როგორ გამოვიყენოთ ძველი ბროლის ჭურჭელი

არც ისე დიდი ხნის წინ, თითქმის ყველა ოჯახის ჭურჭლის ღია კარადას ამშვენებდა ბროლის ჭურჭლის ნაკრები. იგი ნამდვილი დეკორაცია და ქონება იყო, ხოლო დასვენების დღეებში, ამ თეფშებსა და ჭიქებს დახვეწილი კერძები და სასმელები ამშვენებდა. ახლა ბროლის შუშის ნაწარმი, ჩვეულებრივი ნაგავია, რომელიც მტვერს აგროვებს. მათი გადაყრაც გვენანება და არც სუფრაზე ვაპირებთ მის გამოყენებას…

თუმცა, ბროლის ჭურჭლისგან თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ ლამაზი სამკაულები სახლის ან ბაღის გასაფორმებლად. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ აჩუქოთ მეორე სიცოცხლე ბროლის ჭურჭლის ნაკრებს.

საბჭოური ბროლის ჭურჭელი

ნუ იჩქარებთ უამრავი სალათისა და ტკბილეულის თასების გადაყრას, რადგან მათგან სახლის ან ბაღისთვის იდეალური დეკორაციების დამზადებაა შესაძლებელი. დეკორის ასეთი საგნები ძალიან საინტერესოდ გამოიყურება და ვიტრაჟს მოგაგონებთ.

თქვენ დაგჭირდებათ

  • ბროლის ჭურჭელი
  • შუშის კენჭები (შეგიძლიათ შუშის ან ბროლის ნატეხებით ჩაანაცვლოთ)
  • სილიკონის წებო
  • ფანჯრის ჩარჩო
  • კაუჭები, ჯაჭვები

როგორ დავამზადოთ

თავდაპირველად, შეარჩიეთ შესაფერისი ჭურჭელი გლუვი კიდეებით. გამოგადგებათ როგორც ბრტყელი, ისე ღრმა ჭურჭელი: ჭიქები ან სალათის თასები. განსაზღვრეთ ჭურჭლების განლაგება, რათა საბოლოო ჯამში ლამაზი სურათი მიიღოთ. შემდეგ ისინი სილიკონით შეაწებეთ.

მათ შორის არსებული ნაპრალები შუშის კენჭებით ან ჭურჭლის ნატეხებით შეავსეთ. პანელების გაფორმება შეგიძლიათ ჯაჭვებითა და სხვა ნივთებით. ახლა ბროლის საყვარელი კოლექცია ადგილს აღარ დაიკავებს ჭურჭლის კარადაში, და ამასთან, თვალსაც გაახარებს.

ასეთი გაფორმება იდეალურად შეავსებს ყვავილების ბაღს და ძალიან ლამაზი სანახავი იქნება დღის შუქზე.

მსგავსი ბროლისგან დამზადებული პანელები ძალიან ლამაზად გამოიყურება ფანჯრებზეც. ინტერიერი მაშინვე გახდება უჩვეულო.

მოგვიყვით კომენტარებში, თქვენც ამზადებთ თუ არა ნაკეთობებს ძველი ნივთებისგან. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!