტერიერს და მას იდუმალების მსუბუქ ჩრდილს შესძენს.

8. შეგიძლიათ ნიჟარებსა და ყვავილებს სანთლები დაუმატოთ, ასე კომპოზიცია გაცილებით მყუდრო გარემოს შეგიქმნით.

9. კიდევ რამდენიმე ლამაზი იდეა.

10. ჩააბრუნეთ ბოკალი, შუაში ყვავილი მოათავსეთ, ფეხზე კი-სანთელი. ასეთი დეკორი აუცილებლად მიიქცევს თქვენი სტუმრების ყურადღებას.

თქვენ შეგიძლიათ უყუროთ დეტალურ მასტერ-კლასს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ საკუთარი ხელით დაამზადოთ საკუთარი “ზღვა ბოკალში”.