არტ-ობიექტები ინტერიერში: როგორ ავიცილოთ თავიდან ცუდი გემოვნების გამოვლინება

ყველა დიზაინერი აცხადებს, რომ ინტერიერში აუცილებელია ხელოვნების ნიმუშების გამოყენება, თუმცა, შესაფერისი ობიექტის შერჩევა შესაძლოა გაგირთულდეთ.

ძალიან რთულია ისეთი ობიექტების შერჩევა, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავს თქვენს სტილის შეგრძნებას და არ მიანიშნებს ცუდ გემოვნებაზე.

აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა დიზაინერებისგან, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

1. არ შეიძინოთ არტ-ობიექტები ბაზრობებზე

ეს ნივთები ტიპურია და მათ სხვა ბინებსა და შენობებში შესაძლოა შეხვდეთ. ისინი არ არის უნიკალური, რადგან მათ დიდი ოდენობით ქმნიან. ხშირ შემთხვევაში ისინი უადგილოდ გამოიყურება და იაფფასიანი დიზაინის შთაბეჭდილებას ტოვებს. დაიმახსოვრეთ, რომ ხელოვნების ობიექტი-ხელოვნების ნიმუშია, რომელმაც ყურადღება თავისი ინდივიდუალობით უნდა მიიქციოს. ასე რომ, დაივიწყეთ სუვენირებისა და ავეჯის მაღაზიების შესახებ, რადგან იქ შესაფერისს ვერაფერს იპოვით.

2. არ გამოიყენოთ ცნობილი ქანდაკებების ან ნახატების რეპროდუქციები

რა თქმა უნდა, ყველას მოსწონს ვან გოგისა და დალის ნამუშევრები, მაგრამ ყველა მოკვდავს არ აქვს მათი შეძენის შესაძლებლობა. და მაინც, რეპროდუქცია არის ნამდვილი ნიჭისა და ხელოსნობის კოპირების იაფფასიანი მცდელობა. ასე რომ, რეპროდუქცია ხელოვნება არ არის. ყალბ სურათებსა და ქანდაკებებზე ფულის ხარჯვის ნაცვლად, უმჯობესია შეარჩიოთ ახალგაზრდა მხატვრებისა და მოანდაკეების ნამუშევრებს, რადგან მათი ნამუშევრები საკმაოდ ხელმისაწვდომია, და ამასთან, ისინი უნიკალურია და ნამდვილი ხელოვნებაა, სიტყვის სრული გაგებით. გარდ ამისა, ახალგაზრდა ტალანტი შესაძლოა დროთა განმავლობაში აღიარებული ოსტატი გახდეს, თქვენ კი მართლაც ძვირადღირებული ნივთის მფლობელი გახდებით.

3. აირჩიეთ ანტიკვარული ნივთები

ასეთი ნივთები ყოველთვის ელეგანტურად და უნიკალურად გამოიყურება. როგორც წესი, მეორე ასეთ ნამუშევარს ვერსად ნახავთ. ანტიკვარული ნივთები ყოველთვის ძვირი არ ღირს და არ არის აუცილებელი, რომ იგი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყოს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ გასული საუკუნეების დროინდელი ფუნქციური ვინტაჟური ნივთი. იმისთვის, რომ დიდი თანხა არ დახარჯოთ, ექსპერტები გირჩევთ რეგულარულად დაათვალიეროთ სპეციალიზებული საიტები. იქ თქვენ შელებთ ფასზე მოლაპარაკებას თქვენთვის საინტერესო ნივთების მფლობელებთან.