
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ინტერიერის დიზაინის ნებისმიერი, ერთხელ უკვე პოპულარული ტენდენცია, ერთ დღეს აქტუალობას კარგავს. თუმცა, გამონაკლისი ნებისმიერი წესიდან არსებობს. ჩვენ თქვენთვის შევარჩიეთ 10 ტენდენცია, რომლებიც ადამიანების უმრავლესობისთვის რამდენიმე წლის შემდეგაც კი აქტუალურია.
1. გამჭვირვალე სკამები

გამჭვირვალე ფერის პოლიკარბონატის სკამები გამოიგონა ფრანგმა დიზაინერმა ფილიპ სტარკმა 2002 წელს. მისი თქმით, ავეჯის ამ მასალისგან შექმნის ინსპირაცია ლუი XV-ის პერიოდის ბაროკოს სტილი იყო. მსუბუქი და კომფორტული სკამები ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული სხვადასხვა ფენის წარმომადგენელ ადამიანებს შორის. ეს სკამები განსაკუთებული პოპულარობით სარგებლობს პატარა ბინის მფლობელთათვის, რადგან ისინი ინტერიერს მსუბუქს და ჰაეროვანს ხდის. აშკარა უპირატესობების მიუხედავად, სკამების დიზაინი არა ერთხელ გააკრიტიკეს, თუმცა, ამის მიუხედავად, გამჭვირვალე ავეჯს ჯერ კიდევ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მათი გამოგონებიდან 17 წლის შემდეგაც კი.
2. სტილის არევა

ინტერიერში რამდენიმე სტილის კომბინაციას ზოგი ეკლექციზმს, ზოგი კი კიტჩს უწოდებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბინის დიზაინის შექმნისას განსხვავებული, ერთი შეხედვით, სრულიად არათანმიმდევრული ელემენტების გამოყენება “ორკუთხა ხმალია”. კარგი გემოვნებითა და დიზაინის საფუძვლების ცოდნით, შეგიძლიათ შექმნათ რაღაც ძალიან მყუდრო და ორიგინალური. ამავე დროს, თუ ძალიან გადაამეტებთ, ბინა გადაიქცევა უსარგებლო ნივთების საწყობად, სტილზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მიუხედავად ამისა, ეკლექციზმი კვლავ მოთხოვნადია ზოგიერთი ბინის მფლობელისთვის.
3. მინიმალიზმი

მინიმალიზმი თამამი კიტჩის აბსოლუტურად საპირისპირო სტილია. იგი დიდი ხანია გასცდა ინტერიერში ჩვეულებრივი სტილის ჩარჩოებს და ცხოვრებისეულ ფილოსოფიად იქცა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ხაზების სიმარტივე, სიზუსტე და სისუფთავე. მასში თითოეული ნივთი ატარებს თავის ფუნქციურ დატვირთვას და შერჩეულია განსაკუთრებული სიფრთხილით. ალბათ, ზოგიერთი ადამიანისთვის ეს სტილი ცივი, მოსაწყენი და პრიმიტიული ჩანს. თუმცა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მინიმალიზმი თქვენს ცხოვრებას მშვიდობასა და ჰარმონიას მოუტანს. განა ეს არ არის ის, რაც ადამიანების უმეტესობას სურს?
4. გადამუშავება

ერთხელ, გადამუშავებული მასალებისგან დამზადებულმა ავეჯმა, მსოფლიოში ნამდვილი ფურორი მოახდინა. მას შემდეგ არამარტო პროფესიონალი დიზაინერები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებიც, რომლებსაც ამ სფეროსთან არაფერი აკავშირებთ, მუდმივად იყენებენ გადამუშავებულ ნივთებს. ძველი ჩემოდნებისგან დამზადებული ყავის მაგიდები, ნამჯისგან-დივნები, წიგნებისგან-ზარდახშები, ძველი სკამებისგან კი საქანელები-ეს ყველაფერი მართლაც საინტერესოდ და ორიგინალურად გამოიყურება, ამიტომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ადამიანებს ამგვარი ინტერიერის დეკორაციებზე უარის თქმა არ შეუძლიათ.
5. შუშის ქილები

ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვინც შუშის ქილებში კონსერვებს ინახავენ; ისინი, ვინც ქილებს გამოყენებისთანავე ისვრიან ნაგვის ურნაში; და ისინი, ვინც ამ ჭურჭელს ინტერიერის მოდურ დეტალად აქცევენ. დანა-ჩანგლის სადგამები, სასანთლეები და სურათის ჩარჩოებიც კი-ყველაფერი ეს ჩვეულებრივი შუშის ქილებისგან შეიძლება გააკეთოთ. თუმცა, თქვენ უნდა იცოდეთ მათი დოზა. თუ ყველა თარო ასეთი დეკორით იქნება გაფორმებული, ეს ბინის მეპატრონის ცუდ გემოვნებაზე იმეტყველებს. არ ღირს შუშის დეკორზე უარის თქმა, მაგრამ უმჯობესია გამოიყენოთ იგი, როგორც აქცენტი.
6. ნათურები ჭაღების გარეშე

ნათურები ჭაღების გარეშე დეკორაციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ბინაში, რომელიც ინდუსტრიულ ან ლოფტის სტილშია გაფორმებული. ალბათ ამიტომაა, რომ საბოლოოდ ეს ნათურები მოსაწყენ კლიშედ იქცა. თუმცა, ედისონის ნათურების გულშემატკივრებმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვეს-ისინი ნათურებს კიდებენ ძალიან დაბალზე, მაგიდასთან ძალიან ახლოს და ასე აფორმებენ ბინას იატაკის ან მაგიდის მოდელით.
7. სექციური დივნები

სექციური დივნები იდეალური გადაწყვეტაა ბინის გაფორმებისთვის, რომელშიც დიდი ოჯახი ცხოვრობს. ასეთი ავეჯი ძალიან კომფორტულია, მაგრამ ამავდროულად უზარმაზარი და მოცულობითია, რაც თანამედროვე მოდის ტენდენციებში არ არის დაშვებული. მათთვის, ვისაც არ სურს კომფორტზე უარის თქმა, არსებობს ალტერნატიული ვარიანტი-თანამედროვე დივანი-ტრანსფორმერი მკაფიო და ლაკონური ფორმებით. და კიდევ, დაივიწყეთ ყვავილების ორნამენტებით გაფორმებული დივნები, ისინი ახლა მოდაში აღარ არის.
8. ღია თაროები

ღია თაროები ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვისაც მობეზრდა უზარმაზარი კარადები ასაწევი ან გასაღები კარებით. ახალმა ტენდენციამ სამზარეულოები უფრო ნათელი, ვრცელი, მსუბუქი და ვიზუალურად ფართო ოთახად აქცია. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, ღია თაროები არც თუ ისე მოსახერხებელია, რადგან მასზე მხოლოდ ლამაზი ჭურჭლის განთავსებაა შესაძლებელი, ასევე, თაროები ყოველთვის იდეალურად სუფთა და მოწესრიგებული უნდა იყოს. მაგრამ აშკარა ნაკლოვანებების მიუხედავად, ეს ტრედნი მაინც სარგებლობს დიდი პოპულარობით.
9. მონოქრომია

ადამიანების ნაწილი თვლის, რომ მონოქრომული ინტერიერი ძალიან დუნეა, სხვებისთვის კი ასეთი დიზაინი საავადმყოფოს ან გამოქვაბულის უძირო ნაწილში არსებულ სტერილურ განყოფილებას ჰგავს. მაგრამ ასეთი მოსაზრებები საერთოდ არ ახდენს გავლენას ამ სტილის პოპულარობაზე და მას მტკიცედ უჭირავს თავისი პოზიცია.
რჩევა: იმისათვის, რომ “გაყინულ” ინტერიერს სიცოცხლე შემატოთ, ოთახის დიზაინში გამოიყენეთ ბუნებრივი ელემენტები, მაგალითად, ქვა, ხე, ყვავილები, ასევე ორი ან სამი ჩრდილის კომბინაცია.
10. ეთნიკური დეკორი

მასობრივ წარმოებასა და კოლექციურ პროდუქციას, რომლებიც რამდენიმე ეგზემპლარად არსებობს, მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ნივთები, რომლებიც პირველ კატეგორიას მიეკუთვნება, როგორც წესი, უხარისხოდ გამოიყურება და არ გააჩნია რაიმე ღირებულება. თუ გსურთ, რომ ბინაში დეკორის სახით იქონიოთ ეთნიკური სტილის ნივთები, დახმარებისთვის ადგილობრივ ხელოსნებს მიმართეთ. მათგან შეგიძლიათ შეიძინოთ ნამდვილად ღირებული ნივთი, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს.