როგორ დავზოგოთ ფული რემონტის დროს, ხარისხის დაკარგვის გარეშე

სპეციალისტებმა მოგვცეს 5 პრაქტიკული რჩევა, თუ როგორ დავზოგოთ თანხა რემონტის დროს. ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ დახარჯავთ რაც შეიძლება ნაკლებს.

1. დაიქირავეთ დიზაინერი

მართალია, ეს რჩევა უცნაურად ჟღერს, რადგან დიზაინერის მომსახურებები ძალიან ძვირი ღირს. მაგრამ დიზაინერები ითვალისწინებენ ყველა წვრილმანს, რომლებზეც თქვენ არც კი გიფირიათ. მეორეც, პროფესიონალი დიზაინერები დაგეხმარებათ თქვენი ყველა სურვილის რეალიზაციაში, გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებში. ხშირად, რემონტის შემდეგ ხდება ისეც, რომ ყველაფერი ისე არ გამოიყურება, როგორც ჩვენ გვსურს. სწორედ ამისთვისაა საჭირო დიზაინერის დაქირავება.

2. დაიქირავეთ მშენებელთა ჯგუფი ზამთარში

სამშენებლო კომპანიებს ბევრად ნაკლები შეკვეთები აქვთ ზამთრის თვეებში, ვიდრე ზაფხულში. ამიტომ, მაღალი ალბათობით ამ სეზონზე მშენებლები სამუშაოებისთვის ნაკლებ თანხას ითხოვენ. ნუ მოგერიდებათ ფასდაკლების მოთხოვნა!

3. მოძებნეთ საბითუმო მაღაზიები

ასეთ მაღაზიებში სამშენებლო მასალები პრაქტიკულად იგივე ფასად იყიდება, რა ფასადაც არის შეძენილი. თუ ასეთ მაღაზიას ვერ იპოვით, უმჯობესია მასალები სხვადასხვა ადგილას შეიძინოთ. ნუ იყიდით მასალას ერთსა და იმავე მაღაზიაში. უკიდურესად უსიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ ნიჟარა, რომელიც თქვენ 500 დოლარად შეიძინეთ, ახლომდებარე მაღაზიაში მხოლოდ 10 დოლარი ღირს.