
ყოველთვის, როდესაც საქმე პატარა სამზარეულოს დაპროექტებას ეხება, ადამიანების უმრავლესობა ვერ ხვდება, თუ როგორ განათავსონ რამდენიმე კვადრატულ მეტრზე სამზარეულოს ავეჯი ისე, რომ შეინარჩუნონ ცოტაოდენი სივრცე. სწორედ ამიტომ, სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის, ჩვენ შევაგროვეთ ყველაზე საინტერესო და ორიგინალური იდეები პატარა სამზარეულოს დიზაინისთვის.
1. შავ-თეთრი სამზარეულო

შავ-თეთრი დეკორი ითვლება კლასიკურ, უკვდავ, და რაც მთავარია-მომგებიან ვარიანტად. ფერების ასეთი კომბინაცია ნებისმიერ ინტერიერს ძალიან უხდება. და მაშინაც კი, თუ თქვენი სახლი 100 კვ.მ. არ არის, სწორი მიდგომით, პრიორიტეტებითა და აქცენტით მცირე ფართობში შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ მიზანს. დაიმახსოვრეთ, რომ პატარა სამზარეულოში თეთრი ფერი უნდა დომინირებდეს. ის ვიზუალურად ფართოს ოთახს, ხოლო სწორი განათებით, სამზარეულო საკმაოდ გაფართოვდება. ნუ შეუშინდებით ტექსტურებით ექსპერიმენტების ჩატარებას, ისინი გახდება ინტერიერის მთავარი აქცენტი, ისევე, როგორც ნათელი აქცენტი, რომლითაც უნდა გაზავდეს შავ-თეთრი სივრცე.



2. ცისფერი ტონალობა და ჩრდილები

ადამიანების უმრავლესობა იმდენადაა შეჩვეული ნეიტრალური ფერებისა და ჩრდილების შერჩევას, რომ ძალიან ცოტა თუ მოიფიქრებს სამზარეულოს ცისფერ ფერებში გაფორმებას. არა და ეს ფერის სქემა იდეალურია მათთვის, ვისაც მობეზრდა ნაცრისფერი ბანალურობა და ცხოვრებაში ახალი ფერების შემოტანა სურს, რბილი, მშვიდი, და ამავდროულად თბილი.
მნიშვნელოვანია! ნუ აურევთ ცისფერსა და ლურჯს. პირველი, მეორესგან განსხვავებით, არ ამძიმებს სივრცეს, მას მსუბუქსა და ნათელს ხდის, რაც პატარა სამზარეულოსთვის ძალიან სასარგებლოა.


3. ეფექტური ფერი

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამზარეულო, უპირველეს ყოვლისა, არის ის ადგილი, სადაც ჩვენი დროის მესამედს ვატარებთ. ამიტომ, მოსაწყენი და დამღლელი დღეების გასაფერადებლად უმჯობესია შეარჩიოთ ორიგინალური და ეფექტური ფერები სამზარეულოსთვის, რომლებიც ინტერიერისთვის სასიამოვნო შტრიხებად იქცევა. თქვენ უნდაგადაწყვითოთ, თუ რაზე გაკეთდება აქცენტი, ავეჯზე, რომელიც კონტრასტში თამაშობს, თუ კედლებსა და იატაკზე, რომლებიც პირველივე წუთიდან იპყრობს უცხო თვალის ყურადღებას. შეარჩიეთ ერთი ან მაქსიმუმ ორი მიმზიდველი ფერი და მათი ერთმანეთთან შერწყმით შექმენით უნიკალური გარემო.




4. მხოლოდ მუქი ტონები

რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუქი ფერები და ჩრდილები ყოველგვარ რეკორდს ხსნის და უპრობლემოდ ანაცვლებს მშვიდი, კლასიკური ფერების პალიტრას. ამიტომ, თუ თქვენ გსურთ, რომ ფეხი აუწყოთ თანამედროვეობას და მიყვეთ მოდის ტენდენციებს, გააკეთეთ არჩევანი მუქ ფერთა გამაზე. და მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სამზარეულო მცირე ზომისაა, სწორად შერჩეული ფერები და ტექსტურა სივრცეს მაქსიმალურად მყუდროს და კომფორტულს გახდის.





5. მარმარილოს სამზარეულო

დიზაინის თანამედროვე სამყარო მრავალფეროვნებითაა სავსე, მაგრამ არსებობს საგნები და ტენდენციები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება და, ამასთან, არ კარგავს პოპულარობას. სამზარეულო მარმარილო ელემენტებით შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვინც იცავს თავშეკავებულ, მაგრამ ამავე დროს დიდებულ სტილს. მდიდარი ფერის პალიტრისა და ტექსტურების უზარმაზარი ასორტიმენტის წყალობით, შეგიძლიათ მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი, და თუ მეორე ფერთან გააკეთებთ მის კომბინაციას, ეს თქვენს სამზარეულოს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს.



