ძაღლების 7 საუკეთესო ჯიში ბინის პირობებში

ძაღლი უნიკალური შინაური ცხოველია, რომელსაც ტყუილად არ ეწოდა “ადამიანის მეგობარი”.

ეს ცხოველი შეიძლება გახდეს შესანიშნავი თანამგზავრი და მეგობარი, ნამდვილი მონაპოვარი მარტოხელა ადამიანისთვის. მეცნიერების აზრით, ძაღლები საკმაოდ “მომგებიანი” შინაური ცხოველები არიან, რადგან ისინი თავიანთ მფლობელებს აიძულებენ სუფთა ჰაერზე დღეში ორჯერ მაინც იარონ. ა

გარდა ამისა, ლეკვის ყოლა ერთგვარი “პრაქტიკაა” შვილების გაჩენამდე: ძაღლები გავსწავლიან პასუხისმგებლობასა და ზრუნვას.

ექსპერტებმა შეადგინეს საუკეთესო ჯიშების რეიტინი, ძაღლის ეს ჯიშები ბინაში შენახვისთვის ყველაზე შესაფერისია:

1. პუდელი. ეს ჯიში ძალიან ლამაზი და გრაციოზულია, ისინი გამოირჩევიან ინტელექტის წარმოუდგენლად მაღალი დონით. პუდელი მშვენივრად პოულობს საერთო ენას ადამიანებთან და იდეალური თანამგზავრია თქვენთვის. ამ ჯიშის ერთადერთი მინუსი გახლავთ ის, რომ მათი ესთეტიური გარეგნობა უნდა შენარჩუნდეს პროფესიონალთან ვიზიტით, რომელიც შეძლებს თქვენი შინაური ცხოველის მატყლი მშვენიერი ვიზუალით უზრუნველყოს.

2. ბიშონ ფრიზე. ასევე გამოირჩევა მკვეთრი, მახვილი გონებით. ამ ჯიშის წარმომადგენლებს შორის საკმაოდ ბევრია ცირკის არტისტები, ასე რომ თქვენ ძალიან მარტივად შეძლებთ ასწავლოთ თქვენს საყვარელ ცხოველს სხვადასხვა საინტერესო ტრიუკი.

3. ბასენჯი. მათი ერთგულების წყალობით, ამ ჯიშის ძაღლებს შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ  ჰოლივუდური ფილმის მთავარ გმირს “ჰაჩიკოს”. თუმცა, ღირს იმის გათვალისწინება, რომ ისინი წარმოდუგენლად ეჭვიანები არიან, ისინი სახლში სხვა ძაღლის ან კატის ყოლის საშუალებას არ მოგცემენ.

4. იორკშირ-ტერიერი. მინიატურული იორკი იდეალური კომპანიონი გახდება თქვენი ოჯახის ყველა წევრისთვის. ისინი ძალიან მეგობრულები და ცნობისმოყვარეები არიან და მარტივად პოულობენ საერთო ენას სხვა ცხოველებთან.

5. პომერანული შპიცი. მოსიყვარულე ჯიში, რომლის სითბო და თანაგრძნობის უნარი ყველას ეყოფა. ძაღლის ამ ჯიშის მოთვინიერება ძალიან ადვილია და მშვიდად ეგუება საცხოვრებელი სახლის შეცვლას.

6. ლაბრადორ-რეტრივერი. ამ ჯიშის ძაღლები უნდა იყვნენ წარდგენილი “ყველაზე კეთილი ძაღლების” ნომინაციაზე. დიდი ზომების მიუხედავად, მათ შეუძლიათ ბინის პირობებში ცხოვრება. მეპატრონეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ლაბრადორებს უყვართ სიარული, ბუნებაში სიცელქე და მოძრავი სათამაშოებით თამაში.

7. ტაქსა. მათ ძალიან უყვართ ბავშვები და სათამაშოები, ასე რომ, იზრუნეთ თქვენი შინაური ცხოველების გართობაზე.