5 საწმენდი საშუალება, რომელთა მომზადებაც დამოუკიდებლად შეგიძლიათ

1. ფოლადის საწმენდი სპრეი

მასალა:

  • სპრეის ცარიელი ბოთლი
  • ნახევარი ლიტრი თეთრი გამოხდილი ძმარი
  • მიკროფიბერის ქსოვილი

ინსტრუქცია: 

  1. ერთლიტრიან ცარიელ სპრეის ბოთლში ჩაასხით ნახევარი ლიტრი ძმარი და ნახევარი ლიტრი წყალი.
  2. შეანჯღრიეთ, დაასხით ნარევი თქვენი ფოლადის ჭურჭლის ზედაპირზე და გაწმინდეთ მიკროფიბერის ქსოვილით.

2. წყლის მილების საწმენდი საშუალება

მასალა:

  • ერთი წილი მარილი
  • ერთი წილი სოდა
  • თეთრი ძმარი
  • მდუღარე წყალი

ინსტრუქცია: 

  1. მოხსენით ნიჟარის სანიაღვრე არხს სახურავი. თასში შეურიეთ ერთმანეთს მარილი და სოდა.
  2. ჩაყარეთ მშრალი ნაზავი სანიაღვრე არხში.
  3. შემდეგ დაასხით ძმარი და გააჩერეთ რამდენიმე წუთით.
  4. ბოლოს დაასხით მდუღარე წყალი, სანამ ბოლომდე არ გაიწმინდება მილები.
  5. დაახურეთ ნიჟარის სანიაღვრე არხს  სახურავი და სულ ესაა.

3. ტუალეტის საწმენდი “ნაღმები”

მასალა:

  • 1 ჭიქა სოდა
  • 1/4 ჭიქა ლიმონმჟავა
  • 1 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი სითხე
  • ყინულის კუბების ფორმა

ინსტრუქცია:

  1. შეურიეთ ერთმანეთს სოდა და ლიმონმჟავა.
  2. ნაზავს დაუმატეთ ჭურჭლის სარეცხი სითხე და კარგად მოურიეთ.
  3. თანაბრად გადაანაწილეთ მიღებული მასა ყინულის კუბების ფორმაში და შეინახეთ საყინულეში 4 საათით.
  4. როდესაც კაფსულები გაშრება, შეინახეთ გერმეტულად დაცულ კონტეინერში.
  5. გამოსაყენებლად უბრალოდ ჩააგდეთ ტუალეტში ერთი ცალი კაფსულა და გააჩერეთ, სანამ იგი არ შეწყვეტს ბუშტუკების გამოყოფას.

4. არატოქსიკური მანქანის საწმენდი

მასალა:

  • სპრეის ბოთლი
  • ძაბრი
  • საზომი ჭიქა
  • 1/2 ჭიქა ძმარი
  • 1 ჭიქა გაზიანი სასმელი
  • 1/2 ჭიქა არატოქსიკური ჭურჭლის სარეცხი სითხე
  • 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
  • ფუნჯი
  • მიკროფიბერის ქსოვილი

ინსტრუქცია:

  1. ჩაასხით გამოხდილი თეთრი ძმარი სპრეის ცარიელ ბოთლში.
  2. შეურიეთ გაზიანი სასმელი, არატოქსიკური ჭურჭლის სარეცხი სითხე და ლიმონის წვენი.
  3. მსუბუქად შეანჯღრიეთ ბოთლი, რათა ინგრედიენტები შეერიოს ერთმანეთს.
  4. დაასხით საჭირო ოდენობის ნაზავი ჭუჭყიან ზედაპირზე.
  5. გაწმინდეთ ზედაპირი ფუნჯით, სანამ ბოლომდე არ გასუფთავდება.
  6. გაამშრალეთ გაწმენდილი ზედაპირი სუფთა ხელსახოცით.

5. ტანსაცმლის სარეცხი საშუალება

მასალა:

  • 1 ცალი სუფთა კასტრინის საპონი
  • 2 1/2 ჭიქა სამრეცხაო სოდა (სუპერმარკეტებში სარეცხი საშუალებების სექციაში იპოვით)
  • 1 ჭიქა გამოხდილი თეთრი ძმარი
  • სასურველი ეთერზეთი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასტრინის საპონი არ არის სურნელოვანი)
  • 2 ყინულის კუბების ყუთი
  • ყუთის სახეხი ან ბლენდერი/საჭმლის პროცესორი

ინსტრუქცია:

  1. ყუთის სახეხში გახეხეთ კასტრინის საპონი, ან დაჭერით რამდენიმე ნაწილად და დააბლენდერეთ.
  2. ჩაყარეთ საპონი ღრმა თასში, დაუმატეთ სარეცხი სოდა, ძმარი და 10-15 წვეთი ეთერზეთი.
  3. კარგად მოურიეთ, სანამ კომბინირებული ნაწილები დაიწყებენ ფორმირებას. დაუმატეთ ცოტაოდენი ძმარი თუ საჭიროა. (ნუ შეეხებით ნაზავს ხელთათმანების გარეშე, რადგან მან შესაძლოა კანის გამოშრობა გამოიწვიოს).
  4. ჩაასხით ნაზავი ყინულის კუბებში და გააჩერეთ მთელი ღამით.
  5. გამოიყენეთ თითო კაფსულა ყოველ რეცხვაზე.