ადამიანების ჩვევები, რომლებიც ეკოლოგიას შეუქცევად ზიანს აყენებს

მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად უარესდება დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად.

ექსპერტების აზრით, ყველა ადამიანს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ პრობლემის აღმოფხვრაში – თქვენ უბრალოდ უარი უნდა თქვათ 5 მავნე ჩვევაზე. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ სამყარო ცოტათი უკეთესი გახდეს:

1. შეარჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. ამ პროდუქტების მწარმოებლები ცდილობენ ისეთი შეფუთვების გამოყენებას, რომლებიც გარემოს არანაირ ზიანს არ აყენებს.

2. დაახარისხეთ ნაგავი. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ რთულია: თქვენ უნდა შეიძინოთ სხვადასხვა კონტეინერები ყველა სახის ნაგვისთვის. წამყვანი ბრენდები უკვე იწყებენ ასეთი პროდუქტების წარმოებას რეციკლირებული მასალებისგან.

3. აირჩიეთ ეთიკური პროდუქტები. იმისათვის, რომ გარემოზე იზრუნოთ, სულაც არ არის საჭირო იყოთ ვეგეტარიანელი.

4. არ გამოიყენოთ ცელოფნის პაკეტები. იპოვეთ სათანადო შემცვლელი, მაგალითად, ბადისებრი ტომარა.

5. ნუ მოიხმართ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. ეს წესი მოქმედებს ყველაფერზე: რესურსებზე, საკვებზე, ტანსაცმელზე და ა.შ.