ყოფილმა მასწავლებელმა მხოლოდ 250 დოლარად ააშენა სახლი

“იმისათვის, რომ სახლი ააშენოთ, არ არის საჭირო დიდი თანხის დახარჯვა”-თქვა ყოფილმა მასწავლებელმა ფერმიდან, რომელიც ოქსფორდშირში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისი) მდებარეობს. ამ კაცმა თავისი სახლი სულ რაღაც 250 დოლარად ააშენა. ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ მიაღწია მან წარმატებას.

მაიკლ ბუკმა (Michael Buck) პენსიაზე გასვლის შემდეგ გადაწყვიტა ძველი ოცნების რეალიზაცია-სახლის აშენება საკუთარი ხელებით. მაგრამ ამ კაცმა ეს პრაქტიკულად, სამშენებლო მასალებზე ფულის დახარჯვის გარეშე გააკეთა. მაიკლმა გამოიყენა ჩვენი წინაპრების მეთოდი-სახლის ასაშენებლად მხოლოდ მიწა, თიხა, ხე და ჩალა გამოიყენა. ხოლო ფუნდამენტი მომავალი მშენებლობისთვის ქვებისგან შექმნა.

კედლების მშენებლობისთვის დამზადდა თიხისა და ქვიშის ხსნარით. თავდაპირველად, საძირკველი დაფარეს ხსნარით, შემდეგ კი ფენებად დატკეპნეს.

სახურავის კარკასი დამზადებულია ხის თხელი ტოტებისგან და ჩალითაა გადახურული.

მაიკლმა ფანჯარაში ჩასასმელად თავისი სატვირთო მანქანის საქარე მინა გამოიყენა, ხოლო იატაკისთვის ცალფიცრები მეზობლის ნაგავსაყრელზე იპოვა.

ზოგიერთი სკეპტიკოსი ეჭვობს, რომ ზამთრობით ასეთ სახლში ცხოვრება შეუძლებელია ცენტრალური გათბობის გარეშე. სახლის მფლობელი კი ირწმუნება, რომ შეშის ღუმელები სავსებით საკმარისია: “კედლები სითბოს მშვენივრად ინარჩუნებენ, ხოლო სახურავი კი შიგნიდან ცხვრის ტყავითაა იზოლირებული.

მაიკლ ბაკს თითქმის არაფერი დაუხარჯავს. ერთადერთი, რაც მან ვერ გამოთვალა, სახურავისთვის განკუთვნილი ჩალის რაოდენობა იყო, მას ჩალის შეძენა მოუხდა. საერთო ჯამში, სახლის მშენებლობის დროს, ფერმერმა მხოლოდ 250 დოლარი დახარჯა.