
აკურატულად შენახული და დალაგებული ნივთები კონტეინერებში სახლს საცხოვრებლად მყუდროს და კომფორტულ ხდის. ისინი შეგიძლიათ იყიდოთ მზა, ან თავადვე დაამზადოთ. სახლში ყოველთვის მოიძებნება ზედმეტი კონტეინერები, რომლებსაც არ იყენებთ. ამ ყუთებისგან ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაამზადოთ მოსახერხებელი, და რაც მთავარია, უფასო ორგანაიზერები ნივთების შესანახად.
1. თავსახურიანი პაკეტი
პლასტმასის ბოთლები-ჩვეულებრივი კონტეინერები, რომლებსაც სასმელის ან ხვა პროდუქტის გამოყენების შემდეგ, ჩვეულებრივ ნაგვის ურნაში ვისვრით, აუცილებლად გამოგადგებათ საინტერესო იდეის განსახორციელებლად. ფრთხილად მოჭერით ბოთლის “კისერი” მაკრატლით. პლასტიკური პაკეტის კიდეებს, რომელშიც სანელებლები ან სხვა პროდუქტია მოთავსებული, დაუმაგრეთ ბოთლის “კისერი” და დაატრიალეთ თავსახური. ასე პაკეტიდან აღარ გადმოიყრება პროდუქტი, სანამ მას თავსახურს არ მოხსნით.
2. ბოსტნეულის ორგანაიზერი
მუყაოს ყუთები იდეალურია სხვადასხვა პროდუქტის შესანახად, მაგრამ დიდი ზომის კონტეინერში ყველაფერი ერთმანეთში ირევა. ამის თავიდან აცილება ძალიან მარტივია, ყუთში არსებული სივრცის ორგანიზებით. გაზომეთ მისი სიმაღლე და მანძილი დიგონალზე. ამ ზომებისთვის მოამზადეთ მუყაოს ორი ნაწილი, რომლებიც სივრცის გამყოფის როლს შეასრულებს. ისინი შეგიძლიათ გამოჭრათ სხვა მუყაოს ყუთიდან. თითოეული ნაწილის ცენტრში გააკეთეთ ჭრილი, დაუკავშირეთ ორი ელემენტი ერთმანეთს და ჩადეთ ყუთში. სივრცე დაიყო 4 ნაწილად. ასეთ ორგანაიზერებში ძალიან მოსახერხებელია ბოსტნეულის, ხილისა და ნებისმიერი სხვა პროდუქტების შენახვა.
3. თაროზე სივრცის გაზრდა
თაროების ზედა ნაწილში ნივთების შენახვისას ხშირად რჩება თავისუფალი სივრცე, მით უმეტეს, თუ თაროებს შორის დიდი მანძილია. თაროებში არსებული სივრცე მთლიანად შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ რამდენიმე ვიწრო ყუთისგან დამატებით თაროებს გააკეთებთ. გამოჭერით ყუთის ერთი კუთხე და თაროზე მოათავსეთ ყუთი. მასში შეგიძლიათ შეინახოთ პატარა ზომის ნივთები, დანარჩენი კი ზემოდან განათავსოთ. ასევე შეგიძლიათ ერთმანეთზე დააწყოთ რამდენიმე ყუთი ზედიზედ.
4. ორგანაიზერი მცირე ზომის ნივთებისთვის
თქვენ შეგიძლიათ რძის ან წვენის ყუთების გამოყენებაც. გარეცხეთ ყუთები, გააშრეთ და მოაჭერით ზედა და ქვედა კიდეები. შემდეგ თითოეული ყუთი გაჭერით 2 ან 3 თანაბარი ზომის ნაწილებად (ეს დამოკიდებულია ყუთის ზომაზე). მიღებული ნაწილები დაამაგრეთ ერთმანეთზე ქაღალდის სამაგრებით, წებოთი ან სტეპლერით. ეს მანამ გააგრძელეთ, სანამ ყუთები თქვენი კარადის უჯრას არ შეავსებს. ეს ორგანაიზერი იდეალურია წინდების, საცვლებისა და სხვა წვრილმანი ნივთების შესანახად. შეგიძლიათ ორგანაიზერი სურვილისამებრ ფერადი ქაღალდებით გაააფორმოთ.
5. სუფთა ბოთლი მცენარეული ზეთით
მართალია ეს რჩევა არ არის დაკავშირებული სივრცის ორგანიზებასთან, მაგრამ იგი ხელს შეიწყობთ კერძების მომზადებისას. მცენარეული ზეთის გამოყენების დროს, როგორც არ უნდა ვეცადოთ, მისი წვეთები ხვდება ბოთლის “კისერზე”, ხელები გვიცხიმიანდება, თაროზე კი ბოთლის ლაქები რჩება. ეს ძალიან მარტივი ხრიკი ამ პრობლემას ადვილად გადაგიჭრით. მოიმარჯვეთ ბავშვის ძველი წინდა, გადაჭერით ზედა ნაწილი და რეზინი “ჩააცვით” ბოთლს. ახლა, ზეთის გამოყენებისას ხელები მშრალი იქნება, შუშის ბოთლი კი აღარ დატოვებს ლაქებს თაროზე.
6. სანელებლები ტიკ-ტაკის ყუთებში
თუ თქვენ გიყვართ ტიკ-ტაკის დრაჟეები, ალბათ მათი ცარიელი ყუთები გაქვთ შემონახული. ეს პატარა კონტეინერები იდეალურია ნებისმიერი წვრილმანი პროდუქტის შესანახად, განსაკუთრებით კი მაქს-ვერსია. მასში შეგიძლიათ ჩაყაროთ ქინძისთავები, სამაგრები და ა.შ. ასევე შეგიძლიათ შეინახოთ მარილი ან სხვა სანელებლები. ამ ფორმით სუნელები შეგიძლიათ სამსახურში ან ოჯახურ პიკნიკზე წაიღოთ.
7. ნივთების შესანახი ორგანაიზერი კომოდში
ნუ გადაყრით ცარიელ ფეხსაცმლის ყუთებს, რადგან მათი მეშვეობით შეგიძლიათ ტანსაცმლის არაჩვეულებრივი ორგანაიზერი დაამზადოთ. ისინი შეგიძლიათ მოათავსოთ კარადის უჯრაში ან თაროზე და მათში ნებისმიერი ნივთი შეინახოთ. ლამაზად დაკეცეთ პირსახოცები და ვერტიკალურ მდგომარეობაში მოათავსეთ ფეხსაცმლის ყუთებში. ამ მეთოდის უდიდესი პლიუსი გახლავთ ის, რომ ასე უკეთესად ჩანს, თუ სად რომელი ნივთები აწყვია. საჭირო ნივთს მარტივად აიღებთ, დანარჩენი კი ხელშეუხებელი რჩება.
8. დაკიდული ჯიბეები
წვენის პატარა ზომის შეფუთვებისგან შეგიძლიათ დაამზადოთ დაკიდული “ჯიბეები” ან მინი-ყუთები, რომლებშიც კბილის ჯაგრისს, სამართებელს ან აბაზანის სხვა წვრილმან ნივთს შეინახავთ.