
მუსიკოსს, სტივ არინს მეგობარმა თავის ფერმაში მიწის ნაკვეთი აჩუქა და მხოლოდ 6 კვირაში სტივმა შეძლო უნიკალური გუმბათოვანი სახლი აეშენებინა, ფერმის ნამდვილ დეკორაციად და სანახაობად იქცა.


სტივ არiნი (Steve Areen)-ახალგაზრდა მუსიკოსი და ფოტოგრაფია, რომელიც მუდმივად მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო და უამრავი მეგობარი შეიძინა. ტაილანდში მორიგი ვიზიტის დროს იგი ეწვია ჰაჯარ ჯებრანს, რომლის საქმიანობაც უკვე მრავალი წელია უყვარს.

მეგობრული საუბრისთვის, მომავლის გეგმებზე მსჯელობისას, სტივმა ისაუბრა მისი ოცნების შესახებ, რომ ცივილიზაციისგან მოშორებით ჰქონოდა პატარა ეკო-სახლი. სწორედ ამ მომენტში, ჰაჯარსა და მის ცოლს მოუვიდათ იდეა, რომ მანგოს ჭალებში მათი მეგობრისთვის ეჩუქებინათ პატარა მიწის ნაკვეთი, რათა, სტივს თავისი ოცნება აესრულებინა.

სწორედ აქედან დაიწყო ამ უნიკალური სახლის მშენებლობა. ახალგაზრდას ძალიან ცოტა თავისუფალი დრო ჰქონდა, ამიტომ, იმისათვის, რომ ნაგებობა რაც შეიძლება მალე აშენებულიყო, მინიმალური ფინანსური ხარჯებით, სტივმა გადაწყვიტა გუმბათოვანი სახლის აშენება, რომელსაც სახელიც კი მოუფიქრეს-Earthen Dome Home.

საინტერესოა: გუმბათოვანი სახლი არის ნაგებობა, რომელიც შენდება ნახევარსფეროს სახით, და იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური არქიტექტურული და სამშენებლო ნაგებობა. სისტემა დაფუძნებულია პოლიჰედრზე, რომელიც შენობის შიგნით გუმბათოვან სივრცეს ქმნის. ამ შენობის ფასადი კი მარტივად უმკლავდება სტიქიური უბედურებების შედეგად გამოწვეულ დატვირთვას.

იმის გათვალისწინებით, რომ მეგობრის ნათესავი თიხის ბლოკების შექმნის ტექნიკას ფლობდა, სტივმა მასთან გაიარა ტრენინგების მოკლე კურსი და მალე, მან თავად შეძლო ამ პატარა ეკო-შენობის აგება. უფრო მეტიც, სამშენებლო მასალა სტივმა თავისი მიწის ნაკვეთთან მოიპოვა.

ისეთი მასალების გამოყენებამ, როგორებიცაა ხე, ქვა, ბამბუკი, თიხა, მშრალი ბალახი და სხვა ბუნებრივი კომპონენტები, ხელი შეუწყო არა მარტო მშენებლობის ღირებულების შემცირებას, არამედ შეძლო სახლის ნატურალურობისა და ბუნებრივი ატმოსფეროს შენარჩუნება, რაც გაცილებით ფასეულია. ორ დამხმარესთან ერთად, ახალგაზრდამ 3 კვირაში მოახერხა ზღაპრული გუმბათის კონსტრუქციის შეკრება, რომელშიც შედიოდა რამდენიმე ოთახი, დასასვენებელი ტერასა მცენარეებითა და აუზით, რომელიც საძინებელი ოთახის ზემოთაა განთავსებული.


კიდევ სამი კვირა დასჭირდა ინტერიერის დასრულებას და საოცარი კოტეჯის უკვე ორიგინალური ფასადის გაფორმებას. ასეთ გარდაქმნებზე სტივმა მხოლოდ 9 ათასი დოლარი დახარჯა. იმის გათვალისწინებით, რომ მასალების უმრავლესობა აბსოლუტურად უფასო იყო.


მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი იმდენად შთაგონებული იყო ეკო-სახლის შექმნის უჩვეულო ტექნოლოგიით, რომ მომავალში მან გადაწყვიტა ეს უნიკალური გამოცდილება გამოეყენებინა ხელმისაწვდომი, სწრაფი და ლამაზი საცხოვრებელი სახლების აშენება უფრო გამძლე მასალებით, კარგი თერმული იზოლაციით, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ კომფორტულად იცხოვროთ კლიმატის უფრო ცივ პირობებში.

მისმა მეგობარმა ამის სტივის სახლი დემო მოდელად აქცია და ეკო-სახლების მშენებლობისთვის დაპრესილი თიხის ბლოკების მწარმოებელი კომპანია გახსნა.